Forbes: ყველაზე ძვირად ღირებული საფეხბურთო კლუბები

Forbes: ყველაზე ძვირად ღირებული საფეხბურთო კლუბები

ამერიკულმა Forbes-მა ტოპ-30 ძვირად ღირებული საფეხბურთო კლუბის სია გამოაქვეყნა. რეიტინგში შემავალი გუნდების საშუალო ღირებულება $2.17 მილიარდს შეადგენს. შეგახსენებთ, ერთი წლის წინ გამოცემამ შეაფასა 20 საფეხბურთო კლუბი, რომელთა საშუალო ღირებულება $2.53 მილიარდი იყო. შედარებისთვის, წლევანდელი რეიტინგის ტოპ-20 გუნდის საშუალო ღირებულება 2.89 მილიარდი აშშ დოლარია, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 14%-ით მეტია.

აღსანიშნავია, რომ Forbes-ის რეიტინგში პირველ ადგილს ესპანური კლუბი, მადრიდის „რეალი“ იკავებს, რომელიც 6.07 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული. ერთწლიან ჭრილში მისი ღირებულება 19%-ით არის გაზრდილი. კლუბმა გასულ 12 თვეში 807 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო, მისი საოპერაციო წაგება კი 38 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა.

ამერიკულმა გამოცემამ სიაში მეორე ადგილზე ინგლისის პრემიერ-ლიგაში მოასპარეზე კლუბი „მანჩესტერ იუნაიტედი“ დააყენა, რომელიც, დიდი ალბათობით, მალე 6 მილიარდ აშშ დოლარად გაიყიდება. კლუბის მიერ მიღებული შემოსავალი 779 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, საოპერაციო მოგება კი 108 მილიონ აშშ დოლარს უდრის.

სამეულში მოხვდა რეიტინგის ლიდერის მთავარი კონკურენტი „ბარსელონა“. კატალონიურ კლუბს Forbes-ი 5.51 მილიარდ აშშ დოლარად აფასებს. „ბარსელონის“ მიერ გასულ 12 თვეში მიღებული შემოსავალი 721 მილიონ აშშ დოლარს აღწევს, მისი საოპერაციო მოგება კი 53 მილიონ აშშ დოლარს უტოლდება.

აღსანიშნავია, რომ Forbes-ის რეიტინგში შემავალი 30 კლუბიდან ყველაზე მეტი, 12, ინგლისის პრემიერ-ლიგაში ასპარეზობს. სიაში შვიდი გუნდი ამერიკის MLS-იდანაა წარმოდგენილი, ოთხი – იტალიის სერია A-დან, სამი – ესპანეთის ლა ლიგიდან, ორ-ორი კი – გერმანიის ბუნდესლიგიდანა და საფრანგეთის ლიგა 1-დან.

Forbes-ის შეფასებით, ტოპ-30 ძვირად ღირებული საფეხბურთო კლუბის სია ასე გამოიყურება: 

  1. Real Madrid – $6.07 მილიარდი (+19%)
  2. Manchester United – $6 მილიარდი (+30%)
  3. Barcelona – $5.51 მილიარდი (+10%)
  4. Liverpool – $5.29 მილიარდი (+19%)
  5. Manchester City – $4.99 მილიარდი (+18%)
  6. Bayern Munich – $4.86 მილიარდი (+14%)
  7. Paris Saint-Germain – $4.21 მილიარდი (+32%)
  8. Chelsea – $3.1 მილიარდი (+0%)
  9. Tottenham Hotspur – $2.8 მილიარდი (+19%)
  10. Arsenal – $2.26 მილიარდი (+10%)
  11. Juventus – $2.16 მილიარდი (-12%)
  12. Borussia Dortmund – $1.93 მილიარდი (+7%)
  13. Atletico de Madrid – $1.54 მილიარდი (+3%)
  14. AC Milan – $1.4 მილიარდი (+17%)
  15. West Ham United – $1.08 მილიარდი (+20%)
  16. Inter Milan – $1.03 მილიარდი (+3%)
  17. LAFC – $1 მილიარდი
  18. LA Galaxy – $925 მილიონი
  19. Atlanta United FC – $850 მილიონი
  20. Crystal Palace – $806 მილიონი
  21. New York City FC – $800 მილიონი
  22. Newcastle United – $794 მილიონი (+51%)
  23. Leicester City – $781 მილიონი (-16%)
  24. Aston Villa – $756 მილიონი (+1%)
  25. Everton – $744 მილიონი (-21%)
  26. Olympique Lyonnais – $734 მილიონი (+47%)
  27. AS Roma – $724 მილიონი (+11%)
  28. D.C. United – $700 მილიონი
  29. Toronto FC – $690 მილიონი
  30. Austin FC – $680 მილიონი