გასულ წელს „პაშა ბანკი“ მოგებაზე პირველად გავიდა

გასულ წელს „პაშა ბანკი“ მოგებაზე პირველად გავიდა

2023 წელს „პაშა ბანკი“ პირველად გავიდა დადებით შედეგზე და წელი 1.7 მილიონი ლარის მოგებით დაასრულა. 30%-ით გაიზარდა ბანკის საოპერაციო შემოსავალიც და 42 მილიონი ლარი შეადგინა.

„შედეგები „პაშა ბანკის“ კორპორაციულმა და კომერციულმა განყოფილებებმა განაპირობა, რამაც ბანკის საკრედიტო პორტფელი წლის ბოლოს 336 მილიონ ლარამდე გაზარდა. დეპოზიტების ზრდამ წინა წელთან შედარებით 16 მილიონი ლარი შეადგინა“, – წერია განცხადებაში.

ამასთან, 2024-26 წლებში ორგანიზაცია იმოქმედებს ახალი სტრატეგიით, რომელიც ფოკუსირებული იქნება კორპორაციული ბიზნესის გაფართოებაზე. „პაშა ბანკი“ შეწყვეტს მასობრივ საცალო დაკრედიტებას და გააგრძელებს ციფრული სერვისების განვითარებას.

აღსანიშნავია ისიც, რომ გასული წლის ოქტომბრიდან ბანკის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარისა და გენერალური დირექტორის პოსტი რამილ იმამოვმა დაიკავა.