Forbes Georgia | 2023 წლის აგვისტო-სექტემბრის ნომერი

Forbes Georgia | 2023 წლის აგვისტო-სექტემბრის ნომერი

გამოვიდა Forbes Georgia-ს 2023 წლის აგვისტო-სექტემბრის ნომერი.

ყდაზე: ქალაქების გარდაქმნის მისია

€7.6 მილიარდად შეფასებული ესტონური ტექნოლოგიური კომპანია Bolt-ი მსოფლიოში გადაადგილების კულტურას ცვლის. ამ მისიას საქართველოში ბესიკ პაპიაშვილი პროფესიონალთა გუნდთან ერთად უძღვება.

მოსაზრება და ფაქტები

10 ქვეყანა, რომლებიც ტურიზმზე ყველაზე მეტადაა დამოკიდებული | ავტორი: ბესო ნამჩავაძე

2022 წელს ტურისტებმა მსოფლიო მასშტაბით 1 ტრილიონ დოლარზე მეტი დახარჯეს. პანდემიური 2020-2021 წლე­ბის შემდეგ 2022 წელს ტურიზმი დიდწილად აღდგა. ზოგადად, ტურიზმის სექტორი მზარდია, რადგან იზრდება დე­დამიწაზე მცხოვრები ადამიანების რაოდენობა და შემოსავლები. ტურისტებს ყველაზე მეტად ზღვის სანაპიროები იზიდავთ.

საქართველო და რეგიონი: ტურიზმის რეიტინგი | ავტორი: ეგნატე შამუგია

საქართველოში ტურიზმი და მასთან დაკავშირებული საქმიანობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფეროა. საშუალოდ ტურიზმის პირდაპირი და არაპირდაპირი კონტრიბუცია მთლიან ეკონომიკაში საშუალოდ ¼-ზე მეტია. გლობალური ეკონომიკის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი ბევრად ნაკლები, დაახლოებით 7.5%-ია.

ციფრული ლარი: ახალი საფრთხე თავისუფლებისთვის | ავტორი: ეგნატე შამუგია

„ცენტრალური ბანკის ნაღდი ფულის ციფრულით ჩანაცვლება ადამიანებს გაცვლაში პრივატულობის შესანარჩუნებლად უფრო მეტი დეცენტრალიზებული ელექტრონული გაცვლის საშუალების (კრიპტოვალუტები) გამოყენებისკენ უბიძგებს, მაგრამ ცენტრალიზებული გაცვლის საშუალების მონოპოლისტი ცენტრალური ბანკებისა და პოლიტიკური ხელისუფლების მიერ ამგვარი საშუალებების აკრძალვა პოლიტიკური დღის წესრიგი გახდება. თუმცა ცალკე საკითხია, აკრძალვა რამდენად აღსრულებადი იქნება.“

საქართველო პანდემიის გამო დაკარგულ ტურისტებს იბრუნებს | ავტორი: ბესო ნამჩავაძე

საქართველოს მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ტურიზმისგან შემოსულ თანხაზე. მაკროეკონომიკური კუთხით რომ შევხედოთ, ქვეყნის ეკონომიკის ზრდა და ლარის კურსის სტაბილურობაც მნიშვნელოვანწილად ტურიზმზეა მიბმული. 2022 წელს საქონლით საგარეო ვაჭრობაში საქართველოს $5-მილიარდიანი დეფიციტი ჰქონდა, რომლის 3 მილიარდი დოლარი ტურისტებისგან მიღებულმა თანხამ დაფარა.

ნატოს ვილნიუსის სამიტი „ახალი ბუქარესტი“ არ არის | ავტორი: გიორგი ცხადაია

„ნატოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის შემდეგ, ამ წლის 11-12 ივლისის ვილნიუსის სამიტი, გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ყველაზე გადამწყვეტი გამოდგა. ქართველ მკითხველს შესანიშნავად ახსოვს, რომ 2008 წლის აპრილში საქართველომ და უკრაინამ წევრობის სამოქმედო გეგმა – ე.წ. „მეპი“ (MAP) ვერ მიიღეს; სამიტიდან დაახლოებით ოთხ თვეში კი რუსეთი საქართველოში შემოიჭრა.“

ინტერვიუ და პროფილი

ლიდერი ტექნოლოგიების სამყაროში | ავტორი: ნუნუკა ჭიღლაძე

2013 წელს ესტონურ ტექნოლოგიურ სტარტაპთან პარტნიორობით ბესიკ პაპიაშვილმა თბილისის მცხოვრებლებისთვის გადაადგილების უალტერნატივო სერვისის შეთავაზება გადაწყვიტა. 10 წლის შემდეგ „ბოლტი“ დედაქალაქის გარდა საქართველოს 11 ქალაქსა და მუნიციპალიტეტშია ხელმისაწვდომი.

კომპანიის გამოცდილების, საქმიანობის შედეგებისა დ სამომავლო გეგმების შესახებ მისი თანადამფუძნებელი და დირექტორი, ბესიკ პაპიაშვილი გვიყვება.

