Forbes: F1-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მრბოლელები

Forbes: F1-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მრბოლელები

ამერიკულმა Forbes-მა ფორმულა 1-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მრბოლელების 2025 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა. რეიტინგის თანახმად, ტოპ-10-ში შემავალმა სპორტსმენებმა ამ სეზონში ტრასაზე ჯამურად 363 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავეს, რაც 2024 წლის 317 მილიონ აშშ დოლართან შედარებით 15%-იანი ზრდაა. ეს მაჩვენებელი 72%-ით აჭარბებს 2021 წლის შედეგეს, როდესაც Forbes-მა რეიტინგი პირველად გამოაქვეყნა.

სიაში პირველ ადგილს, $76-მილიონიანი შემოსავლით, Red Bull Racing-ის პილოტი მაქს ფერსტაპენი იკავებს. Forbes-ის ინფორმაციით, 28 წლის ნიდერლანდელი მრბოლელის ხელფასი $65 მილიონს შეადგენს, ბონუსის სახით მიღებული თანხა კი $11 მილიონს უტოლდება.

აღსანიშნავია, რომ 2023 და 2024 წლებში სეზონის ათიდან მინიმუმ შვიდი გრან-პრის მოგებას მიჩვეული ფერსტაპენისთვის 2025 წელი შედარებით დაბალი შედეგიანობით დაიწყო – 15 რბოლიდან მხოლოდ ორი გამარჯვებით. თუმცა ნიდერლანდელმა სწორედ მაშინ მოუმატა, როდესაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა: ბოლო ცხრა რბოლიდან ექვსი მოიგო და სეზონი საერთო ჯამში რვა გამარჯვებით დაასრულა, სერიის საუკეთესო შედეგით.

ცოტა ხნის წინ აბუ-დაბის ფინალში გამარჯვების მიუხედავად, ფერსტაპენი მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩა ლანდო ნორისს და მეხუთე ჩემპიონობას, რომელიც მას ხუან მანუელ ფანხიოსთან გაათანაბრებდა.

რეიტინგის მეორე ადგილი ლუის ჰამილტონს ერგო, რომელმაც 2025 წელს საერთო ჯამში $70.5 მილიონი გამოიმუშავა. ამ თანხიდან ხელფასი $70 მილიონს შეადგენს, ბონუსი კი მხოლოდ – $0.5 მილიონს. როგორც ხედავთ, ჰამილტონის ხელფასი ფერსტაპენისას $5 მილიონით აჭარბებს, თუმცა ნიდელანდელმა ბრიტანელს გამომუშავებული ბონუსებით აჯობა.

12 სეზონისა და ექვსი ტიტულის შემდეგ Mercedes-ის დატოვება და Ferrari-ში გადასვლა ჰამილტონისთვის „ბავშვობის ოცნების ასრულება“ იყო. თუმცა რეალობა მძიმე აღმოჩნდა: 40 წლის ბრიტანელმა, მიუხედავად იმისა, რომ მრბოლელთა რეიტინგში საპატიო მეექვსე ადგილი დაიკავა, მთელი სეზონი გრან-პრის პოდიუმს მიღმა გაატარა, რაც თავის 19-წლიან კარიერაში პირველად მოხდა. თუმცა ჰამილტონმა ჩინეთის სპრინტ-რბოლაში გამარჯვება იზეიმა და ახლა შედეგების გასაუმჯობესებლად 2026 წელს ელოდება.

Forbes-ის სიაში მესამე პოზიციაზე, $57.5 მილიონით, ასევე ბრიტანელი ლანდო ნორისია. აქედან ხელფასი მხოლოდ $18 მილიონს შეადგენს, ბონუსებიდან მიღებული თანხა კი შთამბეჭდავ $39.5 მილიონს უტოლდება.

