გაიცანი Change Inspire-ის სპიკერები - 4 ივლისს მასშტაბური ტექ. კონფერენცია გაიმართება

გაიცანი Change Inspire-ის სპიკერები - 4 ივლისს მასშტაბური ტექ. კონფერენცია გაიმართება

როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი თამაშის წესებს ბიზნესში, ტექნოლოგიებში, ადამიანების ყოველდღიურობაში? სწორედ ამ და კიდევ არაერთ შეკითხვაზე პასუხს Change Inspire-ზე – საქართველოში ყველაზე დიდ ტექნოლოგიურ კონფერენციაზე მოვისმენთ.

ღონისძიებაზე 4 ივლისს 40-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო სპიკერი შეიკრიბება, რათა ერთმანეთსა და აუდიტორიას AI-ს, კიბერუსაფრთხოების, მონაცემთა ანალიზისა და IT ინფრასტრუქტურის მიმართულებით საკუთარი ხედვა, სტრატეგია და რეალური ქეისები გაუზიარონ.

ღონისძიების Game Changer პარტნიორია საქართველოს ბანკი ­- AI ინოვაციების მხარდამჭერი ბანკი.

გლობალური მასშტაბის სპიკერები ადგილობრივ სცენაზე

Change Inspire წელს ისეთი კომპანიების წარმომადგენლებს მასპინძლობს, როგორებიცაა: AWS (Amazon Web Services), Google Cloud, Oracle, Palo Alto Networks. Lenovo და სხვა.

საერთაშორისო სპიკერები კი როგორც ბიზნესის, ისე ინჟინერიის მიმართულებებს მიმოიხილავენ. მაგალითად:

  • Aleksandr Bernadskii (AWS) ისაუბრებენ, როგორ იყენებს Amazon GenAI-ს შიდა პროცესების ავტომატიზაციისთვის.
  • Jan Smerhovsky (Google Cloud) გაგვიზიარებს GenAI-ის უახლეს შესაძლებლობებს.
  • Ali Fuat Turkay (Palo Alto) იმსჯელებს კიბერუსაფრთხოებაზე AI ეპოქაში.
 ადგილობრივი ინოვატორები

გლობალურ კომპანიებთან ერთად, Change Inspire ქართულ გამოცდილებასაც დაფარავს.

საქართველოს ბანკის რვა სპიკერი კონფერენციაზე საკუთარი ინოვაციური გამოცდილებით წარდგებიან, მათ შორის არიან:

  • ვაჟა მანტუა, IT დირექტორი, (Core IT & Data)  – Where BoG Tech Strategy Meets AI;
  • მიხეილ ნადარეიშვილი, მონაცემთა ანალიტიკის დეპარტამენტის დირექტორი – Disrupting Ourselves through AI: the Case of Bank of Georgia;
  • ედგარ ბრუტიანი, ანალიტიკური პროექტის ლიდერი – Human-Led, AI-Powered: Inside Our Generative AI Integration Journey;
  • თამარ გრიგალაშვილი- ანალიტიკური პროექტის ლიდერი, ნიკა ჭონიშვილი- მონაცემთა მეცნიერი და ალექსანდრ ბერნადსკი (AWS) – Elevating Customer Support Productivity with GenAI;
  • ალექსანდრე ხორბალაძე, Expert ანალიტიკოს-დეველოპერი – AI Code Reviewer;
  • ნინო სასანია, მონაცემთა ინჟინერიის ლიდი – The Power of Data Literacy.
  • გიორგი მერკვილაძე, ტექ პროდაქტ ოუნერი – Enterprise Data Repository.

გარდა ამისა, ღონისძიებაზე საკუთარ გამოცდილებას გააზიარებენ სხვა ადგილობრივი კომპანიების წარმომადგენლებიც. სპიკერების სრული სიის სანახავად ეწვიეთ ვებგვერდს.

სამი სცენა სხვადასხვა ინტერესების მქონე ადამიანებისთვის

Change Inspire-ზე სამ სცენას მოიცავს, სადაც სხვადასხვა ინტერესის ადამიანი თანამოაზრეს ან სასარგებლო ინფორმაციას აუცილებლად აღმოაჩენს.

Champions Stage-ის სცენაზე ბიზნესის სტრატეგიები და ინოვაციური ხედვები გლობალური პერსპექტივიდან იქნება განხილული.

Tech Deep Dive Stage ინჟინრებისა და ტექნიკური პროფესიონალებისთვისაა. აქ რეალური ქეისებსა და საუკეთესო პრაქტიკებზე იმსჯელებენ.

Workshop Stage კი ინტერაქტიური სივრცეა, სადაც მონაწილეები AI ხელსაწყოებს, ჩარჩოებს და მათი დანერგვის სტრატეგიებს გაეცნობიან.

რატომ არ უნდა გამოტოვო Change Inspire?
  • მიიღებ რეალურ ინფორმაციას მსოფლიოს წამყვანი კომპანიებისგან;
  • გაეცნობი ქართულ ორგანიზაციებში AI-ის დანერგვის პროცესს;
  • შეძლებ, შენი პროფესიული მიმართულებით კონკრეტული სესიები აირჩიო;
  • რაც მთავარია, მონაწილეობას მიიღებ სამიტში, სადაც ტექნოლოგიური მომავლის ახალი სცენარი იწერება.

შემოუერთდი AI ჩემპიონთა ლიგას 4 ივლისს Pullman Tbilisi Axis Towers-ში.

S