Forbes: მსოფლიოს 10 უმდიდრესი ადამიანი (2025 წლის მაისი)

Forbes: მსოფლიოს 10 უმდიდრესი ადამიანი (2025 წლის მაისი)

ამერიკულმა Forbes-მა 2025 წლის მაისისთვის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ათეული გამოაქვეყნა. მაისის დასაწყისში, წინა თვესთან შედარებით, მსოფლიოს უმდიდრესი ათი მილიარდერიდან შვიდის ქონება გაიზარდა, სამის კი – შემცირდა. ტოპ-10-ში ლიდერობას კვლავ ილონ მასკი ინარჩუნებს, რომლის ქონება, Forbes-ის მონაცემებით, 386.5 მილიარდ დოლარს შეადგენს. აპრილის დასაწყისში Tesla-ს აქციების ფასის მკვეთრი ვარდნის შემდეგ, ავტომწარმოებლის აქციების ღირებულება დაახლოებით 7%-ით გაიზარდა, რაც მასკის ქონების $46 მილიარდით ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა.

მილიარდერთა რეიტინგის სათავეში მყოფთა ქონების ზრდა მოხდა მას შემდეგ, რაც Nasdaq-ის აქციები ბოლო თვეში 0.7%-ით გაიზარდა, ხოლო S&P 500-მა 1.1%-ით იკლო. საფონდო ბირჟაზე არასტაბილურობა პრეზიდენტ ტრამპის ტარიფებთან დაკავშირებულმა განცხადებებმა, მათი შესაძლო გადახედვის გეგმებმა და მოსალოდნელი რეცესიის შიშმა გამოიწვია. ამ ფონზე, ქვეყნის მასშტაბით მრავალი ბიზნესმენი დროებით ახალ ინვესტიციებსა და წამოწყებებს აჩერებს.

მაისის ტოპ-10-ში შემავალ მილიარდერებს შორის მეორე ყველაზე დიდი ზრდა ამანსიო ორტეგას ქონების შემთხვევაში მოხდა, ესპანური მოდის გიგანტის Inditex-ის (Zara-ს მფლობელი) დამფუძნებელი, $9 მილიარდით გამდიდრდა და მისი ქონება $123.3 მილიარდს შეადგენს. ეს ზრდა როგორც Inditex-ის აქციების 2%-იანი მატებით, ასევე ევროს დოლართან მიმართებაში 5%-იანი გამყარებით არის გამოწვეული.

თუმცა გაზრდილი ქონებით მაისი ტოპ-10 უმდიდრესი ადამიანიდან ყველას არ დაუწყია. ფრანგმა მილიარდერმა ბერნარ არნომ, რომელიც მოდის ინდუსტრიის კონგლომერატ LVMH-ის ხელმძღვანელობს, აპრილში $15 მილიარდი დაკარგა. მიზეზი ამერიკასა და აზიაში გაყიდვების შემცირება იყო – მაგალითად, აზიაში (იაპონიის გარეშე) გაყიდვები 11%-ით დაეცა, ხოლო აშშ-ში – 3%-ით. ამან LVMH-ის აქციების ფასის 15%-იანი ვარდნა გამოიწვია.

ტოპ-10-ში კიდევ ორი ​​ადამიანია, რომელთა ქონებაც გასულ თვესთან შედარებით შემცირდა, ესენი არიან: მეორე ადგილზე მყოფი ჯეფ ბეზოსი, რომელიც 5.3 მილიარდი დოლარით გაღარიბდა და მესამე ადგილზე მყოფი მარკ ცუკერბერგი, რომელმაც 9.3 მილიარდი დოლარი დაკარგა.

აღსანიშნავია, რომ ათეულმა მაისი ჯგუფურად $1.77-ტრილიონიანი ქონებით დაიწყო. ეს 1-ელ აპრილთან შედარებით 40 მილიარდი დოლარით მეტია.

წარმოგიდგენთ მსოფლიოს 10 უმდიდრეს ადამიანს 2025 წლის 1 მაისის მდგომარეობით. აღსანიშნავია, რომ საფონდო ბირჟის დინამიკის გამო მათი ქონება ყოველდღიურად იცვლება, რასაც შეგიძლიათ Forbes-ის რეალურ დროში განახლებადი სიის მეშვეობით დააკვირდეთ.

მსოფლიოს 10 უმდიდრესი ადამიანი (2025 წლის მაისი)

#1 ილონ მასკი
ქონება: $386.5 მლრდ
წყარო: Tesla, SpaceX, xAI, X
ასაკი: 53
საცხოვრებელი ადგილი: ოსტინი, ტეხასი
მოქალაქეობა: აშშ

Andrew Harnik/Getty Images

#2 ჯეფ ბეზოსი
ქონება: $201.6 მლრდ
წყარო: Amazon
ასაკი: 60
საცხოვრებელი ადგილი: მაიამი, ფლორიდა
მოქალაქეობა: აშშ

Joe Klamar / AFP – Getty Images

#3 მარკ ცუკერბერგი
ქონება: $190 მლრდ
წყარო: Meta (Facebook)
ასაკი: 40
საცხოვრებელი ადგილი: პალო-ალტო, კალიფორნია
მოქალაქეობა: აშშ

AFP via Getty Images

#4 ლარი ელისონი
ქონება: $176.9 მლრდ
წყარო: Oracle
ასაკი: 80
საცხოვრებელი ადგილი: ვუდსაიდი, კალიფორნია
მოქალაქეობა: აშშ

Phillip Faraone—Getty Images

#5 უორენ ბაფეტი
ქონება: $166.4 მლრდ
წყარო: Berkshire Hathaway
ასაკი: 94
საცხოვრებელი ადგილი: ომაჰა, ნებრასკა
მოქალაქეობა: აშშ

Gerald Miller | CNBC

#6 ბერნარ არნო
ქონება: $146.5 მლრდ
წყარო: LVMH
ასაკი: 75
საცხოვრებელი ადგილი: პარიზი
მოქალაქეობა: საფრანგეთი

AFP via Getty Images

#7 ლარი პეიჯი
ქონება: $132.7 მლრდ
წყარო: Google
ასაკი: 51
საცხოვრებელი ადგილი: პალო-ალტო, კალიფორნია
მოქალაქეობა: აშშ

Photo: Shutterstock

#8 სერგეი ბრინი
ქონება: $127.2 მლრდ
წყარო: Google
ასაკი: 51
საცხოვრებელი ადგილი: ლოს-ალტოსი, კალიფორნია
მოქალაქეობა: აშშ

Getty Images

#9 ამანსიო ორტეგა
ქონება: $114.4 მლრდ
წყარო: Inditex
ასაკი: 88
საცხოვრებელი ადგილი: ლა-კორუნია, ესპანეთი
მოქალაქეობა: ესპანეთი

vh.ma

#10 სტივ ბალმერი
ქონება: $114.1 მლრდ
წყარო: Microsoft, LA Clippers, ინვესტიციები
ასაკი: 68
საცხოვრებელი ადგილი: ჰანტს-პოინტი, ვაშინგტონი
მოქალაქეობა: აშშ

Mark Lennihan / AP