გალტ & თაგარტის თრეიდინგის ჩემპიონატის შედეგები ცნობილია - ინტერვიუ დავით ნიშნიანიძესთან

გალტ & თაგარტის თრეიდინგის ჩემპიონატის შედეგები ცნობილია - ინტერვიუ დავით ნიშნიანიძესთან

საქართველოში საინვესტიციო და საბროკერო სერვისებზე ინტერესი წლიდან წლამდე იზრდება. მზარდია იმ ინიციატივების რიცხვიც, რომელსაც ქვეყნის წამყვანი საინვესტიციო ბანკი – გალტ & თაგარტი – მომხმარებლებს სთავაზობს. ერთ-ერთი ასეთი სიახლე, რომელმაც მომხმარებლების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო, თრეიდინგის ჩემპიონატი იყო.

ფინანსური ბაზრებით დაინტერესებული ადამიანებისთვის გასული ერთი თვე განსაკუთრებით დინამიკური აღმოჩნდა:  გალტ & თაგარტის პლატფორმა Trader.ge-ზე ადგილობრივ და საერთაშორისო ინვესტორებს საინტერესო ამოცანა ჰქონდათ – მათ რეალურ საფონდო ბირჟებზე უნდა ევაჭრათ და ჯილდოს მისაღებად ყველაზე მაღალი პროცენტული მოგებისთვის მიეღწიათ. ჩემპიონატი უკვე დასრულდა და გამარჯვებულებიც ცნობილია. მის იდეაზე, შედეგებზე და 2025 წელს საბროკერო მიმართულების მთავარ ტენდენციებზე კი დავით ნიშნიანიძე, გალტ & თაგარტის საბროკერო დეპარტამენტის დირექტორი საუბრობს.

„თრეიდინგის ჩემპიონატის მიზანი საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნა იყო“

გალტ & თაგარტი საფონდო ბირჟებზე ვაჭრობით დაინტერესებული ადამიანებისთვის პროდუქტებსა და მომსახურებას ათწლეულებია, ქმნის. ამ ინიციატივაზე მუშაობისას კი გუნდი საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნაზე ფოკუსირდა.

დავით ნიშნიანიძე აღნიშნავს, რომ საქართველოში მსგავსი ინიციატივა პრაქტიკულად არ ჩატარებულა. გალტ & თაგარტის მიზანი კი საფონდო ბირჟებზე ვაჭრობით დაინტერესებული ადამიანებისთვის რეალური საინვესტიციო გარემოს გაცნობა იყო.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებლებს ისეთ გარემოში ევაჭრათ, სადაც გადაწყვეტილებებს რეალური მონაცემები და ნამდვილი ბაზრის დინამიკა განსაზღვრავს. ჩემპიონატის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ენახათ რამდენად მრავალფეროვანია გლობალური ბაზრები, როგორ მუშაობს სხვადასხვა ტიპის ინსტრუმენტი და როგორ უნდა მიაღწიო წარმატებას რისკების შეფასებით”, – აღნიშნავს დავით ნიშნიანიძე.

მრავალფეროვანი პროდუქტები და ბაზრები

დავით ნიშნიანიძე განმარტავს, რომ მონაწილეებისთვის ჩემპიონატი განსაკუთრებით საინტერესო რამდენიმე მიზეზის გამო იყო:

  • მათ ჰქონდათ წვდომა 50-ზე მეტ გლობალურ საფონდო ბირჟაზე;
  • შეეძლოთ მრავალფეროვანი პროდუქტებით – აქციებით, ობლიგაციებით, ETF-ებით და სხვა ინსტრუმენტებით ვაჭრობა;
  • შესაძლებლობა ჰქონდათ, განესაზღვრათ რისკისადმი ტოლერანტობა და საინვესტიციო ლოგიკა;
  • ენახათ, რა განსხვავებაა თეორიულ ცოდნასა და რეალურ ბაზარზე მიღებულ გადაწყვეტილებებს შორის.

„საგულისხმოა, რომ მონაწილეების ნაწილს აქამდე ამ მასშტაბებით ვაჭრობისა თუ დაკვირვების გამოცდილება არ ჰქონიათ. ვფიქრობთ, რომ ჩემპიონატმა მათ მისცა შესაძლებლობა, ფართო სურათში დაენახათ ეს სფერო, ალტერნატივები შეეფასებინათ და საკუთარი საინვესტიციო ხედვა შეექმნათ.“

გამარჯვებულები და მაღალი ვოლატილობის პერიოდში მიღწეული შედეგები

2024 წლის ოქტომბერ-ნოემბერში გლობალური ბაზრები მაღალი ვოლატილობით გამოირჩეოდა. მიუხედავად ამისა, ჩემპიონატის სამი გამარჯვებულის მოგების პროცენტულმა მაჩვენებლებმა შთამბეჭდავ ნიშნულს მიაღწია. მათი ასეთი შედეგი დააფიქსირეს:

  • I ადგილი – +113.4%
  • II ადგილი – +78.1%
  • III ადგილი – +25.8%

მათ ჯილდო $20 000-იანი საპრიზო ფონდიდან მიითღეს.

„ეს პერიოდი ბირჟებზე საკმაოდ ტურბულენტურ ფაზას დაემთხვა. ასეთ პირობებში მაღალი მოგების მიღწევა კი განსაკუთრებით დასაფასებელია, რადგან ეს სწორი სტრატეგიის შემუშავებასა და მოქნილობას მოითხოვს,“ — აღნიშნავს დავითი.

ადგილობრივი ბაზრის ტენდენციები

ბოლო წლებში საქართველოს ბაზარზე საცალო ინვესტორების რაოდენობა სტაბილურად იზრდება. ნიშნიანიძის თქმით, ინვესტირების მიმართ დამოკიდებულება საგრძნობლად იცვლება — უფრო მეტი ადამიანი ცდილობს, ბაზრების შესაძლებლობები გამოიყენოს.

„ადგილობრივ მომხმარებელთა დიდი ნაწილი ხედავს, რომ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება ექსკლუზიური საქმე არ არის. ჩვენი პლატფორმით უამრავი ქართველი ტრეიდერი სარგებლობს  და ჩემპიონატის გამარჯვებულებიც სწორედ ისინი აღმოჩდნენ, რაც ძალიან გვახარებს,“ –  აცხადებს დავითი.

და ბოლოს, გალტ & თაგარტისთვის საცალო ინვესტირების განვითარება, ამ კუთხით საზოგადოებაში ცნობადობის ამაღლება თუ საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნა სტრატეგიული ხედვის ნაწილია. დავით ნიშნიანიძე დასძენს, რომ ეს გრძელვადიანი პროცესია, თუმცა „ჩემპიონატმა ამ გზაზე ერთი მნიშვნელოვანი აგური ნამდვილად დადო“.

S