ღირებულებებზე აგებული ხიდები

ღირებულებებზე აგებული ხიდები

2025 წლის 20-23 ოქტომბერს სტრასბურგში ქართველი ემიგრანტების დიდი შეკრება გაიმართება, რომელიც ბიზნესს უნიკალურ შანსს აძლევს, ევროპულ ბაზარს დაუახლოვდეს და ქართველ ემიგრანტებთან კავშირები განამტკიცოს. ღონისძიება 7 ივნისს, პრინსტონში (აშშ) ქართველების მასშტაბური შეკრების წარმატებული გამოცდილების გაგრძელებაა.  მთავარი მისია ერთი სიტყვით შეიძლება აიხსნას — ხიდები: ხიდები საქართველოსა და დასავლურ სამყაროს შორის, ხიდები ქართულ დიასპორასა და სამშობლოს შორის, ხიდები ბიზნესსა და დასავლურ ღირებულებებს შორის.

ინიციატივის ავტორია აშშ-ში დაფუძნებული ორგანიზაცია The Builders of Value-Based Bridges Inc., რომელიც უკვე აერთიანებს ქართველ ემიგრანტ მეწარმეებსა და დასავლურ დიასპორების ნაწილს. პლატფორმა ოპერირებს დავოსის ფორუმის მსგავსი ბიზნესმოდელით, რომელიც თავისი პროექტებით ქართველ ემიგრანტებსა და ემიგრაციულ ერთობებს აძლიერებს, რათა მიღებული სინერგიით ჩამოყალიბებულმა კავშირმა საქართველოს პოლიტიკურეკონიმიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს.

ღონისძიების შესახებ Forbes Georgia  ზურაბ კაპანაძეს, ორგანიზაციის CEO-ს და მარიამ მაღულარიას, სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელს ესაუბრა.

ზურაბ კაპანაძე და მარიამ მაღულარია – ფოტო გამოყენებულია ღონისძიებიდან “სოლიდარობის ენერგეტიკა – RETCO x TOA

მოდით, დავიწყოთ იდეის დაბადებიდან. რა გახდა ამ ინიციატივის საფუძველი?

ზურაბ კაპანაძე: ეს იდეა, რომ შეგვექმნა პლატფორმა, რომელიც ქართველ ემიგრანტებს გააძლიერებდა, გამოცდილებიდან წამოვიდა. ძალიან რთულია სამშობლოდან შორს ყოფნაადაპტაცია, პროფესიული გზის გაგრძელება, ახალ გარემოსთან შეგუება. ჩვენ გვჯერა, რომ თუ თითოეული ემიგრანტი გაძლიერდება, მთლიანად დიასპორა გაძლიერდება და ეს თავის მხრივ საქართველოს დაეხმარება.

პირველი წარმატებული შეკრება გვქონდა 2025 წლის ივნისში, პრინსტონში (აშშ). სწორედ აქ დავინახეთ, როგორ შეუძლია დიასპორას შექმნას არა მხოლოდ ემოციური ერთობა, არამედ პრაქტიკული ქსელიბიზნესის, განათლების, კულტურის და სხვა მიმართულებით. სტრასბურგი სწორედ ამ გამოცდილების გაგრძელებაა, მაგრამ ამჯერად უკვეევროპულ კონტექსტში.

კითხვა: თქვენ თვითონაც ბიზნესმენი ხართ. როგორ გამოგადგათ წარსული გამოცდილება ამ პლატფორმის შექმნის პროცესში? 

ზურაბ კაპანაძე: წლებია, კერძო სექტორში ვმუშაობ. სხვადასხვა ბიზნესში ერთერთი მთავარი, რასაც ყოველთვის ვუსვამ ხაზს, არის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა (CSR). ბიზნესი მარტო მოგებაზე ვერ იდგებათუ ის არ ქმნის ღირებულებას საზოგადოებისთვის, მისი წარმატება მდგრადი ვერ იქნება. სწორედ ამ ფილოსოფიიდან მოდისხიდების მშენებლებისიდეაც: ჩვენ გვინდა, რომ ბიზნესმა პასუხისმგებლობა აიღოს არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ იმ საზოგადოებაზეც, რომელსაც ემსახურება საქმით

რატომ არის “ხიდების მშენებლების” აზრით ასე მნიშვნელოვანი, რომ ბიზნესი ღირებულებებზე დაყრდნობით მოქმედებდეს? 

