Forbes: საუკეთესო უნივერსიტეტები ხელოვნური ინტელექტის შესასწავლად

Forbes: საუკეთესო უნივერსიტეტები ხელოვნური ინტელექტის შესასწავლად

ნოემბერში, ChatGPT-ის დებიუტის შემდეგ, ხელოვნური ინტელექტის მიმართ ინტერესი მკვეთრად გაიზარდა. სტუდენტების ახალი თაობა ამ მიმართულებით სწავლისა და მუშაობისკენ მიისწრაფვის, რის საპასუხოდაც, უნივერსიტეტები ახალ რეალობას ერგებიან და თავიანთ AI-ინჟინერიის სასწავლო კურიკულუმებს ცვლიან.

უნივერსიტეტთა ნაწილი მსურველებს საინჟინრო განათლებას მხოლოდ სამაგისტრო პროგრამებით სთავაზობს, თუმცა სხვებმა, დაინტერესებული პირებისთვის, საბაკალავრო ძირითადი და მაინორი პროგრამები შექმნეს. მათ შორისაა პრინსტონის უნივერსიტეტი (Forbes-ის 2023 წლის საუკეთესო კოლეჯების სიაში #1), რომელმაც 2023 წლის შემოდგომიდან პოპულარული სასერტიფიკაციო პროგრამა, „სტატისტიკისა და მანქანათმცოდნეობის“ მაინორი დაიწყო.

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის (#4), ინჟინერიის სკოლაში, სტუდენტებს „ხელოვნური ინტელექტისა და გადაწყვეტილების მიღების მეცნიერებების“ მიმართულებით შეუძლიათ ბაკალავრის ხარისხის მიღება. ამავდროულად, გარდა კომპიუტერული მეცნიერებებისა და მათემატიკის კურსისა, პროგრამა სტუდენტებისგან მოითხოვს, გაიარონ მინიმუმ ერთი კლასი, რომელიც „კომპიუტერულ სოციალურ და ეთიკურ პასუხისმგებლობებს“ შეეხება.

პენსილვანიის უნივერსიტეტის (#8) კომპიუტერისა და ინფორმაციული მეცნიერების სტუდენტებს ხელოვნური ინტელექტის კონცენტრაციას სთავაზობს, რომელიც მოიცავს ისეთ კლასებს, როგორიცაა: „მონაცემთა მეცნიერებების სიღრმისეული შესწავლა“ და „კომპიუტერული ხედვა და გამოთვლითი ფოტოგრაფია“. უნივერსიტეტის სტუდენტებს ასევე შეუძლიათ AI@Penn-ის სტუდენტურ ორგანიზაციას შეუერთდნენ, რომელიც Wharton Business School-ის AI for Business Initiative-თან თანამშრომლობს და კოორდინაციას უწევს სპიკერების ღონისძიებებს, რომლებშიც AI-ის წამყვანი კურსდამთავრებულები და პროფესორები მონაწილეობენ.

Forbes-ის შეფასებით, ხელოვნური ინტელექტის შესასწავლად საუკეთესო უნივერსიტეტების სია ასე გამოიყურება:

პრინსტონის უნივერსიტეტი – სტატისტიკისა და მანქანათმცოდნეობის მაინორი

სტენფორდის უნივერსიტეტი – კომპიუტერული მეცნიერებების მეიჯორი, კონცენტრაციით ხელოვნური ინტელექტი

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი – ხელოვნური ინტელექტისა და გადაწყვეტილების მიღების მეცნიერებები

კალიფორნიის უნივერსიტეტი (ბერკლი) – ელექტრონული ინტელექტუალური სისტემები

პენსილვანიის უნივერსიტეტი – კომპიუტერული და ინფორმაციული მეცნიერებები

სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტი – ვიტერბის ინფორმაციული ტექნოლოგიური პროგრამა, AI-აპლიკაციების მაინორი

დუკის უნივერსიტეტი – მანქანათმცოდნეობისა და ხელოვნური ინტელექტის მაინორი

ფლორიდის უნივერსიტეტი – AI-ინოვაციების მაინორი

მერილენდის უნივერსიტეტი – კომპიუტერული მეცნიერების განყოფილება: მანქანათმცოდნეობის სპეციალიზაცია