გაიგეთ, რას იხილავთ Forbes Georgia-ს 2025 წლის ოქტომბრის ნომერში:
◾ ყდაზე | 30-წლიანი სწრაფვა სრულყოფილებისაკენ | ავტორი: ანინა ტეფნაძე
ყველა დიდ კომპანიას აქვს ლეგენდა: „თეგეტას” ლეგენდა 1995 წელს „იკარუსის” სათადარიგო ნაწილებით დატვირთულ Volkswagen-ის ფურგონში იწყება. თემურ კოხოძემ 8-დღიანი მოგზაურობის დროს უნგრეთი, რუმინეთი, ბულგარეთი და თურქეთი გადაკვეთა, რათა სრული კოლაფსის ზღვარზე მყოფ საქართველოში პატარა მაღაზია გაეხსნა. სამი ათწლეულის მანძილზე ეს მცირე წამოწყება საავტომობილო ინდუსტრიის გიგანტად იქცა — 300-ზე მეტი გლობალური ბრენდით, 3000-მდე თანამშრომლითა და რამდენიმე კონტინენტზე გაშლილი ოპერაციებით.
წაიკითხეთ სრულად
ნომერში ასევე წაიკითხავთ:
რეიტინგი
◾ საქართველოს ყველაზე მოგებიანი ავტომოვაჭრეები
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საკუთარი ავტოწარმოება არ გააჩნია, ავტომობილები ერთ-ერთი მსხვილი საიმპორტო და საექსპორტო საქონელია. ბოლო პერიოდში მთლიანი იმპორტის 15%-ს სწორედ მსუბუქი ავტომობილები შეადგენს, აქედან ნახევარზე მეტი რეექსპორტია, რაც ჯამური ექსპორტის 36%-ია.
წარმოგიდგენთ 2022-2023 წლების მიხედვით, ყველაზე მოგებიანი ავტომობილებით მოვაჭრე კომპანიების ათეულს.
◾ ყველაზე ძვირადღირებული უძრავი ქონების მმართველი კომპანიები
საქართველოში უძრავი ქონების სექტორი ეკონომიკის მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების წილი მთლიან ეკონომიკაში საშუალოდ 9.5%-ია. სექტორის საქმიანობა ძირითადად სავაჭრო მოლებში და ბაზრობებზე მართვას – კომერციული ფართების გაქირავებს მოიცავს. 2023 წლის მდგომარეობით, აღნიშნულ სექტორში ყველაზე მსხვილი ათი კომპანიის ჯამური ღირებულება ორი მილიარდი ლარი იყო.
◾ რომელი მუნიციპალიტეტების მერიები და საკრებულოები ასაქმებენ ყველაზე მეტ ადამიანს?
საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 64 მუნიციპალიტეტია, რომელთა საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობაში 11 ათასამდე ადამიანია დასაქმებული. სწორედ საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას მოიხსენიებენ ბიუროკრატიად, რომელიც ძირითადად მერიებსა და საკრებულოებში დასაქმებულ ადამიანებს მოიცავს.
◾ საქართველოს მდიდარი და ღარიბი მუნიციპალიტეტები
მსოფლიო ბანკის მონაცემებით, სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს ქვევით, ანუ დღეში 8.30 დოლარზე ნაკლები ხარჯით საქართველოს მოსახლეობის 48% ცხოვრობს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) ინფორმაციით, სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით საქართველოს მოსახლეობის 9.4% ცხოვრობს, რაც დაახლოებით 350 ათასი ადამიანია. საქართველოში არსებულ სიღარიბის მაღალ დონეს კიდევ უფრო ართულებს ის გარემოება, რომ ქვეყნის რეგიონები და მუნიციპალიტეტები ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან ეკონომიკური განვითარებისა და შემოსავლების დონით. ამ სხვაობის შერბილებას სახელმწიფო ბიუჯეტის ფულის გადანაწილებით ცდილობს.
რეპორტაჟი
◾ Forbes Georgia-მ და Caspian Energy Club-მა ბათუმში კასპიის ენერგეტიკულ ფორუმს უმასპინძლეს | ავტორი: ანინა ტეფნაძე
4 სექტემბერს, Forbes Georgia-სა და Caspian Energy Club-ის ორგანიზებით, Hilton Batumi-ში კასპიის მე-13 ენერგეტიკული ფორუმი გაიმართა. ფორუმმა აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და შავი ზღვის რეგიონიდან 100-ზე მეტ მაღალი რანგის სტუმარს მოუყარა თავი.
წაიკითხეთ სრულად
მოსაზრება
◾რატომ ჩაფლავდა, ტრამპის თაოსნობით, დასავლეთის რუსეთთან მორიგების მცდელობები? | ავტორი: გიორგი ცხადაია
დიდ ბრიტანეთში თავისი მეორე ვიზიტის მიმდინარეობისას, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, 18 სექტემბერს განაცხადა, რომ პუტინმა ის გააწბილა (let me down). მან ასევე დაამატა, რომ ეგონა, ეს კონფლიქტი ყველაზე ადვილი მოსაგვარელი იქნებოდა რუსეთის ლიდერთან მისი წარსული ურთიერთობის გათვალისწინებით.
