გასულ თვეში Toyota-მ რეკორდული რაოდენობის ავტომობილი გამოუშვა

გასულ თვეში Toyota-მ რეკორდული რაოდენობის ავტომობილი გამოუშვა

იაპონურმა კომპანია Toyota-მ ნოემბრის თვეში 833,104 ერთეული ავტომობილის წარმოება შეძლო, რაც 1.5%-ით მეტია წინა წლის ამავე პერიოდის მონაცემზე. გარდა ამისა, ეს კომპანიის მიერ ერთ თვეში დაფიქსირებულ რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს.

Toyota-ს განმარტებით, იაპონიის ქარხანაში წარმოებული ავტომობილების რაოდენობა 266,000-ს აღწევს, დარჩენილი 567,000 ერთეული კი უცხოეთში განლაგებულ საწარმოებშია გამოშვებული.

პანდემიის დასრულების შემდეგ, მსოფლიო მასშტაბით ახალ ავტომობილებზე მოთხოვნა იზრდება, განსაკუთრებით კი აშშ-ში. მოგეხსენებათ, Toyota მსოფლიოს ყველზე მოთხოვნადი მწარმოებელია, რომელიც 2022 წლის ბოლომდე დაახლოებით 9.7 მილიონი ერთეული ავტომობილის წარმოებას გეგმავს, შედარებისთვის, გასულ წელს აღნიშნული მაჩვენებელი 8.6 მილიონს შეადგენდა.

ცნობისთვის, საქართველოშიც Toyota ყველაზე მოთხოვნადი ავტომწარმოებელია, ქვეყანაში ყველაზე პოპულარულ მოდელებს შორისაა: Camry, Prius და RAV4.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *