Forbes: სპორტული გუნდების უმდიდრესი მფლობელები 2026 წელს

Forbes: სპორტული გუნდების უმდიდრესი მფლობელები 2026 წელს

ფოტო: Nathan Laine/Bloomberg

ამერიკულმა Forbes-მა სპორტული გუნდების მფლობელი უმდიდრესი ადამიანების რეიტინგი გამოაქვეყნა. გამოცემის სიაში სპორტული გუნდის ტოპ-25 ყველაზე მდიდარი მფლობელია შესული, რომელთა კოლექტიური ქონებაც მიმდინარე წელს $903 მილიარდს შეადგენს. რეიტინგის სათავეში კონგლომერატ LVMH-ის თავმჯდომარე, ფრანგი მილიარდერი ბერნარ არნოა, რომელიც Forbes-ის 2026 წლის უმდიდრეს ადამიანთა სიაში $171 მილიარდით მე-7 ადგილზეა.

77 წლის ფრანგი მილიარდერი, თავისი ოჯახის საკუთრებაში არსებული ჰოლდინგის მეშვეობით, საფრანგეთის საფეხბურთო კლუბ „პარიზს“ მართავს. არნოების ჰოლდინგმა კლუბის აქციების საკონტროლო პაკეტი (სავარაუდო ღირებულებით $100 მილიონი) 2024 წელს შეიძინა. შედეგად, „პარიზი“ არნოს ამჟამინდელი ქონების, $171 მილიარდის, მხოლოდ 0.06%-ს შეადგენს, ხოლო ფრანგის სიმდიდრის უმეტესი ნაწილი კონგლომერატზე მოდის. დამატებით კი, LVMH-ს 10-წლიანი სასპონსორო ხელშეკრულება აკავშირებს Formula 1-თან, რომელიც 2024 წელს გაფორმდა $1-მილიარდიანი ღირებულებით.

არნო დაახლოებით $45 მილიარდით უსწრებს „ლოს-ანჯელეს კლიპერსის“ მფლობელსა და Microsoft-ის ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს, სტივ ბალმერს. ეს უკანასკნელი მსოფლიოს სპორტული გუნდების უმდიდრესი მფლობელების რეიტინგს ზედიზედ ორი წელი ლიდერობდა, თუმცა ამჟამად $126 მილიარდით მესამე პოზიციაზეა წარმოდგენილი. მიუხედავად ამისა, უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში, Microsoft-ის სტაბილური შედეგების გავლენით, ბალმერის ქონება $118 მილიარდიდან დაახლოებით 7%-ითაა გაზრდილი. რეიტინგში ბალმერს „დენვერ ბრონკოსის“ მფლობელი რობ უოლტონი უსწრებს. Walmart-ის მემკვიდრის ქონება, გასული წლის $110 მილიარდთან შედარებით, 33%-ითაა გაზრდილი და $146 მილიარდს აღწევს.

ცნობისთვის, 2026 წლის რეიტინგში შემავალი 25 სპორტული გუნდის მფლობელთა კოლექტიური ქონება $903 მილიარდს შეადგენს — ეს დაახლოებით 49%-ით მეტია გასული წლის $607 მილიარდთან შედარებით. ამასთან ერთად კი, რეიტინგის ისტორიაში პირველად, მათგან 25-ვეს ქონება $10 მილიარდს აჭარბებს. ქვედა ზღვარი „ატლანტა ფალკონსის“ მფლობელმა, არტურ ბლანკმა დააწესა, რომლის ქონების წმინდა ღირებულებაც $11.1 მილიარდს შეადგენს.

2026 წლის რეიტინგში მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ლიგის, NFL-ის გუნდების რვა მფლობელი მოხვდა, NBA-ის ჩემპიონატიდან — შვიდი, ხოლო MLS-ის გუნდებიდან —ასევე შვიდი მფლობელითაა წარმოდგენილი. ყველაზე პოპულარული სპორტი ფეხბურთია, რომელიც რეიტინგში შვიდი ლიგიდან ჯამში 13 მფლობელის პორტფელის ნაწილია.

Forbes-ის 2026 წლის სიაში არნოს გარდა სამი ახალწვეულიც გვხვდება: აზიელი მილიარდერი ბუდი ჰარტონო, რომელიც ძმასთან, მაიკლთან ერთად იტალიურ საფეხბურთო კლუბ „კომო 1907“-ს ფლობს; პიტერ მალუკი, MLS-ის Sporting Kansas City-ის ახალი მფლობელი; და დენ ფრიდკინი, რომელიც 2020 წლიდან იტალიური საფეხბურთო კლუბ „რომას“ მესაკუთრეა.

სპორტული გუნდების უმდიდრესი მფლობელები

#1 ბერნარ არნო 
ქონება: $171 მლრდ
წყარო: LVMH
კლუბი: Paris F.C.
მოქალაქეობა: საფრანგეთი

AFP via Getty Images

#2 რობ უოლტონი
ქონება: $146 მლრდ
წყარო: Walmart
კლუბი: Denver Broncos
მოქალაქეობა: აშშ

Getty Images

#3 სტივ ბალმერი 
ქონება: $126 მლრდ
წყარო: Microsoft
კლუბი: Los Angeles Clippers
მოქალაქეობა: აშშ

Mark Lennihan / AP

#4 მირიამ ადელსონი 
ქონება: $37.5 მლრდ
წყარო: კაზინოები
კლუბი: Dallas Mavericks
მოქალაქეობა: აშშ

Julia Demaree Nikhinson-Pool via Imagn Images

#5 იდენ ოფერი
ქონება: $34.6 მლრდ
წყარო: გადაზიდვები
კლუბი: FC Famaličao
მოქალაქეობა: ისრაელი

Bloomberg

#6 რობერტ პერა
ქონება: $31.7 მლრდ
წყარო: Ubiquiti Networks
კლუბი: Memphis Grizzlies
მოქალაქეობა: აშშ

Joe Murphy/NBAE via Getty Images

#7 ჰენრი სამუელი
ქონება: $30.8 მლრდ
წყარო: ნახევარგამტარები
კლუბი: Anaheim Ducks
მოქალაქეობა: აშშ

https://samueli.ucla.edu/

#8 ფრანსუა-ანრი პინო
ქონება: $29.5 მლრდ
წყარო: Kering
კლუბი: Stade Rennais FC
მოქალაქეობა: საფრანგეთი

Chesnot/Getty Images

#9 დანიელ გილბერტი
ქონება: $27.9 მლრდ
წყარო: Rocket Mortgage
კლუბი: Cleveland Cavaliers
მოქალაქეობა: აშშ

Anjali Sundaram | CNBC

#10 დევიდ ტეპერი
ქონება: $23.7 მლრდ
წყარო: ჰეჯ-ფონდები
კლუბი: Carolina Panthers, Charlotte FC
მოქალაქეობა: აშშ

CNBC