Forbes: ყველაზე გულუხვი ამერიკელი ფილანთროპები 2026 წლისთვის

Forbes: ყველაზე გულუხვი ამერიკელი ფილანთროპები 2026 წლისთვის

ფოტოები, მარცხნიდან: ტიმოთი არჩიბალდი Forbes-ისთვის; ტონი ენ ბარსონი/Getty Images; მაიკლ პრინსი Forbes-ისთვის

 

Forbes-მა 2026 წლისთვის ყველაზე გულუხვი ამერიკელი ფილანთროპების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც, ჯამში, ქვეყნის 25 უმსხვილესი ქველმოქმედი გააერთიანა. 2025 წლის 30 დეკემბრის მონაცემებით, სიაში შემავალი პირების მიერ მთელი ცხოვრების განმავლობაში საქველმოქმედო მიზნებისთვის გაცემული თანხა $275 მილიარდს უტოლდება, რაც წინა წელთან შედარებით დაახლოებით $34 მილიარდით მეტია.

მხოლოდ გასული წლის უკანასკნელ სამ თვეში მილიარდერმა მაქკენზი სკოტმა შავკანიანი სტუდენტებისთვის განკუთვნილ 18 უნივერსიტეტსა და კოლეჯს, სულ მცირე, $760 მილიონი შესწირა. საერთო ჯამში, 2025 წელს 186 ორგანიზაციამ სკოტისგან კოლექტიურად $7.2 მილიარდი მიიღო. ეს ერთი წლის განმავლობაში ერთი პირის მიერ გაცემული ყველაზე დიდი შეწირულებაა მას შემდეგ, რაც Forbes-მა 2012 წელს რეიტინგის შედგენა დაიწყო.

ამასთან ერთად კი უნდა აღინიშნოს, რომ არავის არასდროს გაუცია იმ რაოდენობის თანხა ისე სწრაფად, როგორც სკოტს. კერძოდ, შვიდ წელიწადზე ნაკლებ დროში სკოტმა, რომელმაც ბეზოსთან განქორწინების შემდეგ მიღებული Amazon-ის აქციების 75%-ზე მეტი გაყიდა, 2,500-ზე მეტ ჯგუფს $26.4 მილიარდი შესწირა.

თუმცა მთელი ცხოვრების განმავლობაში საქველმოქმედო მიზნებისთვის გაცემული თანხის კოლექტიური რაოდენობით სკოტს Forbes-ის სიაში რამდენიმე მილიარდერი მაინც უსწრებს. ესენი არიან უორენ ბაფეტი, ბილ გეიტსი და მელინდა ფრენჩ გეიტსი. ყველა დროის უდიდესი ფილანთროპი კი კვლავ უორენ ბაფეტია, რომელსაც ქველმოქმედებისთვის $68.3 მილიარდზე მეტი აქვს გაღებული. ბაფეტი ძირითად ფოკუსს ჯანდაცვასა და სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლაზე აკეთებს.

საერთო ჯამში, ამერიკის 25-მა უმსხვილესმა ფილანთროპმა საქველმოქმედო მიზნებისთვის $275 მილიარდზე მეტი გაიღო, რაც მათი კომბინირებული ქონების მხოლოდ 14%-ს შეადგენს. მათგან მხოლოდ 17-მა გაიღო თავისი ქონების სულ მცირე 10%, თუმცა ამერიკის 12 უმდიდრესი ადამიანიდან ამ ზღვარს ჯერ მხოლოდ ერთმა პირმა – ბაფეტმა მიაღწია. მაქკენზი სკოტი კი ერთ-ერთია იმ ოთხი მილიარდერიდან (ჯორჯ სოროსი – 76%, ლინ და სტეისი შუსტერანები – 47%, მაქკენზი სკოტი – 46%, ჯონ და ლაურა არნოლდები – 44%), რომელთაც ქველმოქმედებისთვის ქონების 40% ან მეტი აქვთ შეწირული.

საინტერესოა ისიც, რომ ყველაზე გულუხვი ამერიკელი ფილანთროპების სიაში, რომელიც 25 პირს მოიცავს, არ მოხვდა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ილონ მასკი. მასკს, რომლის სიმდიდრეც 2025 წლის 30 დეკემბრის მონაცემებით $780 მილიარდს აჭარბებდა, თავისი სიცოცხლის განმავლობაში მხოლოდ $0.5 მილიარდი აქვს გაცემული, რაც მისი ქონების მხოლოდ 0.06%-ია. სიაში ასევე არ არის Google-ის თანადამფუძნებელი ლარი პეიჯი, რომლის მიერაც საქველმოქმედო მიზნებისთვის გამოყოფილი $0.1 მილიარდი მისი ქონების მხოლოდ 0.03%-ია.

