ამერიკულმა Forbes-მა მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული საფეხბურთო კლუბების რეიტინგი გამოაქვეყნა. ზედიზედ უკვე მეოთხე წელია, ყველაზე რეიტინგულ საფეხბურთო კლუბებს შორის ლიდერობს „მადრიდის რეალი“, რომლის შეფასებაც, გასულ წელთან შედარებით, 2%-ითაა გაზრდილი და $6.75 მილიარდს აღწევს.
2023-24 წლების სეზონზე, ესპანურმა კლუბმა $1.13 მილიარდის შემოსავალი მიიღო და გახდა პირველი საფეხბურთო გუნდი, რომელმაც ერთ წელიწადში ათნიშნა ზღურბლს მიაღწია. სხვა სპორტის სახეობებს შორისაც, ერთადერთი, რომელმაც ეს ნიშნული დააფიქსირა NFL-ის „დალას კოუბოისი“ იყო – 2021 და 2023 წლების სეზონზე დააახლოებით $1.2 მილიარდის შემოსავლით. რაც შეეხება უშუალოდ ძვირად ღირებული საფეხბურთო კლუბების რეიტინგს, სიაში „მადრიდის რეალს“ „მანჩესტერ იუნაიტედი“ მოსდევს – $6.6 მილიარდის ღირებულებით, სამეულს კი „ბარსელონა“ ასრულებს, შესაბამისად, $5.65 მილიარდის შეფასებით.
საერთო ჯამში, 2025 წლის რეიტინგში, ოცდაათი ყველაზე ძვირად შეფასებული საფეხბურთო კლუბის ღირებულებამ $72 მილიარდს გადააჭარბა. შედეგად, საშუალოდ კლუბის ღირებულება $2.4 მილიარდია – 5%-ით მეტი, 2024 წლის რეკორდულ $2.26 მილიარდთან შედარებით. სიაში ყველაზე მეტი წარმომადგენელი „პრემიერ-ლიგიდანაა“ – ჯამში 12 გუნდი, შემდეგ მოდის იტალიის „სერია A“ ოთხი კლუბით, ესპანეთის „ლა-ლიგა“ – სამი გუნდით, გერმანიის „ბუნდეს-ლიგა“ ორი გუნდით და საფრანგეთის „ლიგა 1“ ერთი გუნდით.
ევროპული კლუბები, კონტინენტური შეჯიბრებების წყალობით, სოლიდურ ანაზღაურებას გამოიმუშავებენ. თუმცა შემოსავალი მათ წარმატებაზეა დამოკიდებული. მაგალითად, გასულ წელს, „ჩემპიონთა ლიგის“ მოგების შემდეგ, „მადრიდის რეალმა“ საპრიზო ფონდიდან $154 მილიონი მიიღო. „ევროპა ლიგის“ შემთხვევაში, საპრიზო ფონდი შედარებით მოკრძალებულია. 2024 წლის ჩემპიონმა „ატალანტამ“ $38 მილიონი გამოიმუშავა.
„ჩემპიონთა ლიგის“ წლევანდელი ტრიუმფატორი კლუბი, „პარი სენ-ჟერმენია“ამჯერად რეიტინგის მხოლოდ მეშვიდე პოზიციას იკავებს. Qatar Sports Investments-ის საკუთრებაში არსებულმა „პსჟ“-მ სეზონზე $870 მილიონი გამოიმუშავა და ამერიკული Forbes-ის მიერ $4.6 მილიარდადაა შეფასებული. რაც შეეხება ფინალში დამარცხებულ „ინტერს“, მილანური კლუბი $1.2-მილიარდიანი შეფასებით, მე-16 პოზიციაზეა.
წარმოგიდგენთ 2025 წლის ყველაზე ძვირად ღირებულ საფეხბურთო კლუბებს:
- Real Madrid
ღირებულება: $6.75 მილიარდი
1-წლიანი ცვლილება: 2%
მფლობელები: კლუბის წევრები
საოპერაციო მოგება: $1.129 მილიარდი
- Manchester United
ღირებულება: $6.6 მილიარდი
1-წლიანი ცვლილება: 1%
მფლობელები: გლეიზერების ოჯახი, ჯიმ რეტკლიფი
საოპერაციო მოგება: $834 მილიონი
- Barcelona
ღირებულება: $5.65 მილიარდი
1-წლიანი ცვლილება: 1%
მფლობელები: კლუბის წევრები
საოპერაციო მოგება: $821 მილიონი
- Liverpool
ღირებულება: $5.4 მილიარდი
1-წლიანი ცვლილება: 1%
მფლობელები: ჯონ ჰენრი, ტომ ვერნერი
საოპერაციო მოგება: $773 მილიონი
- Manchester City
ღირებულება: $5.3 მილიარდი
1-წლიანი ცვლილება: 4%
მფლობელები: შეიხი მანსურ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანი
საოპერაციო მოგება: $901 მილიონი
- Bayern Munich
ღირებულება: $5.1 მილიარდი
1-წლიანი ცვლილება: 2%
მფლობელები: კლუბის წევრები
საოპერაციო მოგება: $827 მილიონი
- Paris Saint-Germain
ღირებულება: $4.6 მილიარდი
1-წლიანი ცვლილება: 5%
მფლობელები: Qatar Sports Investments
საოპერაციო მოგება: $870 მილიონი
- Arsenal
ღირებულება : $3.4 მილიარდი
1-წლიანი ცვლილება: 31%
მფლობელები: სტენლი კრონკე
საოპერაციო მოგება: $771 მილიონი
- Tottenham Hotspur
ღირებულება: $3.3 მილიარდი
1-წლიანი ცვლილება: 3%
მფლობელები: დანიელ ლევი, Clearlake Capital
საოპერაციო მოგება: $666 მილიონი
- Chelsea
ღირებულება: $3.25 მილიარდი
1-წლიანი ცვლილება: 4%
მფლობელები: ტოდ ბოილი, Clearlake Capital
საოპერაციო მოგება: $591 მილიონი