Forbes Georgia | 2024 წლის ივლისის ნომერი

Forbes Georgia | 2024 წლის ივლისის ნომერი

გამოვიდა Forbes Georgia-ს 2024 წლის ივლისის ნომერი, რომლის გარეკანზეც იხილავთ:

Who’s NEXT?

კახა დევაძის Next-ი დაფუძნებიდან სულ რაღაც 6 წელიწადში 3 ქვეყანაში 20-მდე პროექტს ითვლის. თუმცა 39 წლის ბიზნესმენის ამბიციური მიზანი არა მხოლოდ ქალაქებში შენება, არამედ ქალაქების დაარსებაა.

ნომერში ასევე წაიკითხავთ:

მოსაზრება და ფაქტები

უმსხვილესი სამშენებლო კომპანიები

სა­ქარ­თ­ვე­ლოს შრო­მის ბაზ­რის­თ­ვის სამშენებლო სექტორი მნიშვნელოვანია, რადგან 117.9 ათას ადამიანს ასაქმებს, რაც დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 8.8%-ია.

რეიტინგი: უძრავი ქონების მმართველი უმსხვილესი კომპანიები

2022 წლის მდგომარეობით, აღნიშნულ სექტორში ყველაზე მსხვილი ათი კომპანიის აქტივების ჯამური ღირებულება ₾1.24 მილიარდი იყო.

საკლუბო ფეხბურთი მხოლოდ ნაკრების წარმატებით ვერ მოიგებს

„საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობიდან გამომდინარე, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს ევროპული კლუბებისგან ქართველი ფეხბურთელებისადმი ინტერესი გაიზრდება, მაგრამ ეს ის ფეხბურთელები იქნებიან, რომლებიც ევროპულ ფორუმზე მონაწილეობენ და საკლუბო კუთხით, სხვა ქვეყნების ადგილობრივ ჩემპიონატებში ასპარეზობენ.“

ავტორი: რატი ახალაია

ისევ ჰიბრიდული თუ უკვე ღიად ავტორიტარული რეჟიმი?

„პირველ რიგში, აუცილებელია, რომ ეს კითხვა, თუ ამ ეტაპზე, რეალურად რა ტიპის რეჟიმია „ქართული ოცნება“ სერიოზულად დავსვათ და შესაძლო ვარიანტებიც კრიტიკულად განვიხილოთ. ამავე დისკუსიის ფარგლებში უნდა გავარჩიოთ მზარდი ავტორიტარიზმის ძირითადი მიმართულებები და სწორად შევაფასოთ „ქართული ოცნების“ შესაძლო ნაბიჯები. ბრძოლის იმ მეთოდებით, რომლებიც ჰიბრიდული რეჟიმის წინააღმდეგ არის ეფექტიანი, ავტორიტარულ რეჟიმს ვერ გავუმკლავდებით.“

ავტორი: გიორგი ცხადაია

„რუსულ კანონში“ გადახდილი ფასი: ლარის კურსი და რეზერვები

„სა­ქარ­თ­ვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­ერ ე.წ. „რუსული კა­ნო­ნის“ მიღებამ, საგარეო კურსთან ერთად, ქვეყნის ეკონომიკაც საფრთხეში ჩააგდო. ეკონომიკას საფრთხეს „რუსული კანონის“ მიღების გამო მოსალოდნელი სანქციები უქმნის.“

ავტორი: ბესო ნამჩავაძე

საქართველოს სამშენებლო და უძრავი ქონების სექტორების ტენდენციები

„საქართველოში მშენებლობა და უძრავი ქონების ოპერაციები ეკონომიკის ერთ­ -ერთი მსხვილი სექტორია. 2023 წელს ამ სექტორში შექმნილმა დამატებულმა ღირებულებამ 12.6 მლრდ ლარს მიაღწია და საქართველოს ეკონომიკის (მთლიანი შიდა პროდუქტის – მშპ) 18.2% შეადგინა.“

ავტორი: ბესო ნამჩავაძე

რატომ ცდება ფედერალური რეზერვი?

