Ford-ი ელექტრომობილებში დამატებით $20 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს

Ford-ი ელექტრომობილებში დამატებით $20 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს

Ford Motor Co ელექტრომობილების მიმართულების განვითარებაში, დამატებით $20 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს. ანგარიშის თანახმად, მომავალი ხუთი წლის განმავლობაში $10-დან $20 მილიარდამდე ინვესტიცია, მთელ მსოფლიოში, Ford-ის არსებული ქარხნების ელექტრომობილების წარმოებაზე გადაყვანას მოხმარდება.

„Ford+“ -ის გეგმის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების მეორე უმსხვილესმა მწარმოებელმა, 2030 წლისთვის, ელექტრომობილებსა და ბატარეის განვითარებაზე $30 მილიარდზე მეტის დახარჯვის პირობა დადო. ახალი გეგმა ასევე იმ ინჟინრების დაუზუსტებელ რაოდენობას მოიცავს, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტსა და EV-ის პროგრამულ უზრუნველყოფაზე იმუშავებენ, რაც ავტოინდუსტრიაში ციფრული კავშირისა და პროგრამული უზრუნველყოფის მზარდ მნიშვნელობაზე მიუთითებს.

სამშაბათის მონაცემებით, Ford-ის აქციები 2,7%-ითაა გაზრდილი. ავტომწარმოებლის სპიკერის განცხადებით, კომპანია ახორციელებს ახალ ამბიციურ გეგმას, „Ford+“-ს ელექტრომობილების ახალ ეპოქაში განვითარებისთვის. მან ასევე დასძინა, რომ ჭორებსა და სპეკულაციებზე დამატებითი კომენტარის გაკეთებას არ აპირებს. Ford-ის უახლოეს წამოწყებას კი Apple-ისა და Tesla-ს ყოფილი აღმასრულებელი დუგ ფილდი უხელმძღვანელებს, რომელიც გუნდს გასულ წელს შეუერთდა.

Ford-თან ერთად, სხვა წამყვანი ავტომწარმოებლებიც, მათ შორის General Motors-ი და Volvo Cars-ი, ელექტრომობილების მიმართულებით სწრაფი ცვლილებების განხორციელებას განაგრძობენ და ისეთი ძლიერი მეტოქისთვის კონკურენციის გაწევისთვის ემზადებიან, როგორიც ილონ მასკის Tesla-ა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.