◾ადამიანი და ალგორითმი ერთ ოთახში, ანუ ჩვენი ადგილი ციფრულ ეპოქაში | ავტორი: მარიამ ჯანჯარია
XXI საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე რადიკალურ გარდატეხას შრომის ბაზარი განიცდის: ძველი პროფესიები ქრება, ახალი კი ჯერ კიდევ ფორმირების პროცესშია. ამ ცვლილებების ეპიცენტრში კი ხელოვნური ინტელექტი (AI) დგას. სულ რაღაც ხუთი წლის წინ შორეული Sci-Fi წიგნების პერსონაჟი დღეს უკვე რეალური, მოქმედი ძალაა, რომელიც ყოველდღიურად ცვლის ბიზნესის მოდელებს, პროდუქტიულობის სტანდარტებს და იმ შეხედულებებს, რაც დღემდე შრომის მნიშვნელობას განსაზღვრავდა.
◾ რატომ არის კრიტიკული აზროვნება აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში? | ავტორი: თენგიზ ვერულავა
კრიტიკული აზროვნების გარეშე ცხოვრება ჰგავს თვალახვეულ სიარულს — სახიფათოა, უმისამართო და ადვილად შეიძლება, კატასტროფით დასრულდეს. როგორც თვალახვეულ მძღოლს არ ძალუძს საფრთხის დანახვა და უსაფრთხო გზის არჩევა, ისე მოქალაქე, რომელიც ვერ ფლობს კრიტიკულ აზროვნებას, ვერ აფასებს მოვლენების რეალურ არსს. ასეთ პირობებში ადამიანი მარტივად ექცევა დეზინფორმაციისა და მანიპულაციის მახეში, ხშირდება შეცდომები და სუსტდება მისი უნარი, დამოუკიდებლად განსაჯოს გარემოში მიმდინარე პროცესები.
ინტერვიუ

◾ რჩევების ექსპორტიორი | ავტორი: იზა გვარამაძე
საკონსულტაციო კომპანია SavvY უკვე ათი წელია, ქართულ და საერთაშორისო ბაზრებზე ბიზნესების ფინანსური წარმატების შექმნაში მონაწილეობს. კომპანიის პორტფელში 100-ზე მეტი პროექტი და გლობალურ ორგანიზაციებთან მრავალწლიანი თანამშრომლობის გამოცდილებაა თავმოყრილი. SavvY-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, მარიამ ქოიავა, Forbes Georgia-სთან ინტერვიუში კომპანიის განვითარების გზაზე, საერთაშორისო ექსპანსიასა და სამომავლო გეგმებზე საუბრობს.
პარტნიორებისაგან
◾ “ბორჯომის” ახალი ჩამომსხმელი ქარხანა
„ბორჯომის“ მინერალური წყლის წარმოების ისტორიაში ახალი, კიდევ უფრო ამბიციური ეტაპი დაიწყო. ბორჯომის ახალი ქარხანა ყვიბისში, ყოფილი N2 ჩამომსხმელი ქარხნის ტერიტორიაზე აშენდა. საწარმოს საერთო ფართობი 48 000 მ2-ს შეადგენს. მასშტაბითა და წარმოების შესაძლებლობებით, საქართველოში ის ყველაზე დიდია ჩამომსხმელ სექტორში.
◾ ლიბერთის ციფრული ბანკი: მომხმარებელზე მორგებული გამოცდილება საერთაშორისო აღიარებით
“ლიბერთის” ციფრულმა ბანკმა პირველი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა — ავტორიტეტულმა ფინანსურმა გამოცემა Global Finance-მა 2025 წლის World’s Best Digital Bank Awards-ის ფარგლებში ბანკს შვიდი პრესტიჟული ჯილდო მიანიჭა.
◾ საკულტო არაყი მონტენეგროდან
არაყი Beluga, რომელიც დღეს მონტენეგრულ Noblewood Group-ის მფლობელობაშია, ევროპული ბრენდის იდენტობითა და გამოცდილებით აგრძელებს ოპერირებას, პოზიციონირდება პრემიუმ-კლასის ალკოჰოლურ სასმელად და ინოვაციურ მიდგომას ტრადიციულ ხარისხთან აზავებს.
◾ კულტურული ხიდების მშენებელი | ავტორი: იზა გვარამაძე
საქართველოს ბუნებითა და კულტურით სულ უფრო მეტი საერთაშორისო ტურისტი ინტერესდება. ქვეყნის ცნობადობის ზრდის პროცესში 2016 წლიდან მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს Guide of Georgia-ს, რომელიც ტურისტებს ინდივიდუალურად მორგებულ სერვისსა და ავთენტურ გამოცდილებას სთავაზობს. კომპანიის განვითარების გზაზე, მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე მისი გენერალური დირექტორი, ეკატერინე ჯიქიძე გვესაუბრა.
საკითხავი
◾ისტორიული შეთქმულების თეორია: მოჩვენებითი საუკუნეები | ავტორი: ნიკა ხოფერია
ისტორიულ მეცნიერებაში რიგი შეთქმულების თეორიები და თამამი ჰიპოთეზები არსებობს, რომელთა ნაწილს საკმარისი საფუძველი არა აქვს, ზოგი კი არგუმენტირებულადაა უარყოფილი. განსაკუთრებით საინტერესო ერთი თეორიის მიხედვით, 614-დან 911 წლამდე პერიოდი ისტორიული ფაბრიკაციაა და რომის პაპისა და საღვთო რომის იმპერატორის ძალაუფლებისთვის ლეგიტიმაციასა და რელიგიური მნიშვნელობის მინიჭებას ემსახურება. როგორ წარმოიქმნა ეს თეორია და როგორ გააბათილეს ის ისტორიკოსებმა?
Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი