გასულ წელს ჰაკერებმა $21 მილიარდის კრიპტოაქტივები მოიპარეს

გასულ წელს ჰაკერებმა $21 მილიარდის კრიპტოაქტივები მოიპარეს

გასულ წელს კრიპტოინდუსტრიაში კიბერდანაშაულის შემთხვევები რეკორდულად გაიზარდა, საერთო ჯამში ჰაკერებმა და თაღლითებმა 21 მილიარდი დოლარის კრიპტოაქტივები მოიპარეს. აღსანიშნავია, რომ ეს სტატისტიკა არ მოიცავს თაღლითურ კრიპტოპროექტებს და ის უშუალოდ ანგარიშიდან აქტივების მოპარვის სტატისტიკაა.

კიბერშეტევების ყველაზე მეტი შემთხვევა დეცენტრალიზებულ პლატფორმებზე, განსაკუთრებით კი საიდჩეინებზე ფიქსირდება. მოპარული აქტივების 82% სწორედ ასეთ DeFi პლატფორმებზე მოდის, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ცენტრალიზებულ კრიპტობირჟებს უკეთესი კიბერდაცვა აქვთ, ვიდრე დეცენტრალიზებულ ალტერნატივებს.

იდენტიფიცირებული ჰაკერების ყველაზე დიდი რაოდენობა რუსეთთან, ჩრდილოეთ კორეასთან და ირანთანაა დაკავშირებული. უმსხვილესი ჰაკერული დაჯგუფებები კი სწორედ რუსეთის ფედერაციას წარმოადგენენ.

თავდასხმის ყველაზე გავრცელებულ სახეობად სისტემაში გარღვევის აღმოჩენა და შემდეგ უკვე კოორდინირებული კიბერშეტევის განხორციელება ფიქსირდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *