Forbes: 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები ციფრებში

Forbes: 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები ციფრებში

ფოტო: Michael Kappeler/Picture Alliance/Getty Images

 

2026 წლის ზამთრის ოლიმპიადა, რომელიც იტალიაში, კერძოდ კი მილანში იმართება, 6 თებერვალს დაიწყო და 22 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. იმავე ღონისძიების ფარგლებში, 6-დან 15 მარტის ჩათვლით, იტალიის ქალაქ კორტინა-დ’ამპეცოში ზამთრის პარალიმპიადაც გაიმართება.

თამაშებში მონაწილეობს 90-ზე მეტი ქვეყნიდან დაახლოებით 2,900 სპორტსმენი იღებს. 19 დღის განმავლობაში 16 დისციპლინაში 116 შეჯიბრება გაიმართება. სპორტსმენები ექვს ოლიმპიურ სოფელში არიან განთავსებულნი.

ამერიკულმა Forbes-მა 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადასთან დაკავშირებით საინტერესო ციფრები შემოგვთავაზა, აღჭურვილობის ხარჯებიდან დაწყებული, მრავალმილიარდიანი ბიუჯეტითა და უძველესი არენის ასაკით დამთავრებული.

1 ახალი სპორტი

ოლიმპიური თამაშების პროგრამას წელს ერთი ახალი სახეობა, სათხილამურო ალპინიზმი, იგივე სკიმო დაემატა, რომელიც მოიცავს მთაზე თხილამურებით, შემდეგ ფეხით ასვლას და იქიდან კვლავ თხილამურებით დაშვებას. მედლები თამაშდება სამ დისციპლინაში: მამაკაცთა და ქალთა სპრინტი და შერეული ესტაფეტა.

7 ოთხმაგი ნახტომი

ფიგურულ სრიალში ამერიკელი ვარსკვლავი და  ორგზის მსოფლიო ჩემპიონი, ილია მალინინი, თავისუფალ პროგრამაში შვიდ ოთხმაგ ნახტომს ასრულებს. 21 წლის სპორტსმენი ერთადერთია, ვინც ამის გაკეთებას გეგმავს.

13 ნეიტრალური სტატუსის სპორტსმენი რუსეთიდან

ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას ნეიტრალური სტატუსით 13 რუსი და 7 ბელარუსი სპორტსმენი იღებს. რუსეთისა და ბელარუსის დროშები და ჰიმნები უკრაინაში მიმდინარე ომის გამო კვლავ აკრძალულია.

1,996 წლის არენა

ოლიმპიადის დახურვის ცერემონია ვერონის ანტიკურ ამფითეატრში (Verona Arena) გაიმართება, რომლის ასაკი დაახლოებით 1,996 წელს აღწევს. ღონისძიებას არენაზე 12,000-ზე მეტი მაყურებელი დაესწრება.

6,000 სამართალდამცველი

ოლიმპიურ ობიექტებს დაახლოებით 6,000 სამართალდამცველი აკონტროლებს.

$8,000-იანი კოსტიუმები

ფიგურული სრიალის კოსტიუმების ღირებულება ზოგ შემთხვევაში 8,000 დოლარს აღწევს. წამყვანი დიზაინერების ნამუშევრები 50-დან 150 საათამდე შრომის შედეგია.

19,000 მაყურებელი ბიათლონზე

ყველაზე დიდი სპორტული ობიექტია ანტერსელვის ბიათლონის არენა, რომელიც 19,000 მაყურებელს იტევს.

2 მილიონი კუბური იარდი ხელოვნური თოვლი

ორგანიზატორებმა იანვრისთვის დაახლოებით 2 მილიონი კუბური იარდი (≈ 1.53 მილიონი კუბური მეტრი) ხელოვნური თოვლი აწარმოეს.

$23 მილიონი — ყველაზე მაღალანაზღაურებადი ოლიმპიელი

თავისუფალი სტილით თხილამურებით მოსრიალე ეილინ გუმ გასულ 12 თვეში დაახლოებით 23 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, რაც მას ყველაზე მაღალშემოსავლიან ოლიმპიელად აქცევს.

$2-მილიარდიანი ოპერაციული ბიუჯეტი

თამაშების ოპერაციული ბიუჯეტი დაახლოებით 2 მილიარდ დოლარს შეადგენს, თუმცა ინფრასტრუქტურული ხარჯების ჩათვლით საერთო ხარჯი შესაძლოა 7 მილიარდ დოლარამდე გაიზარდოს.

2.01 მილიარდი მაყურებელი

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ დაკვეთილი Publicis-ის კვლევის თანახმად, 2022 წლის პეკინის ოლიმპიადას ტელევიზიითა და სხვა ციფრული პლატფორმების დახმრებით 2.01 მილიარდმა უნიკალურმა მაყურებელმა უყურა. 2026 წელს ორგანიზატორები იტალიაში მაყურებლის ზრდას და დაახლოებით 2 მილიონ ვიზიტორს ელიან.