სამაგიეროდ, 2026 წლის სიაში მეორე ადგილზე არიან Gates Foundation-ის დამფუძნებლები: ბილ გეიტსი და მელინდა ფრენჩ გეიტსი. მათ მთელი ცხოვრების განმავლობაში, თავიანთი ფონდის მეშვეობით, ქველმოქმედებისთვის $52.6 მილიარდი აქვთ გაცემული, ძირითადად, სიღარიბესთან ბრძოლისა და ჯანდაცვის გაუმჯობესებისთვის. ცნობისთვის, ბილ და მელინდა გეიტსები, უორენ ბაფეტთან ერთად, Giving Pledge-ის დამფუძნებლები და ხელმომწერები არიან. ინიციატივაზე ხელმოწერით მილიარდერები მათი სიცოცხლის განმავლობაში ქონების ქველმოქმედებისთვის გაღების პირობას დებენ.

ყველაზე გულუხვი ამერიკელი ფილანთროპები 2025 წლისთვის

უორენ ბაფეტი
სიცოცხლის განმავლობაში გაღებული თანხა: $68.3 მილიარდი; 2025 წელს: +$6.3 მილიარდი

ქონება: $146 მილიარდი

სიმდიდრესთან ქველმოქმედების წილი: 32%

ngcbgroup.com

ბილ გეიტსი და მელინდა ფრენჩ გეიტსი

სიცოცხლის განმავლობაში გაღებული თანხა: $52.6 მილიარდი; 2025 წელს: +$4.9 მილიარდი

ქონება: $134 მილიარდი

სიმდიდრესთან ქველმოქმედების წილი: 28%

Getty Images

მაქკენზი სკოტი

სიცოცხლის განმავლობაში გაღებული თანხა: $26.4 მილიარდი; 2025 წელს: +$7.2 მილიარდი

ქონება: $30.9 მილიარდი

სიმდიდრესთან ქველმოქმედების წილი: 46%

Michael Kovac/Getty Images

მაიკლ ბლუმბერგი

სიცოცხლის განმავლობაში გაღებული თანხა: $25.4 მილიარდი; 2025 წელს: +$4.3 მილიარდი

ქონება: $109 მილიარდი

სიმდიდრესთან ქველმოქმედების წილი: 19%

REUTERS

ჯორჯ სოროსი

სიცოცხლის განმავლობაში გაღებული თანხა: $24 მილიარდი; 2025 წელს: +$1 მილიარდი

ქონება: $7.5 მილიარდი

სიმდიდრესთან ქველმოქმედების წილი: 76%

FABRICE COFFRINI/AFP/Getty Images

ჯიმ და მერილინ საიმონები

სიცოცხლის განმავლობაში გაღებული თანხა: $10.3 მილიარდი; 2025 წელს: +$0.9 მილიარდი

ქონება: $32.6 მილიარდი

სიმდიდრესთან ქველმოქმედების წილი: 24%

NYT

სტივ და კონი ბალმერები

სიცოცხლის განმავლობაში გაღებული თანხა: $6.5 მილიარდი; 2025 წელს: +$1.5 მილიარდი

ქონება: $141 მილიარდი

სიმდიდრესთან ქველმოქმედების წილი: 4%

Ballmer Group Photo

მარკ ცუკერბერგი და პრისცილა ჩანი

სიცოცხლის განმავლობაში გაღებული თანხა: $6.1 მილიარდი; 2025 წელს: +$1 მილიარდი

ქონება: $213 მილიარდი

სიმდიდრესთან ქველმოქმედების წილი: 3%

Jeff Chiu / AP file

სერგეი ბრინი

სიცოცხლის განმავლობაში გაღებული თანხა: $5.1 მილიარდი; 2025 წელს: +$1.2 მილიარდი

ქონება: $249 მილიარდი

სიმდიდრესთან ქველმოქმედების წილი: 2%

Michael Tran/AFP/Getty Images

ჯეფ ბეზოსი და ლორენ სანჩეს ბეზოსი

სიცოცხლის განმავლობაში გაღებული თანხა: $4.7 მილიარდი; 2025 წელს: +$0.6 მილიარდი

ქონება: $250 მილიარდი

სიმდიდრესთან ქველმოქმედების წილი: 2%

Steve Granitz/FilmMagic