Forbes 400: 2022 წლის რეიტინგის ახალწვეული მილიარდერები

Forbes 400: 2022 წლის რეიტინგის ახალწვეული მილიარდერები

Forbes-ის შეფასებით, ამერიკის შეერთებული შტატების 400 უმდიდრესი ადამიანის საერთო ქონება გასულ წელთან შედარებით $500 მილიარდით შემცირდა. თუმცა Forbes 400-ის რეიტინგში ახალწვეულების არსებობა მოწმობს, რომ გლობალური  ეკონომიკური პრობლემების ფონზეც კი ამერიკელთა ნაწილმა მიმდინარე წელს სიაში მოსახვედრად საჭირო ქონების შენარჩუნება შეძლო. ცნობისთვის, წელს რეიტინგში მოსახვედრად საჭირო მინიმალური წმინდა ქონების მოცულობაც შემცირდა და $2.7 მილიარდი შეადგინა.

მიმდინარე წელს Forbes 400-ის სიის ყველაზე ახალგაზრდა წარმომადგენელი, ახალწვეული გარი ვანგია. Google-ის პროგრამული უზრუნველყოფის ყოფილი ინჟინერი და FTX-ის (ერთ-ერთი წამყვანი ბირჟა კრიპტოდერივატივების შესაძენად) თანადამაარსებელი  ჯერ მხოლოდ 29 წლისაა, მისი წმინდა ქონება კი $4.6 მილიარდს უტოლდება. ვანგის შემდგომ, წლევანდელ რეიტინგში ყველაზე ახალგაზრდა ახალწვეული 45 წლის დენიელ სანდჰეიმია, მილიარდერი ჰეჯ-ფონდიდან.

ბაზრის ვარდნის მიუხედავად, წლევანდელ ახალწვეულებში ყველაზე მეტი, ცხრა წარმომადგენელი, ბიზნესისა და ინვესტიციების ინდუსტრიიდანაა. მათ შორისაა 50 წლის ჰეის ბარნარდი, კალიფორნიაში დაფუძნებული ფინტექ კომპანია GoodLeap-ის დამაარსებელი.

თუმცა ფინანსებისა და ინვესტიციების გარდა, 2022 წლის ახალწვეულები Forbes 400-ის სიაში კიდევ რვა სფეროდან არიან წარმოდგენილნი, ესენია: ტექნოლოგიები, მრეწველობა, ენერგეტიკა, უძრავი ქონება, სპორტი, მოდა და საცალო ვაჭრობა, კვების პროდუქტებისა და სასმელების ინდუსტრია, სხვადასხვა. სიაში მოხვდა გლობალური უძრავი ქონების კომპანია Greystar-ის დამფუძნებელი რობერტ ფეიტი და ლეო კოგუანი, IT პროვაიდერ SHI International-ის თავმჯდომარე.

გასაკვირი არაა ის ფაქტიც, რომ ახალწვეულთაგან უმდიდრესი ადამიანი ნავთობის ინდუსტრიასთანაა დაკავშირებული, რომლის ქონების ზრდაც მიმდინარე წელს, უკრაინის ომის შედეგად გამოწვეული ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, ზედმეტად მაღალმა ფასებმა განაპირობა. $10-მილიარდიანი ქონებით, ოტრი სტივენსი უერთდება სიას მისი ტეხასში, მიდლენდში დაფუძნებული Endeavour Energy Resources-ის წყალობით, რომელიც აშშ-ში ნავთობის უმსხვილესი კერძო მწარმოებელია (ალასკას გამოკლებით).

წარმოგიდგენთ Forbes 400-ის 2022 წლის რეიტინგის ახალწვეულებს:

  1. ოტრი სტივენსი – $10 მილიარდი, სიმდიდრის წყარო: ნავთობის ინდუსტრია.
  2. რიკ კოენი & ოჯახი – $7.6 მილიარდი, სიმდიდრის წყარო: რობოტიკისა და ავტომატიზაციის კომპანია, C&S
  3. არტურ დანჩიკი – $7.5 მილიარდი, სიმდიდრის წყარო: ვაჭრობა, ინვესტიციები
  4. ლეო კოგუანი – $7.2 მილიარდი, სიმდიდრის წყარო: IT პროვაიდერი
  5. ედიტ ბროუდი & ოჯახი – $6,9 მილიარდი, სიმდიდრის წყარო: სახლის მშენებლობა, დაზღვევა
  6. ტოდ ბოლი – $5.3 მილიარდი, სიმდიდრის წყარო: ფინანსები
  7. რობერტ ფეიტი – $5.2 მილიარდი, სიმდიდრის წყარო: უძრავი ქონების მენეჯმენტი
  8. გარი ვანგი – $4.6 მილიარდი, სიმდიდრის წყარო: კრიპტოვალუტის ბირჟა
  9. ჰეის ბარნარდი – $4 მილიარდი, სიმდიდრის წყარო: ფინტექი
  10. ელიზაბეტ უიჰლეინი – $3.9 მილიარდი, სიმდიდრის წყარო: შესაფუთი მასალები
  11. სტივენ ფაინბერგი – $3.6 მილიარდი, სიმდიდრის წყარო: კერძო კაპიტალი
  12. რობერტ “ვუდი” ჯონსონი – $3.4 მილიარდი, სიმდიდრის წყარო: Johnson & Johnson, სპორტი
  13. რიჩარდ უიჰლეინი – $3.3 მილიარდი, სიმდიდრის წყარო: ჰეჯ-ფონდი
  14. ჯეფრი ტალპინსი – $3.3 მილიარდი, სიმდიდრის წყარო: ჰეჯ-ფონდი
  15. კარლ თომა – $3.3 მილიარდი, სიმდიდრის წყარო: ინვესტიციები
  16. სტივენ დეკოფი – $3 მილიარდი, სიმდიდრის წყარო: კერძო კაპიტალი
  17. ბარბარა ტაისონი – $3 მილიარდი, სიმდიდრის წყარო: საკვების გადამუშავება
  18. დენიელ სანდჰეიმი – $2.9 მილიარდი, სიმდიდრის წყარო: ჰეჯ-ფონდები
  19. ელეანორ ბატ კრუკი & ოჯახი – $2.8 მილიარდი, სიმდიდრის წყარო: სუპერმარკეტები
  20. ჰუა შენი & ოჯახი – $2.8 მილიარდი, სიმდიდრის წყარო: ნახევარგამტარები