გაიცანით American Kennel Club-ის მიერ ოფიციალურად აღიარებული ძაღლების ახალი ჯიშები

გაიცანით American Kennel Club-ის მიერ ოფიციალურად აღიარებული ძაღლების ახალი ჯიშები

American Kennel Club-მა (AKC), მსოფლიოს უდიდესმა სუფთა ჯიშის ძაღლების რეესტრმა, Russian Toy და Mudi, ორგანიზაციის მიერ აღიარებული ჯიშების სიაში შეიყვანა. რეალურ სათამაშოში რომ არ აგვერიოს, AKC-იმ განმარტა, რომ Russian Toy ძალიან პატარა, აქტიური და მხიარული ძაღლია, რომლის წარმომავლობაც რუსულ არისტოკრატიას უკავშირდება. Russian Toy ამერიკის შეერთებულ შტატებში მხოლოდ 775-ია და ის ახლა უკვე რეესტრის „სათამაშოების ჯგუფის“ წევრია.

რაც შეეხება Mudi-ს, ის გერმანულ ნაგაზს, კოლისა და სხვა წევრებს მწყემსის (Herding) ჯგუფში შეუერთდება. Mudi წარმოშობით უნგრეთიდანაა, სადაც მისი ჯიშის წარმომადგენლებს ძირითადად ფერმებში იყენებდნენ. AKC-ის განცხადებით, ისინი ერთგული, ენერგიული და მოსიყვარულე ძაღლები არიან, ასევე აღნიშნული ჯიში იდეალურია მორბენალებისთვის. გარდა ამისა, Mudi-ის ჯიშის ძაღლები ჭკვიანებიც არიან, სწრაფად სწავლობენ და არ საჭიროებენ ბევრ გამეორებას ახალი უნარების ასათვისებლად. Mudi საკმაოდ იშვიათია, აშშ-ში ის მხოლოდ 450-ია, გლობალურად, კი, მისი რაოდენობა 4000-ს აღწევს.

American Kennel Club-ი ყოველწლიურად ძაღლების ახალ ჯიშებს აღიარებს. 2020 წელს, რეესტრის სიას Dogo Argentino და Barbet-ი შეუერთდნენ. AKC-ის მიერ აღიარებისთვის აუცილებელია ჯიშიდან მინიმუმ 300-დან 400-მდე ძაღლი სულ მცირე 20 შტატში იყოს წარმოდგენილი და მისი კლუბი არსებობდეს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *