ფოტო: illustration by Neil Jamieson for Forbes
დაფინანსების მსხვილმა რაუნდებმა, ხელოვნური ინტელექტის ბუმმა და მემკვიდრეობით ქონების გადაცემის ტრადიციის გაგრძელებამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ახალგაზრდა მილიარდერად ქცევა გაამარტივა. Forbes-ის 2026 წლის რეიტინგში რეკორდული რაოდენობის, 35 ადამიანია, რომლებმაც 10-ნიშნა ქონება 30 წლამდე მიიღეს ან დააგროვეს. ეს პლანეტის 3,428 მილიარდერის მხოლოდ 1%-ია, თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ 2025 წელთან შედარებით მაჩვენებელი 0.4%-ით არის გაზრდილი.
ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერების სიმდიდრის წყარო მოიცავს არაერთ სექტორსა და სფეროს, აფთიაქებიდან და სანტექნიკის მასალებიდან დაწყებული, ხელოვნური ინტელექტის ვაიბ-კოდირებით დამთავრებული. მიუხედავად იმისა, რომ უმეტესობას ქონება მემკვიდრეობით ერგო, Forbes-ის 2026 წლის რეიტინგში შემავალი 30 წლამდე მილიარდერების რეკორდულმა რაოდენობამ, 12-მა პირმა, სიმდიდრე საკუთარი ძალისხმევით შექმნა.
მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა, თვითშემდგარი მილიარდერები სიაში ახალბედები არიან: სურია მიდა, ბრენდან ფუდი და ადარშ ჰირემათი, ხელოვნური ინტელექტის რეკრუტირების სტარტაპ Mercor-ის უკან მდგომი ტრიო. თითოეული 22 წლისაა და მათი ქონება 2.2 მილიარდ დოლარს შეადგენს.
მიდა, რომელიც რამდენიმე თვით უმცროსია კომპანიის დანარჩენ თანადამფუძნებლებზე, ახლა ყველაზე ახალგაზრდა თვითშემდგარი მილიარდერია. მან ეს სტატუსი ScaleAI-ის დამფუძნებელ ალექსანდრ ვანგს ჩამოართვა, რომელიც გასული წლის რეიტინგში ლიდერობდა. Mercor-ისა და Thiel Fellows-ის თანადამფუძნებლები ასევე ყველაზე ახალგაზრდა თვითშემდგარი მილიარდერები არიან, ვინც Forbes-ის სიაში ოდესმე მოხვდნენ. მათ მარკ ცუკერბერგსაც აჯობეს, რომელიც რეიტინგში ორი ათწლეულის წინ, 23 წლის ასაკში მოხვდა.
სიაში ვხვდებით ყველაზე ახალგაზრდა თვითშემდგარ მილიარდერ ქალს, ლუანა ლოპეს ლარას, რომელიც 29 წლისაა. იგი ყოფილი ბალერინა და MIT-ის კურსდამთავრებულია, რომელმაც ბაზრის პროგნოზირების კომპანია Kalshi დააფუძნა. ბრაზილიელმა მილიარდერმა ეს სტატუსი Scale AI-ის თანადამფუძნებელ ლუსი გუოს ჩამოართვა, რომელმაც გასული წლის აპრილში ტიტული ტეილორ სვიფტისგან გადაიბარა.
მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი ამელი ვოიტ ტრეხესია, რომლის ბაბუა, ვერნერ რიკარდო ვოიტი (გ. 2016), 1961 წელს ბრაზილიური სამრეწველო მანქანების გიგანტი WEG-ის თანადამფუძნებელი გახადა. 20 წლის ამელი თავის ტყუპ ძმებზე, პედრო და ფელიპეზე უმცროსია და შვიდი კვირით უმცროსია გერმანელი ფარმაცევტული კომპანიის მემკვიდრე იოჰანეს ფონ ბაუმბახზე, რომელიც ამჟამად მეორე ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია.
სხვა ცნობილ ახალგაზრდა მილიარდერებს შორის, რომლებმაც ქონება მემკვიდრეობით მიიღეს, არიან იტალიური კომპანია EssilorLuxottica-ს ყველაზე ახალგაზრდა მემკვიდრე, კლემენტე დელ ვეკიო (21 წლის) და სამხრეთკორეელი კიმ ჯუნ-იუნი (22 წლის), რომელმაც თავის უფროს დასთან ერთად ონლაინ თამაშებში ქონება მემკვიდრეობით მიიღო.
30 წლამდე ასაკის 35 მილიარდერიდან 8 აშშ-ის მოქალაქეა, ხოლო 3, მათ შორის ლოპეს ლარა, ამჟამად აშშ-ში ცხოვრობს. 13 ცხოვრობს ევროპაში, ხოლო 6 აზიაში. საერთო ჯამში, ამ 35 ახალგაზრდის ქონება 92.4 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც გასული წლის სიის 35 ყველაზე ახალგაზრდა წევრის ჯამურ 152.3 მილიარდ დოლართან შედარებით ნაკლებია.
მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერები:
ამელი ვოიტ ტრეხესი
ასაკი: 20 | მოქალაქეობა: ბრაზილია | სიმდიდრის წყარო: სამრეწველო დანადგარები | ქონება: $1.1 მილიარდი
კლემენტე დელ ვეკიო
ასაკი: 21 | მოქალაქეობა: იტალია | სიმდიდრის წყარო: სათვალეები | ქონება: $6.8 მილიარდი
კიმ ჯუნ-იუნი
ასაკი: 22 | მოქალაქეობა | სამხრეთი კორეა | სიმდიდრის წყარო: ონლაინ თამაშები | ქონება: $1.7 მილიარდი
სურია მიდა
ასაკი: 22 | მოქალაქეობა: აშშ | სიმდიდრის წყარო: ხელოვნური ინტელექტის პროგრამული უზრუნველყოფა | ქონება: $2.2 მილიარდი
ბრენდან ფუდი
ასაკი: 22 | მოქალაქეობა: აშშ | სიმდიდრის წყარო: ხელოვნური ინტელექტის პროგრამული უზრუნველყოფა | ქონება: $2.2 მილიარდი
ადარშ ჰირემათი
ასაკი: 22 | მოქალაქეობა: აშშ | სიმდიდრის წყარო: ხელოვნური ინტელექტის პროგრამული უზრუნველყოფა | ქონება: $2.2 მილიარდი
კევინ დევიდ ლემანი
ასაკი: 23 | მოქალაქეობა: გერმანია | სიმდიდრის წყარო: აფთიაქები | ქონება: $4.9 მილიარდი
პედრო ვოიტ ტრეხესი
ასაკი: 23 | მოქალაქეობა: ბრაზილია | სიმდიდრის წყარო | სამრეწველო დანადგარები | ქონება: $1.1 მილიარდი
ფელიპე ვოიტ ტრეხესი
ასაკი: 23 | მოქალაქეობა: ბრაზილია | სიმდიდრის წყარო: სამრეწველო დანადგარები | ქონება: $1.1 მილიარდი