გასულ წელს, როცა ნორისი პოდიუმზე უამრავჯერ მოხვდა, თუმცა ყველა შემთხვევაში რბოლის გამარჯვებულის სტატუსის გარეშე, ბევრს ეგონა, რომ მას უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლა გაუჭირდებოდა. თუმცა ამას მოჰყვა მისი პირველი ოთხი ისტორიული გამარჯვება, რაც ბრიტანელი მრბოლელის კარიერაში ნამდვილი გარდატეხა აღმოჩნდა.

2025 წელს ნორისმა საბოლოოდ დაამტკიცა, რომ ეს პროგრესი შემთხვევითი არ ყოფილა: 24 რბოლიდან შვიდი მოიგო, სულ კი 18-ჯერ ავიდა პოდიუმზე – მაჩვენებელი, რომელმაც მას კარიერაში პირველი მსოფლიო ჩემპიონობა მოაპოვებინა. აღნიშნული შედეგით 26 წლის ბრიტანელი გახდა McLaren-ის პირველი პილოტი, ვინც ლუის ჰამილტონის შემდეგ (2008 წლის შემდეგ პირველად), ამ ტიტულს დაეუფლა.

ფორმულა 1-ის ტოპ-10 მაღალანაზღაურებადი მრბოლელი 2025 წლისთვის

#1. $76 მილიონი
მაქს ფერსტაპენი
გუნდი: Red Bull Racing | ქვეყანა: ნიდერლანდები | ასაკი: 28 | ხელფასი: $65 მილიონი | ბონუსები: $11 მილიონი

Clive Rose/Getty Images

#2. $70.5 მილიონი 
ლუის ჰამილტონი
გუნდი: Ferrari | ქვეყანა: გაერთიანებული სამეფო | ასაკი: 40 | ხელფასი: $70 მილიონი | ბონუსები: $0.5 მილიონი

Bryn Lennon/Formula-1/Getty Images 

#3. $57.5 მილიონი 
ლანდო ნორისი
გუნდი: McLaren | ქვეყანა: გაერთიანებული სამეფო | ასაკი: 26 | ხელფასი: $18 მილიონი | ბონუსები: $39.5 მილიონი

Kym Illman/Getty Images

#4. $37.5 მილიონი
ოსკარ პიასტრი
გუნდი: McLaren | ქვეყანა: ავსტრალია | ასაკი: 24 | ხელფასი: $10 მილიონი | ბონუსები: $27.5 მილიონი

ფოტო: Peter Fox/Getty Images

#5. $30 მილიონი
შარლ ლეკლერი
გუნდი: Ferrari | ქვეყანა: მონაკო | ასაკი: 28 | ხელფასი: $30 მილიონი | ბონუსები: $0

Bryn Lennon/Formula-1/Getty Images

#6. $26.5 მილიონი
ფერნანდო ალონსო
გუნდი: Aston Martin | ქვეყანა: ესპანეთი | ასაკი: 44 | ხელფასი: $24 მილიონი | ბონუსები: $2.5 მილიონი

Bryn Lennon/Formula-1/Getty Images

#7. $26 მილიონი
ჯორჯ რასელი
გუნდი: Mercedes | ქვეყანა: გაერთიანებული სამეფო | ასაკი: 27 | ხელფასი: $15 მილიონი | ბონუსები: $11 მილიონი

Clive Rose/Getty Images

#8. $13.5 მილიონი
ლენს სტროლი
გუნდი: Aston Martin | ქვეყანა: კანადა | ასაკი: 27 | ხელფასი: $12 მილიონი | ბონუსები: $1.5 მილიონი

Jayce Illman/Getty Images

#9. $13 მილიონი
კარლოს საინსი
გუნდი: Williams | ქვეყანა: ესპანეთი | ასაკი: 31 | ხელფასი: $10 მილიონი | ბონუსები: $3 მილიონი

Kym Illman/Getty Images

#10. $12.5 მილიონი
კიმი ანტონელი
გუნდი: Mercedes | ქვეყანა: იტალია | ასაკი: 19 | ხელფასი: $5 მილიონი | ბონუსები: $7.5 მილიონი

Bryn Lennon/Formula-1/Getty Images