Forbes: მსოფლიოს საუკეთესო აეროპორტები და ავიაკომპანიები

Forbes: მსოფლიოს საუკეთესო აეროპორტები და ავიაკომპანიები

საერთაშორისო და შიდა ფრენების დროს ყველა მცირე დეტალსაც კი მნიშვნელობა ენიჭება: რეგისტრაციიდან დაწყებული, ფრენის დროს მომსახურებით დასრულებული. სწორედ ამიტომ, ამერიკული Forbes-ი ზედიზედ უკვე მეორე წელია, Verified Air Travel Awards-ის საშუალებით, მსოფლიოს საუკეთესო აეროპორტებისა და ავიაკომპანიების სიას გვთავაზობს.

Forbes Travel Guide-ის 2025 წლის სიაში ჯამში 18 ავიაკომპანია და აეროპორტია მოცემული. წლევანდელი შეფასებითაც, საუკეთესო საერთაშორისო ავიაკომპანიისა და ამერიკის შეერთებული შტატების საუკეთესო ავიაკომპანიის სტატუსი შესაბამისად, Emirates-სა და Delta Air Lines-ს ეკუთვნით. აშშ-ში საუკეთესო აეროპორტად ნიუ-იორკის LaGuardia დასახელდა, ხოლო Singapore Changi-მ საუკეთესო საერთაშორისო აეროპორტის ტიტული მოიპოვა. ინოვაციის ჯილდო თავისი ახალი Skycouch სავარძლებისთვის Air New Zealand-ს ეკუთვნის.

ცნობისთვის, თითოეული კატეგორიისთვის ფინალისტები FTG-ის სპეციალურმა კომიტეტმა შეარჩია. გამარჯვებულები სტუმარმასპინძლობის სფეროს 9,000-ზე მეტი ექსპერტის დახურული გამოკითხვის საფუძველზე შეირჩნენ. შედეგები Forbes Travel Guide-მა გადაამოწმა და დაადასტურა.

Forbes Travel Guide-ის წლევანდელი გამარჯვებულები ასე გამოიყურება:

საუკეთესო საერთაშორისო ავიახაზები: Emirates

აშშ-ის საუკეთესო ავიახაზები: Delta Air Lines

საუკეთესო მცირე ზომის ავიახაზები: JSX

საუკეთესო საერთაშორისო აეროპორტი: Singapore Changi Airport

აშშ-ის საუკეთესო აეროპორტი: LaGuardia Airport

საუკეთესო პირველი კლასი (საერთაშორისო): Emirates-ის პირველი კლასი Boeing 777-300ER-ზე

საუკეთესო პირველი კლასი (აშშ): Delta Air Lines A321neo-ს პირველი კლასი

საუკეთესო ბიზნესკლასი (საერთაშორისო): Qatar Airways Qsuites

საუკეთესო ბიზნესკლასი (აშშ): Delta One

აეროპორტის საუკეთესო დახურული ლაუნჯი: Louis Vuitton Lounge by Yannick Alléno, Hamad International Airport

საუკეთესო ლაუნჯი (საერთაშორისო): Emirates First Class Lounge, Dubai

საუკეთესო ლაუნჯი (აშშ): Delta One Lounge, JFK Airport

აეროპორტის საუკეთესო სასადილო: Singapore Changi Airport

საუკეთესო სამზარეულო ფრენისას: Air France and Daniel Boulud

წლის ინოვაცია: Air New Zealand’s Economy, Skycouch-ის სავარძლები

ლოიალობის საუკეთესო პროგრამა: American Airlines AAdvantage

საუკეთესო კერძო აეროპორტის გამოცდილება: PS, Los Angeles

ავიაკომპანიების საუკეთესო აპლიკაცია: Delta Air Lines