მარიამ მაღულარია: იმიტომ, რომ ეს არა უბრალოდ ლამაზი სიტყვებია, არამედგანვითარების პრაქტიკული საფუძველი. ბიზნესს, რომელიც დასავლურ ღირებულებებს იზიარებსგამჭვირვალობას, პასუხისმგებლობას, სამართლიან კონკურენციასმეტი შანსი აქვს, რომ რეალურ წარმატებას მიაღწიოს. ღირებულებები კომპანიას აძლევს ძალას და ქმნის ნდობას როგორც მომხმარებლებისა და პარტნიორების, ასევეთანამშრომლების თვალში.

ამიტომ ჩვენი პლატფორმის მთავარი პრინციპიაValues matter — they make you stronger. სწორედ ეს გზავნილი გვინდა, რომ ქართულმა ბიზნესმა გაითავისოს.

რა ელემენტებისგან შედგებოდა პრინსტონის შეხვედრა და ამჯერად რას შესთავაზებთ სტრასბურგში თავმოყრილ აუდიტორიას?

ზურაბ კაპანაძე: ჩვენ გვინდა, რომ შეხვედრა არ იყოს მხოლოდ პანელებისა და დისკუსიების სერია. ის უნდა იქცეს ერთიანობის გამოცდილებად. პრინსტონში გვქონდა ოთხი მიმართულება. ეს იყო Market Fair, შეხვედრები და პანელური დისკუსიები, მუსიკალური ნაწილი და ფეხბურთის და კალათბურთის ტურნირები. სტრასბურგში ყველა ეს მიმართულება გავიმეორეთ და განვავითარეთ, სპორტული ელემენტების გარდაპრინსტონის ღონისძიების ფარგლებში ეს ტურნირები კონკრეტულ მიზანს ემსახურებოდა და თუში კახა თილიძეს (თუში) ეძღვნებოდა– ბოლო წლებში, ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, რომელიც 2025 წლის იანვარში დაიღუპა უკრაინაში.

ჩვენ გვინდა, რომ არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ კულტურული ხიდებიც ავაგოთ. სტრასბურგში შეიკრიბებიან ქართველი მუსიკოსები, დისკუსიებს დაესწრებიან  ქართველი სტუდენტები ევროპული თუ ამერიკული უნივერსიტეტებიდან, თავს მოიყრიან ადგილობრივი ემიგრანტები, ბიზნესმენები, ევროპული კომპანიების წარმომადგენლები და მცირე მეწარმეები. ქართველ მეწარმეებს ექნებათ საკუთარი სტენდები, სადაც საკუთარ პროდუქციას გამოიტანენ.

რა პრინციპებით ირჩევთ მხარდამჭერ კომპანიებს, რისი მიღება შეუძლია ამ ინიციატივაში ჩართვით ბიზნესს?

ზურაბ კაპანაძე: რამდენიმე მიმართულებას გამოვყოფ:

  • კონტაქტები: შესაძლებლობაა, შეხვდნენ წარმატებულ ქართველ მეწარმეებს ევროპასა და ამერიკაში, რომელთაგანაც უკვე პრაქტიკულ ცოდნას მიიღებენ
  • ბაზრის ცოდნა: ელზასის ეკონომიკური განვითარების სააგენტო ADIRA- დახმარებით ბიზნესები მიიღებენ ინფორმაციას ევროპულ ბაზარზე ოპერირების შესახებ, მათ შორის რელოკაციისა თუ ტენდერების შესაძლებლობებზე.
  • ახალი თაობა: ღონისძიებაზე იქნებიან გონიერი ქართველი სტუდენტებიი ევროპისა თუ აშშ წამყვანი უნივერსიტეტებიდან. ესენი არიან ნიჭიერი, განათლებული ადამიანები, რომლებიც მზად არიან, ეთანამშრომლონ იმ კომპანიებს, რომელთა ღირებულებებსაც იზიარებენ.
  • გლობალური ხედვა: დიასპორას მნიშვნელოვანი რესურსები აქვს, როგორც ფინანსური, ისეინტელექტუალური, კავშირები, გამოცდილება და ასე შემდეგ. ასეთი შეკრებების მხარდაჭერას გრძელვადიანი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს კომპანიისათვის

რატომ აირჩიეთ შეხვედრის ადგილად სტრასბურგი? რა გზავნილი ჩადეთ ამ გადაწყვეტილებაში? 

