ამერიკულმა Forbes-მა 2025 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი გარდაცვლილი ვარსკვლავების რეიტინგი გამოაქვეყნა. განახლებულ სიაში შემავალმა ცამეტმა ვარსკვლავმა, რომელთა შორის მუსიკოსები, მწერლები, სპორტსმენები თუ სხვა ცნობილი სახეები არიან, უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში $541 მილიონი გამოიმუშავა, რაც თითქმის 55%-იანი ვარდნაა გასული წლის $1.196 მილიარდთან შედარებით.
2024 წელს, რეიტინგში შემავალი გარდაცვლილი ვარსკვლავების მიერ გამომუშავებული თანხის უმეტესი ნაწილი, $600 მილიონი, მაიკლ ჯექსონზე მოდიოდა. ჯექსონის მიერ გამომუშავებული თანხის ზრდაზე დადებითად სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება აისახა, რომელმაც Sony-ისთვის პოპის მეფის კატალოგის მიყიდვის პროცესის გაგრძელების ნებართვა გასცა. წლევანდელ სიაში პოპის მეფე კვლავ სათავეშია, თუმცა ბევრად სოლიდური, $105 მილიონით.
Forbes-ის შეფასებით, 2009 წელს ჯექსონის გარდაცვალების შემდეგ, პოპის მეფემ ძირითადად მუსიკალური კატალოგებისა და საკუთრებებზე გარიგებების წყალობით, $3.5 მილიარდი გამოიმუშავა. ხოლო ელვის პრესლიმ, რომელიც 2001 წლის რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა და მას შემდეგ, 25 წელია, სიაში რჩება, ამ პერიოდში $1.2 მილიარდის გამომუშავება შეძლო. მიმდინარე წლის ყველაზე შემოსავლიანი გარდაცვლილი ვარსკვლავების რეიტინგში, გასული წლების მსგავსად ასევე მოხვდნენ ბობ მარლი, ჯონ ლენონი და პრინსი. ტრადიციულად, წლევანდელ სიასაც მუსიკოსები ლიდერობენ, 13-დან 10 წევრით. მათი ქონების უდიდესი ნაწილი საავტორო უფლებებზე მოდის. თუმცა იმ ვარსკვლავებს შორის, რომელთაც სიმდიდრე მუსიკალურ ინდუსტრიაში არ დაუგროვებიათ, მოხვდნენ დოქტორი სიუზი, არნოლდ პალმერი და კობი ბრაიანტი.
ამერიკული გოლფის ლეგენდის, არნოლდ პალმერის შემთხვევაში გამომუშავებული თანხის უდიდესი ნაწილი მისი სახელობის ბრენდირებულ სასმელზე მოდის, რომელიც ყოველწლიურად დაახლოებით $200 მილიონის ღირებულების პროდუქტს ყიდის. ხოლო ავიაკატასტროფაში დაღუპული კალათბურთელის, კობი ბრაიანტის სპორტული ფეხსაცმელი კვლავ Nike-ის მაღაზიებში იყიდება.
მეთოდოლოგია: გამოცემის მიერ შედგენილი რეიტინგი მოიცავს გარდაცვლილი ვარსკვლავების მიერ მიღებულ შემოსავლებს გაყიდვებიდან, ლიცენზირების გარიგებებიდან, სტრიმინგიდან და ა.შ. შემოსავლები 2024 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 2025 წლის 30 სექტემბრამდე პერიოდშია დათვლილი. გარდა ამისა, Forbes-ის რეიტინგის შესადგენად გამოყენებულია Luminate-ის მონაცემები და ინტერვიუები ინდუსტრიის ინსაიდერებთან. აგენტების, მენეჯერებისა და იურისტების გადასახადი დაქვითული არ არის.
Forbes-ის 2025 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი გარდაცვლილი ვარსკვლავების რეიტინგი ასე გამოიყურება:
#1 მაიკლ ჯექსონი – $105 მილიონი

#2 დოქტორი სიუზი – $85 მილიონი
#3; #4 რიჩარდ რაიტი, სიდ ბარეტი (Pink Floyd) – $81 მილიონი (თითოეული)
#5 The Notorious B.I.G. – $80 მილიონი

#6 მაილზ დევისი – $21 მილიონი
#7 ელვის პრესლი – $17 მილიონი

#8 ჯიმი ბაფეტი – $14 მილიონი
#9 ბობ მარლი – $13 მილიონი
#10 ჯონ ლენონი – $12 მილიონი
:max_bytes(150000):strip_icc():focal(1099x492:1101x494)/john-lennon-1-2000-5ae7e1abcf204d4782d34fd959b6be88.jpg)
#11 პრინსი – $11 მილიონი
#12 არნოლდ პალმერი – $11 მილიონი
#13 კობი ბრაიანტი – $10 მილიონი















