გაეროს უკრაინული მარცვლეულის გადასაზიდად გეგმა აქვს

გაეროს უკრაინული მარცვლეულის გადასაზიდად გეგმა აქვს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციას უკრაინული მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით ობიექტური გეგმა აქვს. მინისტრის ინფორმაციით, გაეროს გეგმა, როგორც რუსეთის საექსპორტო საჭიროებებს, ასევე უკრაინის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.

ნატოს სამიტის შემდგომი განცხადებით, თუ გეგმა იმუშავებს, უკრაინა მისი მარცვლეულის საერთაშორისო ექსპორტზე გატანას შეძლებს. თუმცა, ჩავუშოღლუმ მარცვლეულის ექსპორტისთვის შავი ზღვის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ უსაფრთხო გადაზიდვისთვის ტერიტორია ნაღმებისგან უნდა გაიწმინდოს. შავი ზღვა, სადაც ამჟამად ასობით ნაღმია განლაგებული, გადამწყვეტია მარცვლეულის, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტისთვის. შავი ზღვის სანაპიროებს რუსეთთან და უკრაინასთან ერთად, ბულგარეთი, რუმინეთი, საქართველო და თურქეთი ინაწილებენ.

უკრაინა, რუსეთს მის მიერ დაპყრობილი ტერიტორიებიდან მარცვლეულის მოპარვაში ადანაშაულებს, თუმცა კრემლი ბრალდებებს უარყოფს. თურქეთი მარცვლეულის საერთაშორისო ბაზარზე გასატანად შუამავლის როლს თამაშობს და ამავდროულად უკრაინის ბრალდების გამოძიებას ცდილობს. თავის მხრივ, ანკარა მოპარული მარცვლეულის თურქეთში ჩასვლის შესახებ უკრაინის ბრალდებებს არ აღიარებს და ამტკიცებს, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე მსგავსი შემთხვევა ჯერ არ დაფიქსირებულა.

ცოტა ხნის წინ კი, თურქეთის საბაჟომ რუსული გემი დააკავა, რომელსაც ოკუპირებული უკრაინის პორტ Berdyansk-დან მარცვლეული გადაჰქონდა. გემის შეჩერება თავად უკრაინამაც მოითხოვა. როგორც თვის დასაწყისში რუსეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რუსეთის მიერ კონტროლირებადი ბერდიანსკისა და მარიუპოლის პორტები მარცვლეულის გადაზიდვის გასაახლებლად მზად არიან.