„ინფლაციის საუკეთესო წამალია ოქროს სტანდარტზე დაბრუნება, რაც შესაძლოა იმაზე ადრე მოხდეს, ვიდრე ბევრი ფიქრობს.“

ავტორი: სტივ ფორბსი

MIDAS-ის რეიტინგი: ტექნოლოგიების ტოპ-ინვესტორები

რვა ყოფილი ინვესტორი, გავარდნის შემდეგ უბრუნდება ჩვენს საუკეთესო ვენჩურული კაპიტალისტების სიას — „ბომბი ერთ არეალში მოქმედებს. ხელოვნური ინტელექტი კი გავლენას ყველა სფეროზე მოახდენს“.

რედაქტორი: ალექს კონრადი

ინტერვიუ და პროფილი

Who’s NEXT?

კახა დევაძის Next-ი დაფუძნებიდან სულ რაღაც 6 წელიწადში 3 ქვეყანაში 20-მდე პროექტს ითვლის. თუმცა 39 წლის ბიზნესმენის ამბიციური მიზანი არა მხოლოდ ქალაქებში შენება, არამედ ქალაქების დაარსებაა.

ავტორი: ნაზი თაფლაძე

მშენებლობა-პროექტირება ერთი ფანჯრის პრინციპით

სამშენებლო კომპანია „როი ბ ჯგუფს“ საქართველოში მრავალწლიანი გამოცდილება და „ერთი ფანჯრის“ მოდელი გამოარჩევს. ის მომხმარებელს ჰოლისტურ მიდგომას, ყველა საჭირო სერვისსა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ პარტნიორობას სთავაზობს. კომპანიის შესახებ Forbes Georgia-ს „როი ბ ჯგუფის“ დამფუძნებელი, როინ ბერიძე ესაუბრა.

ავტორი: ანიტა მუსკარია

ევროპის ადვოკატთა ასოციაციის პირველი ქართველი პრეზიდენტი

დავით ასათიანი პირველი ადვოკატია ევროკავშირის არაწევრი ქვეყნიდან, რომელიც ევროპის ადვოკატთა ასოციაციას მომდევნო ორი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მოქმედ პრეზიდენტს ნდობა ევროპელმა კოლეგებმა გამოუცხადეს, რაც მისი პერსონალური დამსახურების აღიარებასთან ერთად საქართველოს აღიარება და წახალისებაცაა.

ავტორი: თამთა ნაჭყებია

მაღლა და მაღლა – ლიფტით

ლიფტების იმპორტიორი და მემონტაჟე კომპანია CLC ELEVATOR-ი ნოდარ კაპანაძემ 2018 წელს დააფუძნა. დაარსებიდან დღემდე მთელი ქვეყნის მასშტაბით მან უკვე 3,000-ზე მეტი პროექტი განახორციელა. CLC-ის დამფუძნებელს უფრო ამბიციური გეგმა აქვს – საქართველოში ლიფტების ინდუსტრიის პიონერი გახდეს.

ავტორი: იზა გვარამაძე

წარმატების მშენებელი

ამირან დარჩიძემ სამშენებლო ინდუსტრიაში ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან გამოჩნდა და დამოუკიდებელი საქართველოს მშენებლობაში საკუთარი წვლილის შეტანა დაიწყო. მის მიერ დაფუძნებული DAR HOLDING GROUP-ი დღეს ინდუსტრიის არაერთ წარმატებულ ბიზნესს აერთიანებს, მათ შორისაა: MODUS-ი, DAR BUILDING-ი, GRAND MALL-ი. ჰოლდინგის მნიშვნელოვან მიღწევებზე, პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე DAR HOLDING GROUP-ის დამფუძნებელი თვითონ მოგვიყვება.

ავტორი: იზა გვარამაძე

ფსონების აწევა

ედ კრეივენმა და ბიჯან თეჰრანიმ გარისკეს ოფშორული კრიპტოკაზინოს გახსნა და თავიანთი წარმატება სტრიმინგის პლატფორმის გაშვებაში, F1-ის გუნდის სპონსორობასა და მილიარდიან ქონებაში გადათარგმნეს.

