Forbes Georgia: 30 Under 30 - პოლიტიკა და საზოგადოება

Forbes Georgia: 30 Under 30 - პოლიტიკა და საზოგადოება

Forbes Georgia პროექტს 30 Under 30-ს იწყებს. ჩვენ შევადგინეთ ქართველი ოცდაათწლამდელი წარმატებული ახალგაზრდების ასეული, ვის შერჩევაშიც სხვადასხვა სფეროს ექსპერტები დაგვეხმარნენ.

პროექტი მიზნად ისახავს იმ ადამიანების სიის შედგენას, რომლებმაც წარმატებას 30–წლამდელ ასაკში უკვე მიაღწიეს. ამ სიაში მოხვედრილი ახალგაზრდები სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობენ, თუმცა მათ გარკვეული თვისებები აერთიანებთ – ისინი არიან გაბედულები, ენერგიულები, შემოაქვთ სიახლე და აქვთ თავიანთი ხედვა.

წარმოგიდგენთ რჩეულებს პოლიტიკის და საზოგადოების სფეროში:

ლევან ასათიანი, 29
Amnesty Internationalუფლებადამცველი.

ზვიად აძინბაია, 24
საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრიმკვლევარი.

ნანა ბაგალიშვილი, 26
“ცოდნის კაფე”, დამფუძნებელი.

გრიგოლ გეგელია, 27
European University Instituteსადოქტორო კანდიდატი. კავკასიის უნივერსიტეტი, პროფესორი. 

ესმა გუმბერიძე, 23
აქტივისტი.

გიორგი მუმლაძე, 28
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრიმკვლევარი.

ვაკო ნაცვლიშვილი, 28
ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო”, იურისტი.

ანა სუბელიანი, 29
“არაძალადობრივი კომუნიკაციის ინსტიტუტი”უფლებადამცველი.

ბექა წიქარიშვილი, 26
“თეთრი ხმაურის მოძრაობა”, აქტივისტი.

გვანცა ხონელიძე, 24
ორგანიზაცია “ქალთა მზერა”, უფლებადამცველი.

———-

პოლიტიკის და საზოგადოების ჟიური:

ვახუშტი მენაბდე, კონსტიტუციონალისტი.

ბაია პატარაია, უფლებადამცველი, ორგანიზაცია “საფარი”.

გიორგი ნონიაშვილი, იურიდიული ექსპერტი ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტში.

———- 

ფოკუსში: ნანა ბაგალიშვილი, 26. “ცოდნის კაფე”, დამფუძნებელი 

შეუძლია თუ არა ერთი ადამიანის კერძო ინიციატივას საზოგადოებისთვის სასარგებლო სიკეთეების მოტანა? ნანა ბაგალიშვილმა დაამტკიცა, რომ ეს შესაძლებელია, როდესაც კახეთის ქალაქ წნორში “ცოდნის კაფე“ გახსნა.

“დადე შენი აგური ცოდნის კაფეს ასაშენებლად!“ – ასე მოგვიწოდებს ნანას მიერ ორგანიზებული პროექტი, რომლის ფარგლებშიც იგი საგანმანათლებლოდა კულტურული ცხოვრების გააქტიურებას ცდილობს წნორში – ქალაქში, რომელიც მსგავს გამოცოცხლებას ნამდვილად საჭიროებს. კაფე 2016 წელს გაიხსნა და დღემდე უამრავ ღონისძიებას მასპინძლობს. ახლა კი ნანას უნდა, ახალი სივრცე ააშენოს, გაფართოვდეს და ადგილობრივებს უკეთესი გარემო შეუქმნას არაფორმალური განათლების მისაღებად და ზოგადად, საზოგადოებრივი ცხოვრების გასაუმჯობესებლად. ამისთვის იგი მოუწოდებს სხვადასხვა კომპანიასა თუ რიგით მოქალაქეებს, დაეხმარონ მას ამ ოცნების ასრულებაში და ყველას “თითო აგური დაადებინოს“.

სოციალური ანტრეპრენიორიზმის იდეა ჯერჯერობით ახალია საქართველოსთვის. ნანას მაგალითი გვთავაზობს ახალ ხედვას, თუ რა გზით არის შესაძლებელი რეგიონების გამოცოცხლება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *