ამერიკულმა Forbes-მა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) გუნდების განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელიც მათი ღირებულების მიხედვითაა შედგენილი. აღსანიშნავია, რომ პირველად ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში, გამოცემის მიერ შედგენილ ჩამონათვალს „ნიუ-იორკ ნიქსისა“ და „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ ნაცვლად NBA-ის სხვა გუნდი ლიდერობს.
რეიტინგში პირველ ადგილს „გოლდენ სტეიტი უორიორსი“ იკავებს, რომლის ღირებულებაც $7 მილიარდად არის შეფასებული. ეს მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით 25%-ითაა გაზრდილი. 2021-22 წლების სეზონის განმავლობაში „Warriors“-მა გამოიმუშავა ყველაზე მეტი შემოსავალი, $765 მილიონი, ასევე ყველაზე მეტი საოპერაციო მოგება, $206 მილიონი, რაც NBA-ის ისტორიაში საუკეთესო შედეგია. შეგახსენებთ, მათ რვა წლის განმავლობაში ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მეოთხე ტიტული მოიგეს.
„ნიქსი“, რომელიც NBA-ის ყველაზე ძვირად ღირებული გუნდის სტატუსს Forbes-ის ბოლო შვიდი რეიტინგის თანახმად ინარჩუნებდა, წლევანდელ სიაში მეორე ადგილს დასჯერდა ღირებულების 6.1 მილიარდ აშშ დოლარად შეფასებით. მესამე პოზიციაზე კი $5.9-მილიარდიანი შეფასებით „ლეიკერსი“ იმყოფება.
აღსანიშნავია, რომ NBA-ის გუნდის საშუალო ღირებულება ახლა $2.86 მილიარდია – 15%-ით მეტი, ვიდრე ერთი წლის წინ. ეს შთამბეჭდავი მიღწევაა იმის გათვალისწინებით, რომ ამავე პერიოდში საფონდო ბაზარი 15%-ზე მეტით დაეცა. 2021-22 წლების სეზონისთვის ლიგის შემოსავალი და საოპერაციო მოგება, შესაბამისად, $10 მილიარდი და $2.7 მილიარდი იყო – ორივე რეკორდული მაჩვენებელია.
NBA დაბრუნდა პანდემიამდელ ზრდის ტრაექტორიაზე, რასაც დიდწილად სპონსორობიდან და სარეკლამო ხელშეკრულებებიდან მიღებული რეკორდული შემოსავალი განაპირობებს როგორც გუნდის, ასევე მთლიანად ლიგის დონეზე. გასულ სეზონში ამ გზით მიღებულმა შემოსავალმა 1.35 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც ასევე ყველა დროის საუკეთესო მაჩვენებელია.
წარმოგიდგენთ 2022 წლის NBA-ის ტოპ-10 ყველაზე ძვირად ღირებულ გუნდს Forbes-ის მიხედვით:
Golden State Warriors
ღირებულება: $7 მილიარდი
1-წლიანი ცვლილება: 25%
საოპერაციო მოგება: $206 მლნ
New York Knicks
ღირებულება: $6.1 მილიარდი
1-წლიანი ცვლილება: 5%
საოპერაციო მოგება: $155 მლნ
Los Angeles Lakers
ღირებულება: $5.9 მილიარდი
1-წლიანი ცვლილება: 7%
საოპერაციო მოგება: $115 მლნ
Chicago Bulls
ღირებულება: $4.1 მილიარდი
1-წლიანი ცვლილება: 12%
საოპერაციო მოგება: $135 მლნ
Boston Celtics
ღირებულება: $4 მილიარდი
1-წლიანი ცვლილება: 13%
საოპერაციო მოგება: $137 მლნ
Los Angeles Clippers
ღირებულება: $3.9 მილიარდი
1-წლიანი ცვლილება: 18%
საოპერაციო მოგება: $12 მლნ
Brooklyn Nets
ღირებულება: $3.5 მილიარდი
1-წლიანი ცვლილება: 9%
საოპერაციო წაგება: -$34 მლნ
Dallas Mavericks
ღირებულება: $3.3 მილიარდი
1-წლიანი ცვლილება: 22%
საოპერაციო მოგება: $143 მლნ
Houston Rockets
ღირებულება: $3.2 მილიარდი
1-წლიანი ცვლილება: 16%
საოპერაციო მოგება: $133 მლნ
Philadelphia 76ers
ღირებულება: $3.15 მილიარდი
1-წლიანი ცვლილება: 29%
საოპერაციო მოგება: $87 მლნ