ავტორი: მეტ კრეიგი

დაკარგული ლინკსები

მისალოცი ბარათების ყოფილმა მაგნატმა მაიკ კეიზერმა ორეგონის გადაკარგული BANDON DUNES-ი, რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, მსოფლიოს საუკეთესო გოლფის მოედნებად აქცია. ახლა ის ფართოვდება მარტივი სტრატეგიით – ის თუ ააშენებს, კლიენტებიც მოვლენ.

ავტორი: ჯასტინ ბირნბაუმი

ბოლის $62- მილიარდიანი რეესტრი

უორენ ბაფეტის ძველი სახელმძღვანელოს მიხედვით, ტოდ ბოლიმ გამოიყენა ქეში თავისი მოსაწყენი – მაგრამ საიმედო – ანუიტეტების ბიზნესიდან, საერთაშორისო სპორტისა და გართობის მრავალმილიარდიანი ბიზნესის ასაშენებლად, რომელიც მოიცავს LOS ANGELES DODGERS-Ს, CHELSEA F.C.-ᲡᲐ ᲓᲐ GOLDEN GLOBES-ს. უკუგება თვალისმომჭრელი აღმოჩნდა.

ავტორები: მანიტ აჰუჯა, ჰენკ ტაკერი

წარმატება ან სიკვდილი

ინტერნეტის ეპოქის მილიარდერი ინვესტორები ახლა სიტყვათა ომში არიან ჩართულნი და ადგენენ, AI-ის მომავალი უსაფრთხოებაზე იქნება კონცენტრირებული თუ შეუზღუდავ წინსვლაზე. ფსონები ყოველგვარ რეკორდს ხსნის.

ავტორი: ალექს კონრადი

ახალი საგოლე სტანდარტი

ხორხე მასი მოგებიანი ფსონის ლიონელ მესიზე დადებით რისკზე წავიდა და Inter Miami უმალ გადააქცია MLS-ის მეორე მილიარდდოლარიან ფრენჩაიზად. მაგრამ დრო იწურება.

ავტორი: ჯასტინ ბირნბაუმი

საოჯახო ბიზნესების მაგნატი

მილიარდერმა ჯასტინ იშბიამ შექმნა ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კერძო ინვესტიციის ფირმა, ქვეყნის მასშტაბით მცირე ბიზნესზე ფოკუსირებით. მან იყიდა მთავარი ქუჩის 1000-ზე მეტი მაღაზია, გაამდიდრა თავისი ინვესტორები და ცენტიც კი არასდროს დაუკარგავს – მაგრამ მისი უმცროსი ძმა, მეთი, მასზე ჯერაც თითქმის ორჯერ მდიდარია.

ავტორები: მეტ დუროტი, ემი ფილდმანი

ისტორია

ივლისის რევოლუცია

„საფრანგეთის XVIII საუკუნის მიწურულისა და XIX საუკუნის ისტორია რევოლუციებისა და მმართველობის ფორმის მუდმივი ცვლილებების პერიოდია – მონარქიიდან რესპუბლიკამდე, რესპუბლიკიდან იმპერიამდე, იმპერიიდან კონსტიტუციურ მონარქიამდე, აქედან ისევ რესპუბლიკამდე, კვლავ იმპერიამდე და კვლავ რესპუბლიკამდე. 1830 წლის ივლისის რევოლუცია, რომლითაც ქვეყნის სათავეში „მოქალაქე მეფე“ ლუი ფილიპი მოექცა, ხოლო ბურბონთა მმართველობა დასრულდა, ხშირადაა დაჩრდილული 1789 და 1848 წლის რევოლუციებით და ისტორიკოსებისგან მეტ ყურადღებას იმსახურებს როგორც ამ ქვეყნის, ისე ევროპის ისტორიისთვის მნიშვნელოვანი მოვლენა და დიდი რევოლუციების ტალღის პრელუდია.“

ავტორი: ნიკა ხოფერია