Forbes: ყველაზე მოგებიანი ინდუსტრიები მილიარდერთა რეიტინგში მოსახვედრად

Forbes: ყველაზე მოგებიანი ინდუსტრიები მილიარდერთა რეიტინგში მოსახვედრად

გლობალურად, თითქმის ყოველი ექვსი მილიარდერიდან ერთი ფინანსურ ან საინვესტიციო სექტორშია ჩაბმული. მათი უმრავლესობა წარმოშობით ამერიკის შეერთებული შტატებიდან, იაპონიიდან, ყაზახეთიდან ან ესტონეთიდანაა. აღნიშნულ სექტორში შემავალი 472 მილიარდერის კოლექტიური ქონება Forbes-ის წლევანდელი შეფასებით $2.17 ტრილიონს უტოლდება. მათი თითქმის ორი მესამედი კი წელს შარშანდელზე უფრო მდიდარია.

მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მოგებიანი წელი უორენ ბაფეტს ჰქონდა –  მის ქონებას 12-თვიან ჭრილში $27 მილიარდი შეემატა. 93 წლის მილიარდერის სიმდიდრის ზრდაზე დადებითი გავლენა Berkshire Hathaway-ის აქციების რეკორდულად მაღალმა ფასებმა იქონია. ფინანსებისა და საინვესტიციო სექტორს წლევანდელ რეიტინგში ახალწვეულებიც ჰყავს, მათ შორისაა: Sherman Financial Group-ის დამფუძნებელი ბენ ნავარო და Valor Equity Partners-ის დამფუძნებელი და CEO ანტონიო გრაციასი.

ტექნოლოგიური ინდუსტრია კი წელს 342 მილიარდერს აერთიანებს, 29 მილიარდერით მეტს გასულ წელთან შედარებით. ამ მიმართულებით ლიდერი მსოფლიოს რიგით მეორე უმდიდრესი ადამიანი ჯეფ ბეზოსია ($201 მილიარდი), რომელსაც $175 მილიარდით Meta-ს დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი მოჰყვება. საერთო ჯამში, ტექნოლოგიურ მაგნატთა კოლექტიური ქონება ფინანსებისა და ინვესტიციების ჯგუფს უსწრებს და $2.6 ტრილიონს უტოლდება. აღსანიშნავია, რომ ტექნოლოგიების მიმართულებით არ ვხვდებით ილონ მასკს, რომელიც Forbes-ის რეიტინგში საავტომობილო ინდუსტრიის მილიარდერად კვალიფიცირდება.

მილიარდერებით მესამე, ყველაზე მეტად დატვირთული სექტორი წარმოებაა, წელს ყველაზე მეტი, 49 ახალწვეულით. წარმოების ინდუსტრია ჯამში 328 მილიარდერს აერთიანებს, რომელთაგანაც ყველაზე მდიდარი Wuerth Group-ის თავმჯდომარე რაინჰოლდ ვიურთია. მეოთხე ადგილზეა მოდა და საცალო ვაჭრობაა 285 მილიარდერით, ხოლო ხუთეულს კვებისა და სასმელების ინდუსტრია ასეულებს, რომელშიც მიმდინარე წელს 210 მილიარდერია წარმოდგენილი.

ამერიკული Forbes-ის შეფასებით, 2024 წლის რეიტინგში, ყველაზე მეტი მილიარდერი შემდეგ ინდუსტრიებში გვხვდება:

  1. ფინანსები და ინვესტიციები: 427 მილიარდერი (სიის 15%)

უმდიდრესი: უორენ ბაფეტი – $133 მილიარდი

  1. ტექნოლოგიები: 342 მილიარდერი (სიის 12%)

უმდიდრესი: ჯეფ ბეზოსი – $194 მილიარდი

  1. წარმოება: 328 მილიარდერი (სიის 12%)

უმდიდრესი: რაინჰოლდ ვიურთი  – $33.6 მილიარდი

  1. მოდა და საცალო ვაჭრობა: 285 მილიარდერი (სიის 10%)

უმდიდრესი: ბერნარ არნო – $233 მილიარდი

  1. საკვები და სასმელები – 210 მილიარდერი (სიის 8%)

უმდიდრესი: ჭონგ შანშანი – $62.3 მილიარდი

  1. სხვადასხვა – 201 მილიარდერი (სიის 7%)

უმდიდრესი: მუკეშ ამბანი – $116 მილიარდი

  1. ჯანდაცვა – 197 მილიარდერი (სიის 7%)

უმდიდრესი: დილიპ შანვი – $22.6 მილიარდი

  1. უძრავი ქონება – 190 მილიარდერი (სიის 7%)

უმდიდრესი: ლი შაუ კი – $27.7 მილიარდი

  1. მედია და გასართობი ინდუსტრია – 104 მილიარდერი (სიის 4%)

უმდიდრესი: რუპერტ მერდოკი – $19. 5 მილიარდი

  1. ენერგეტიკა – 98 მილიარდერი (სიის 4%)

უმდიდრესი: ჰეროლდ ჯემი – $18.5 მილიარდი