გაიგე, როგორ ისწავლო დიდ ბრიტანეთში სრული დაფინანსებით - საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი

გაიგე, როგორ ისწავლო დიდ ბრიტანეთში სრული დაფინანსებით - საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი

19 სექტემბერს, 19:00 საათზე, დაესწარი საქართველოს ბანკის მიერ გამართულ ვებინარს და გაიგე, როგორ მიიღო დიდ ბრიტანეთში, სამაგისტრო საფეხურზე სწავლის სრული დაფინანსება.

შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე: http://go.bog.ge/46uENpo

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი, CHEVENING-ის პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად გამარჯვებულ სტიპენდიატებს  ავლენს და მათ დიდი  ბრიტანეთის წამყვან უნივერსიტეტებში, სამაგისტრო საფეხურზე სწავლისა და ცხოვრების ხარჯებს სრულად უფინანსებს.

ვებინარის ფარგლებში, საქართველოს ბანკის სტიპენდიატი – ლუკა ხუნდაძე და CHEVENING-ის პროგრამის კოორდინატორი – ვიკა ზამთარაძე მონაწილეებს მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხებს გაუზიარებენ. კერძოდ, ვებინარის მონაწილეები გაიგებენ:

  • როგორ მოიპოვონ საქართველოს ბანკის 100%-იანი სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში;
  • როგორ მიიღონ ინფორმაცია სააპლიკაციო პროცესის შესახებ;
  • მოისმენენ რჩევებს, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლისა და ცხოვრების გამოწვევების დაძლევაში დაეხმარებათ.

CHEVENING-ის პროგრამაზე განაცხადების მიღება უკვე დაიწყო და ის 7 ოქტომბერს დასრულდება.

აპლიკაციის შევსების შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.

ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე.

S