გალტ & თაგარტი“, წამყვანი საინვესტიციო ბანკი საქართველოში, გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების (Women’s Empowerment Principles – WEPs) ხელმომწერი კომპანია გახდა. ეს ნაბიჯი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კომპანიის ხედვებს გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების მიმართულებით.
WEPs გაეროს გლობალური შეთანხმებისა (UN Global Compact) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც კომპანიებს სამუშაო ადგილზე, ბაზარსა და საზოგადოებაში გენდერული თანასწორობის ხელშესაწყობად სახელმძღვანელო მითითებებს სთავაზობს. ამ პრინციპებზე ხელმოწერით, გალტ & თაგარტი იღებს ვალდებულებას, კიდევ უფრო გააძლიეროს ქალთა როლი და მონაწილეობა ყველა დონეზე.
„Galt & Taggart-ში, საქართველოს წამყვან საინვესტიციო ბანკში, ჩვენ გვჯერა, რომ ყოველი პროექტისა და მიღწევის უკან უფრო დიდი მიზანია – ხელი შევუწყოთ უკეთესი და უფრო სამართლიანი საზოგადოების ჩამოყალიბებას“, „ვქმნით შესაძლებლობებს“ მხოლოდ ჩვენი სლოგანი არ არის, ეს არის მიდგომა, რომლის მეშვეობითაც ჩვენ ვუყურებთ ჩვენს პასუხისმგებლობას ადამიანებისა და პროგრესის წინაშე. რადგან ქალები ჩვენი სამუშაო ძალისა და მენეჯმენტის 50%-ზე მეტს შეადგენენ, გენდერული თანასწორობა ჩვენი კულტურის ნაწილია და არა მომავლის ამბიცია. ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმოწერით, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას, მონაწილეობა მივიღოთ ისეთი სამუშაო ადგილისა და საზოგადოების ჩამოყალიბებაში, სადაც ყველა დასაქმებულს აქვს კომპანიის მხარდაჭერა კარიერული განვითარების, ლიდერობისა და წარმატების მიღწევის გზაზე”, – განაცხადა ქეთევან თოიძემ, გალტ & თაგარტის დირექტორის მოადგილემ.
S