გიორგი ფოცხიშვილი Dance Europe-მა წლის საუკეთესო მოცეკვავის ნომინაციაზე წარადგინა

გიორგი ფოცხიშვილი Dance Europe-მა წლის საუკეთესო მოცეკვავის ნომინაციაზე წარადგინა

ფოტო: Altin Kaftira

ნიდერლანდების ნაციონალური ბალეტის წამყვანი მოცეკვავე, გიორგი ფოცხიშვილი, ცეკვის საერთაშორისო ჟურნალმა Dance Europe-მა 2026 წლის საუკეთესო მოცეკვავის ნომინაციაზე წარადგინა. ქართველი მოცეკვავე ექვს ნომინანტს შორისაა, გამარჯვებული კი ხმის მიცემით გამოვლინდება.

ფოცხიშვილთან ერთად გამარჯვებისთვის ალინა კოჯოკარუ, მარიანელა ნუნიესი, ჯოვანი როტოლო, ოსიელ გონეო და უილიამ ბრეისველი იბრძოლებენ. ხმის მიცემა 2026 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით არის შესაძლებელი.

Dance Europe-ის კრიტიკოსები გასული საცეკვაო სეზონის მიღწევებს ყოველწლიურად აფასებენ. ფოცხიშვილი კი წლის საუკეთესო მოცეკვავის ნომინაციაზე ბალეტ La Bayadère-ში სოლორის როლის შესრულებისთვის წარადგინეს. საერთაშორისო ჟიურის შეფასებით, ქართველი მოცეკვავე ენერგიით, შთამბეჭდავი ნახტომებითა და სასცენო ქარიზმით გამოირჩევა.

შეგახსენებთ, გიორგი Forbes Georgia-ს პროექტ Under 30-ის გამარჯვებულია კატეგორიაში – ხელოვნება და სტილი.

გიორგი ფოცხიშვილის მხარდაჭერა მსურველებს ელექტრონული ფოსტით ან WhatsApp-ის საშუალებით შეუძლიათ. ხმის მისაცემად საჭიროა, ელექტრონულ მისამართზე dancer@danceeurope.net ან WhatsApp-ის ნომერზე +44 7981 945320 გაიგზავნოს მოცეკვავის სახელი და გვარი — Giorgi Potskhishvili — და ხმის მიმცემის სახელი და გვარი. თითოეულ ადამიანს ხმის მიცემა მხოლოდ ერთხელ შეუძლია.

Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი