ტექნოლოგიების, ინოვაციების და ლიდერობის შესახებ ყველაზე მნიშვნელოვანი საუბრები წელს კიდევ ერთხელ გააერთიანებს გლობალურ ბიზნეს- და ტექნოლოგიურ ეკოსისტემას Change Inspire 2026-ზე.
პარტნიორობის შესახებ
Forbes Georgia ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მედიაპარტნიორია. პარტნიორობა ეფუძნება საერთო ხედვას ტექნოლოგიური პროგრესის, ინოვაციების, ლიდერობისა და ძლიერი ბიზნესეკოსისტემის განვითარების შესახებ.
Forbes Georgia, როგორც ბიზნესისა და ლიდერობის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მედიაპლატფორმა საქართველოში, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ინოვაციური იდეების, მეწარმეობისა და ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის შესახებ დისკუსიების გაძლიერებაში. სწორედ ეს საერთო ღირებულებები ქმნის პარტნიორობის ბუნებრივ საფუძველს Change Inspire 2026-თან.
პარტნიორობის მიზანია არა მხოლოდ ღონისძიების ფართო აუდიტორიამდე მიტანა, არამედ საქართველოში ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერება, ბიზნესისა და ტექნოლოგიური საზოგადოების დაკავშირება და იმ გლობალური თემების წინ წამოწევა, რომლებიც ინდუსტრიის მომავალს განსაზღვრავს.
კონფერენციის შესახებ
HT Solutions-ის ორგანიზებით, Change Inspire 2026, საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური კონფერენციაა, რომელიც ყოველწლიურად აერთიანებს საერთაშორისო სპიკერებს, ინდუსტრიის ლიდერებს, ტექნოლოგიურ ექსპერტებსა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს.
წლევანდელი ღონისძიების მთავარი ფოკუსია – Big Tech. Global Legends. One Future, რომელიც აერთიანებს ისეთ კრიტიკულ თემებს, როგორებიცაა ხელოვნური ინტელექტი და ციფრული ბიოლოგია, კიბერუსაფრთხოება, მონაცემთა სმარტ-მართვა, ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურა და DevOps-ი.
Change Inspire 2026-ის ფარგლებში წარმოდგენილი იქნებიან ისეთი გლობალური ტექნოლოგიური კომპანიები, როგორებიცაა NVIDIA, Google-ი, Amazon-ი, Lenovo და სხვა საერთაშორისო ინდუსტრიის ლიდერები, რომლებიც საკუთარ გამოცდილებას, ხედვებსა და ტექნოლოგიურ ინოვაციებს გაუზიარებენ კონფერენციის აუდიტორიას.
2026 წლის კონფერენცია უმასპინძლებს 1000-ზე მეტ მონაწილეს. მათ ელოდებათ საერთაშორისო ხედვები, მაღალი დონის სპიკერები, რეალური ტექნოლოგიური გამოცდილებები, პროფესიული ნეთვორქინგი და დისკუსიები იმ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიურ სამყაროს განსაზღვრავს.
ღონისძიების დეტალები
თარიღი: 1 ივლისი, 2026
ლოკაცია: Pullman Tbilisi, Axis Tower.
დაიკავე ადგილი წლის მთავარ ტექნოლოგიურ მოვლენაზე
გახდი Change Inspire 2026-ის ნაწილი, მოუსმინე მსოფლიო დონის სპიკერებს მთავარი სცენიდან და აღმოაჩინე ტექნოლოგიური ინოვაციები პირველწყაროდან. კონფერენციაზე დასასწრები ბილეთების რაოდენობა შეზღუდულია.
შეიძინე ბილეთები tkt.ge-ზე: https://tkt.ge/show/32163/change-inspire-2026










