Gazprom-მა სანქციების დაწესების შემდეგ პორტოვაიადან პირველი LNG-ტვირთი ჩინეთს მიაწოდა

Gazprom-მა სანქციების დაწესების შემდეგ პორტოვაიადან პირველი LNG-ტვირთი ჩინეთს მიაწოდა

იანვარში, აშშ-ის მიერ პორტოვაიას LNG-ქარხნისთვის სანქციების დაწესების შემდეგ, Gazprom-მა თხევადი ბუნებრივი აირის პირველი ტვირთი ჩინეთს მიაწოდა. LSEG-ის მონაცემებით, ტრანსპორტირება Valera-ს გადამზიდის საშუალებით, ბალტიის ზღვის ქარხნიდან ბეიჰაის LNG-ტერმინალის მიმართულებით განხორციელდა.

პორტოვაიაში ტანკერი 28 ოქტომბერს დაიტვირთა და ჩინეთის სამხრეთით მდებარე პორტ Tieshan-ში გაიგზავნა. რუსეთის თხევადი ბუნებრივი აირის უმსხვილესი მწარმოებელი Novatek-იც, Arctic LNG 2-ის ქარხნიდან ჩინეთში ტვირთის ტრანსპორტირებისთვის, იმავე პორტს იყენებს.

სააგენტო Argus-ის წარმომადგენლის, მარტი სენიორის განცხადებით, ზამთარში პორტოვაიადან ჩინეთში LNG-ის ექსპორტი შესაძლოა თვიურად მხოლოდ ერთ ტვირთამდე შეიზღუდოს. მიზეზი ტერმინალის პატარა ზომა და გადამზიდავების ნაკლებობაა. ეს Arctic LNG 2-ის პროგნოზირებად ექსპორტზე ნაკლებია, რომელსაც ერთ თვეში დაახლოებით სამი შეკვეთის განხორციელება შეუძლია.

პორტოვაიას მცირე მასშტაბის LNG-ქარხანამ, რომლის წლიური წარმოება 1.5 მილიონ ტონა თხევად ბუნებრივ აირს შეადგენს, ოპერირება 2022 წლის ოქტომბერში დაიწყო. ოპერირების ადრეულ ეტაპზე, პორტოვაიადან ტვირთების ძირითადი ნაწილი თურქეთსა და საბერძნეთს მიეწოდებოდა. მიწოდების ბაზრები შემდგომში ჩინეთში, ესპანეთსა და იტალიაში გაფართოვდა.

ექსპორტი მიმდინარე წლის თებერვალში, აშშ-ის მიერ სანქციების დაწესების შემდეგ შეჩერდა. სანქციების მიზანი უკრაინასთან ომში მყოფი რუსეთისთვის LNG-დან შემოსავლების შემცირება იყო.