GITA-ს 150,000-ლარიანი გრანტების პროგრამის გამარჯვებული სტარტაპები ცნობილია

GITA-ს 150,000-ლარიანი გრანტების პროგრამის გამარჯვებული სტარტაპები ცნობილია

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ (GITA) 150,000-ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებული 20 სტარტაპი გამოავლინა. 2022 წელს გრანტების პროგრამის მოცულობა 100 000-დან 150 000 ლარამდე გაიზარდა, ხოლო თანადაფინანსების მისაღებად განაცხადი ჯამში 230-მა სტარტაპმა წარადგინა. გრანტების პროგრამა 2022 წლის 9 მარტს მერვედ გამოცხადდა. პროგრამის შვიდი რაუნდის ფარგლებში  ჯამში 135 სტარტაპი დაფინანსდა.

უცხოელი ექსპერტების მიერ შერჩეული ფინალისტებიდან გამარჯვებულები მაღალი დონის საერთაშორისო ვენჩურული ინვესტორებით დაკომპლექტებულმა საინვესტიციო კომიტეტმა დაასახელა. საინვესტიციო კომიტეტის წევრებს შორის იყვნენ: მარვინ ლიაო, ჯონათან ტაუერი, ბილ რაიჰარტი, სტივ ჰოფმანი, ნაომი კოკუბო.

GITA-ს 150,000-ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებული სტარტაპები არიან:

TS shopping Api – პროექტი პროდუქტის მწარმოებლებისა და გამყიდველების ელექტრონული კომერციის მაღაზიებთან API-ის საშუალებით დაკავშირებას უზრუნველყოფს.

NEUROPILOT – ციფრული და ვირტუალური ტექნოლოგიების გამოყენებით, პროფესიონალი სპორტსმენებისთვის შფოთვის მართვის უნიკალური საავტორო მეთოდის დანერგვა.

Preshfood – სტარტაპი მომხმარებლებს საკვები ობიექტებიდან და მაღაზიებიდან დროულად ვერგაყიდული ჯანსაღი საკვების შეღავათიან ფასად შეძენის საშუალებას აძლევს.

GlyperA – ცხვირისთვის ანტიმიკრობული სპრეის შექმნა, რომელიც ჰაერ-წვეთოვანი გზით გადამდები ბაქტერიული და ვირუსული ინფექციებისაგან ადამიანის დამატებით დაცვას უზრუნველყოფს.

Pyme – web3-ზე ფოკუსირებული დასაქმების პლატფორმა.

QuickShipper – გადახდისა და მიწოდების სერვისის გამარტივებული მეთოდები.

Brandergate – “ბრენდინგის ხელოვნურ ინტელექტზე” (Artificial Branding Intelligence) დაფუძნებული ბრენდის განვითარების ონლაინპლატფორმა.

OwnEstate – უძრავი ქონების დეველოპერისა და საცალო ინვესტორების დამაკავშირებელი ფინტეკ-სტარტაპი.

Digital warehouse – ტრანსპორტირების სერვისის მისაწოდებლად ციფრული ტექნოლოგიის შექმნა.

Bitnet – მომხმარებელსა და კრიპტოეკონომიკას შორის დამაკავშირებელი პლატფორმა.

Edumentors – ეხმარება მშობლებს, იპოვონ ტუტორი, რომელიც მათ შვილებს ეყვარებათ.

Justpay – მცირე და საშუალო ბიზნესებს ნებისმიერი არხიდან უსაფრთხო გადახდების მიღებაში ეხმარება.

GoldenGate – ონლაინ იურისტი მომხმარებელს საშუალებას მისცემს, შექმნას, დაამტკიცოს, ხელი მოაწეროს და შეინახოს იურიდიული დოკუმენტები.

Brokerapp – მულტიფუნქციური, მომხმარებლის სურვილებზე მორგებული ციფრული სადაზღვევო ბროკერი.

BSFL Georgia –  თბილისში მწერის black soldier fly-ს მაღალტექნოლოგიური მწარმოებელი და გადამმუშავებელი საწარმოს შექმნა.

Skany Solutions – მომხმარებლის ინტერესებზე უფრო მეტად მორგებულ და მოქნილ ფინანსურ გარემოს შექმნის.

Kangaroo – B2B-მარკეტპლეისი, რესტორნებს, სასტუმროებსა და კაფეებს მათ მიმწოდებლებთან აკავშირებს.

Gagunashvili International Chess Academy – უნიკალური ონლაინ საჭადრაკო აკადემიის შექმნა.

Inventory Management Automatization System – ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის გამოყენებით, მარაგების მართვის ავტომატიზაციის სისტემის შექმნა.

Datamind – უსაფრთხოების სტანდარტის პროტოკოლის დანერგვა და GDPR Compliance-ის შესაბამისად მონაცემთა უსაფრთხოების დაცვის პოლიტიკის შემუშავება.