ინვესტიცია განათლებაში | ავტორი: ნაზი თაფლაძე

საქართველოს ბანკის მიერ აღებულ პასუხისმგებლობასა და სწარფვაზე, მხარი დაუჭიროს როგორც უმაღლესი, ისე ზოგადი განათლების დონის ამაღლებას, FORBES GEORGIA-ს ბანკის კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი, გიორგი კუკულაძე ესაუბრა.

რა სიახლეებს სთავაზობს G&T TRADER-ი მომხმარებლებს? | ავტორი: იზა გვარამაძე

როგორ მუშაობს G&T TRADER-ი და რა სიახლეებსა და შესაძლებლობებს სთავაზობს პლატფორმა მომხმარებლებს, ამის შესახებ FORBES GEORGIA-ს GALT & TAGGART-ის საბროკერო მიმართულების ხელმძღვანელი, დავით ნიშნიანიძე ესაუბრა.

საგანმანათლებლო პროგრესის სათავეში | ავტორი: დავით ცირამუა

ნინა ჩიკვაშვილის მიერ ქალაქ ქუთაისში დაწყებული საგანმანათლებლო ბიზნესი დღეს საქართველოში სამ სკოლას აერთიანებს, 2000 მოსწავლითა და კურსდამთავრებულთა ფართო ქსელით. ამერიკული საერთაშორისო სკოლა “პროგრესის” ისტორია უკვე 20 წელზე მეტია, იქმნება, თუმცა საგანმანათლებლო ჰოლდინგის ხედვა ბევრად ამბიციურია, ვიდრე გასული წლების მიღწევები.

ქართულ კინოს საფრთხე ემუქრება | ავტორი: გიორგი გეთიაშვილი

საქართველოს ეროვნულ კინოცენტრში მიმდინარე ხმაურიანი რეორგანიზაციის ფონზე ნინო კირთაძემ ევროპის საბჭოს კინოფონდსა და ევროპული კინოს პრომოუშენში საქართველოს წარმომადგენლის პოსტი დატოვა. სანამ ბუნდოვანი და კინოს სექტორისთვის საფრთხედ აღქმული პროცესი მიმდინარეობს, მიმოვიხილეთ ის თემები, რომლებიც სხვადასხვა ჯგუფის განსჯის საგანი გახდა და ქართული კინოს მდგომარეობასა და პოტენციალზე ვილაპარაკეთ. გთავაზობთ ინტერვიუს ნინო კირთაძესთან.

კანადური შარმი | ავტორი: ჯემიმა მაკევოი

ყველას ეგონა, რომ კოვიდი იყო კუბოს ბოლო ლურსმანი ტრადიციული საცალო ვაჭრობისთვის. ARITZIA-მ, ვანკუვერში დაფუძნებულმა თითქმის 40 წლის მოდის მაღაზიამ, სრულიად საპირისპირო დაამტკიცა.

მინდორზე თამაში | ავტორი: უილიამ ბოლდუინი

სალ გილბერტი ყიდის ზღვრამდე დაცემულ ინფლაციურ ჰეჯებს: ფონდებს, რომლებიც აწარმოებენ ფიუჩერსულ კონტრაქტებს ისეთ კულტურებზე, როგორიცაა სიმინდი და სოია.

დარჩი ცოცხალი 25-მდე | ავტორები: ჯაკომო ტონინი და რიჩარდ ჯ. ჩანგი

მგზავრები გაქრნენ – და ისინი არ ბრუნდებიან. საპროცენტო განაკვეთები იზრდება. ქალაქები გადასახადებში უზარმაზარ თანხებს კარგავენ. ეს უპრეცედენტო პროპორციების ურბანული კატასტროფაა. აი, რას აკეთებენ ამასთან დაკავშირებით უძრავი ქონების ყველაზე გონიერი წარმომადგენლები.

ზოგს ცხელი ურჩევნია | ავტორი: მეტ შიფრინი

რამდენადაც ჭორებზე ორიენტირებული ინვესტორებისა და ტესტირების მარეგულირებლების რიგებში გაქცეულ ბანკებს აურზაური შემოაქვთ, დროა, გადაიხედოს ამერიკის ფინანსური სისტემა. ერთი ძველებური გამოსავალი, რომელიც ოდესღაც შემნახველი დაწესებულებების კიბოდ განიხილებოდა, ამჯერად შეიძლება სწორად შერჩეულ წამლად მოგვევლინოს.

ისტორია

მარილით ვაჭრობა შავ ზღვაში და საქართველო | ავტორი: ნიკა ხოფერია

მარილი წარსულში სასიცოცხლო მნიშვნელობის რესურსი იყო, რომელიც საქართველოში ანტიკური იმპერიების გავლით შემოდიოდა. კოლხები მას ხე-ტყეში, სელში და მონებში ცვლიდნენ, ლაზები კი მარილის სიძვირის გამო ბიზანტიას დაუპირისპირდნენ. სტატია მოგვითხრობს, როგორი იყო მარილის გზა შავ ზღვაში.

Comments are closed.