ზურაბ კაპანაძე: სტრასბურგი სიმბოლურია რამდენიმე მიზეზით. პირველ რიგში, ეს არის ქალაქი, სადაც ევროპარლამენტის სესიები ტარდება და შესაძლოა სწორედ ამ დღეებში საქართველოსთან დაკავშირებული კრიტიკული საკითხები დადგეს დღის წესრიგში. ჩვენ გვინდა, რომ ევროპელ პოლიტიკოსებს დავანახოთ, რომ დიასპორა მზად არის, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროპულ კურსს.

გარდა ამისა, სტრასბურგი საქართველოსთვის სხვა მხრივაც სიმბოლურია. სწორედ აქ გაჟღერდა ისტორიული ფრაზამე ვარ ქართველი და მაშასადამე, მე ვარ ევროპელი. ეს ქალაქი თავად ხიდის სიმბოლოასხვადასხვა ქვეყნიდან ძალიან მარტივია აქ მოხვედრა. გავითვალისწინეთ ისიც, რომ ამ რეგიონში მრავალრიცხვოვანი და აქტიური ქართული დიასპორა ცხოვრობს. ეს ქალაქი არის სიმბოლური ხიდი საფრანგეთსა და გერმანიას შორის. 

როგორ ხედავთ დიასპორის როლს საქართველოს პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში?

მარიამ მაღულარია: არაერთი მაგალითი არსებობს, რომ როდესაც ქვეყანა კრიზისშია, დიასპორა შეიძლება იქცეს ერთერთ ყველაზე ძლიერ რესურსადსაქართველო ახლა გზაგასაყარზე დგას. თუ ჩვენ სწორად გამოვიყენებთ ემიგრანტების პოტენციალს, ეს არა მხოლოდ ეკონომიკას, არამედ პოლიტიკურ და კულტურულ პროცესებსაც დაეხმარება.

ზურაბ კაპანაძექვეყანაში მიმდინარე მოვლენების ფონზე ემიგრანტების ჩართულობა და მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. საქართველოში მცხოვრებ ადამიანებს ამჟამად აქვთ ფიზიკური დაპატიმრების შიშიპასპორტების ჩამორთმევის შიში, ანგარიშების გაყინვის შიში. ქართული იურისდიქციის ქვეშ მყოფი ადამიანის მდგომარეობა არის ძალიან სუსტი, მოწყვლადი. თან ეს ადამიანები მუდმივად ბრძოლაში არიან, რაც უზარმაზარ ენერგიას მოითხოვს. ქართველს, რომელიც ცივილიზებულ ქვეყანაში ცხოვრობს, პასპორტს ვერ ჩამოართმევ, ვერც ქართული ანგარიშების გაყინვით ვერ გააჩერებ. ჩვენ ვფიქრობთ თითოეულ ადამიანზე, რატომ უნდა მოუნდეს სტრასბურგში მოსვლა, როცა, ვთქვათ, პარიზში ცხოვრობს. რას მიიღებს ამ ღონისძიებაზეჩვენ გვაქვს მაგ კითხვაზე პასუხი. კონკრეტულ მაგალითს გეტყვით. პრინსტონში ღონისძიებაზე საკმაოდ დატვირთული პროგრამა გვქონდა. ერთი გოგონა კალიფორნიიდან ჩამოვიდა, განათლების პანელზე იყო სპიკერი, მერე დაესწრო ქართულამერიკული ურთიერთობების პანელს, გაიცნო იქ ადამიანები, რომლებმაც შემდეგ სხვა პროფესიონალებთან დააკავშირესუკუკავშირს რომ ვაგროვებდით ღონისძიების შესახებ, ამ გოგონამ გვითხრა, რომ ერთ თვეში რამდენი კონტაქტი თუ შესაძლებლობაც შევიძინე, ამისთვის შეიძლება წლები დამჭირვებოდაო. სწორედ ეს არის ის ხელშსახები ღირებულება, რომელსაც ქმნის ჩვენი პლატფორმა

ემიგრაციაში წარმოუდგენლად დიდი რესურსია, რომელსაც ფართო საზოგადოება ჯერ კიდევ  ვერ აღიქვამს სათანადოდ. ჩვენი ერთერთი პანელი, სადაც დათო გორგილაძე იქნება მოდერატორი, თავს მოუყრის სხვადასხვა ქვეყნის ემიგრანტებს. გვინდა, რომ ამ ადამიანებს ერთმანეთთან დაკავშირება გავუადვილოთ

სტრასბურგის შეკრების მხარდამჭერია საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი რეგიონის, ელზასის ეკონომიკური განვითარების სააგენტო ADIRA. რას მოიცავს ეს თანამშრომლობა? 

