Global Tech Weekend 2026-ის მოძრაობა დახურული შეხვედრით, Bodbe Hotel-ში დაიწყო

Global Tech Weekend 2026-ის მოძრაობა დახურული შეხვედრით, Bodbe Hotel-ში დაიწყო

Global Tech Weekend-ის 2026 წლის საერთაშორისო მოძრაობა დახურული შეხვედრით, Bodbe Hotel-ში დაიწყო – თანამედროვე კონცეფციის პრემიუმ სასტუმროში, რომელიც მაღალი დონის კერძო და კორპორაციულ შეხვედრებს მასპინძლობს. ღონისძიებაზე GTW Society-ის წევრებმა, პარტნიორებმა და ეკოსისტემის წარმომადგენლებმა მომავალი წლის სტრატეგიული მიმართულებები, თანამშრომლობების გაღრმავება და გლობალური მიზნების ფორმირება განიხილეს.

სიმბოლურია, რომ Global Tech Weekend 2026-ის მოძრაობა ოფიციალურად სწორედ Bodbe Hotel-ში დაიწყო – სასტუმროში, რომელსაც GTW-ის მსგავსად ინოვაციურობა გამოარჩევს. Bodbe სტუმარმასპინძლობის სფეროში თანამედროვე სტანდარტს ამკვირდებს. შეიძლება ითქვას, რომ Bodbe Hotel-სა და GTW-ს მომავლის ახლებური ხედვა და სწრაფი განვითარებისკენ სწრაფვა აერთიანებს. 

შეხვედრის ფარგლებში წარმოდგენილი იყო 2026 წლის საერთაშორისო გეგმა, რომელიც მოიცავს ღონისძიებებს ოთხ ქალაქში – სან‑ფრანცისკოში, ტაშკენტში, თბილისში და ბაქოში. ინიციატივის მიზანია რეგიონული ინოვაციური ეკოსისტემების გაძლიერება, საერთაშორისო პარტნიორობების გაფართოება, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობა და ლიდერებს შორის ახალი კავშირების ჩამოყალიბება, რაც ხელს უწყობს ინვესტიციების მოზიდვასა და ტექნოლოგიური თანამშრომლობის განვითარებას.

დისკუსიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო Global Tech Weekend-ის როლის განსაზღვრას როგორც პლატფორმისა, რომელიც აერთიანებს დამფუძნებლებს, ინვესტორებს, ინოვატორებს, კორპორაციების ლიდერებს, საჯარო სექტორის წარმომადგენლებსა და კრეატიული ინდუსტრიების მონაწილეებს. შეხვედრამ კიდევ ერთხელ გამოკვეთა მოძრაობის მიზანი – სხვადასხვა სექტორს შორის თანამშრომლობის გაძლიერება და ქალაქების ჩართვა საერთაშორისო ინოვაციურ ქსელში.

ღონისძიება დახურული ფორმატით ჩატარდა, რაც მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევდა სტრატეგიული დიალოგი კონცენტრირებულ გარემოში გაემართათ, გაეცვალათ ხედვები და ჩამოეყალიბებინათ მომავალი ინიციატივების საფუძველი. სწორედ ამ ფორმატმა განსაზღვრა 2026 წლის სეზონის მთავარი თემა: პარტნიორობაზე, გრძელვადიან ურთიერთობებსა და საერთაშორისო თანამშრომლობაზე ორიენტირებული განვითარების კურსი.

Global Tech Weekend-ი განაგრძობს ზრდას როგორც საერთაშორისო მოძრაობა, რომელიც ქმნის სივრცეს იდეების, კაპიტალისა და გამოცდილების გაერთიანებისთვის და ხელს უწყობს რეგიონსა და გლობალურ ბაზრებს შორის ურთიერთკავშირის გაძლიერებას. Bodbe Hotel-ში გამართული შეხვედრა გახდა წლის აქტივობების დასაწყისი – პირველი ნაბიჯი იმ ფართომასშტაბიანი პროცესისკენ, რომელიც მომდევნო თვეებში სხვადასხვა ქალაქში გაგრძელდება.