ზურაბ კაპანაძე: ADIRA სახელმწიფო ორგანიზაციაა და კონკრეტულად ელზასის მხარის განვითარებაზეა პასუხისმგებელი. მათთვის მნიშვნელოვანია ისეთი ბიზნესების აღმოჩენა, რომლებიც პოტენციურად ელზასის მხარეში გამოცხადებულ ტენდერებში მიიღებენ მონაწილეობას და ამით ადგილობრივ სერვისებს გააიაფებენიქნება ეს ინფრასტრუქტურული პროექტები თუ სხვაგარდა მაგისა, ჩვენ გვექნება ტურები ფრანგულ კომპანიებში, სადაც დაინტერესებული პირები ნახავენ, როგორ მუშაობს გამართული ევროპული საწარმო. მემაგალითად რამდენიმე წლის წინ ვიყავი პორტუგალიაში, ღვინის საცობების ქარხანაში, რომელიც იყენებს კაიზენის მეთოდოლოგიას. იქ ნასწავლმა მეთოდებმა პირველივე წელს დამაზოგინა 100 000-ობით დოლარი. ხანდახან შეიძლება კონკრეტული თეორიები გქონდეს კომპანიის მართვასა და განვითარებაზე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ამ იდეების განხორციელებული სახით ნახვა და ახალი პერსპექტივის შექმნა.

როგორ შეუძლია ხიდების მშენებლების, როგორც ინიციატივის მხარდაჭერა საქართველოს რიგით მოქალაქეს / ემიგრანტს თუ, მაგალითად, ვერ ახერხებს სტრასბურგის ღონისძიებაზე დასწრებას? 

ზურაბ კაპანაძე: მხარდაჭერა ბევრნაირია. ყველაზე მარტივი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი, არის ინფორმაციის გავრცელება. ჩვენ უარი ვთქვით მარკეტინგულად გამართლებულ, მაგრამ ყალბ და არაგულწრფელ ფორმებზე. ამიტომ word of mouth — პირდაპირი რეკომენდაციაძალიან ეფექტურია. თუ საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში მცხოვრებ მეგობრებს, ქართველებს თუ უცხოელებს, ეტყვიან, რომ საინტერესო ღონისძიებაა, ეს უკვე სერიოზული მხარდაჭერაა.

გარდა ამისა, ჩვენ განვითარების საწყის ეტაპზე ვართ და სულ ვეძებთ ახალ იდეებს. ნებისმიერი წინადადება, ინიციატივა, კრიტიკაც კი მისასალმებელია. ეს ყველაფერი გააძლიერებს ჩვენს კონცეფციას და საბოლოოდ გააძლიერებს საქართველოს. ღია ვართ შემოთავაზებებისათვის და არ გვაქვს დამოკიდებულება, თითქოს არაფრის სწავლა არ გვჭირდება. პირიქითმოსმენა და ჩართულობა ჩვენი მთავარი ღირებულებებია.

ბოლოს, რა გზავნილი გექნებათ ქართველებისთვის, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ცხოვრობენ?

ზურაბ კაპანაძე: ნუ ველოდებით სუპერგმირებს, ვერავინ ამ ქვეყანას და ამ რეალობას ჩვენ მაგივრად ვერ შეცვლის. ჩვენ უნდა დავიკაპიწოთ ხელები და უნდა ჩავერთოთ საქმიანობაში, რომელიც დაგვახსნევინებს ამ ქვეყანას და დაგვანახებს პერსპექტივას, რომ ჩვენ გვექნება სახელმწიფო, რომელსაც ვიმსახურებთ. თუ როგორც ემიგრანტს, ისე მეკითხებით, პირდაპირ გეტყვით: პასუხისმგებლობა ჩვენს ხელშია. ამ პლატფორმის მეშვეობით ჩვენ რესურსებს ვაერთიანებთ და ერთად ვშრომობთ, რომ ავაშენოთ ხიდი, რომელიც დაგვაბრუნებს საქართველოში


გაიგეთ მეტი ღონისძიების შესახებ

თვალი ადევნეთ სიახლეებს Bridges Strasbourg 2025 ღონისძიებასთან დაკავშირებით

🔹 ღონისძიების პარტნიორები

  • GéNaissance – ღონისძიების ადგილობრივი პარტნიორი
  • Forbes Georgia – მედიაპარტნიორი
  • Nexia Georgia – ბიზნესპარტნიორი