Global Tech Weekend Tbilisi 2026 5 დეკემბერს ოფიციალურად გაიხსნა 

Global Tech Weekend Tbilisi 2026 5 დეკემბერს ოფიციალურად გაიხსნა 

Global Tech Weekend, კავკასიისა და ცენტრალური აზიის უდიდესი დეცენტრალიზებული ტექნოლოგიური მოძრაობაა, რომლის რეკორდული დებიუტი შარშან თბილისში შედგა. GTW 2025-მა 10,000-ზე მეტი დამსწრე, 120 სპიკერი, 130 სპონსორი და 70-ზე მეტი ინვესტორი შეკრიბა 17 ქვეყნიდან.

GTW-ის შემდეგი ეტაპი წარმოადგენს მოძრაობის დეცენტრალიზებულ მოდელს, რომელიც 2026 წელს ტაშკენტში (24-25 აპრილი), თბილისში (19-21ივნისი) და ბაქოში (ოქტომბერი) გაგრძელდება. 

წლევანდელი გეგმების პრეზენტაცია 5 დეკემბერს, 20:00 საათზე, თბილისის Noble Savage-ში შედგა. GTWT 2026-ის ოფიციალურ გახსნაზე შეიკრიბნენ დამფუძნებელები, ინვესტორები, კორპორაციული ინოვაციის ლიდერები და ეკოსისტემის შემქმნელები. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო GTWT 2025-ის მთავარი მიღწევები და GTW 2026-ის ხედვა და სამომავლო გეგმები

ღონისძიებას აგრეთვე ესწრებოდნენ GTWT-ის პარტნიორები, სპონსორები და პოტენციური თანამშრომლები ტექნოლოგიების, კრეატიული ინდუსტრიის, მედიის, მარკეტინგის, მოდის, ტურიზმის, ლოჯისტიკის, ბანკინგის, გეიმინგისა და სხვა მრავალი სექტორებიდან.

ამ ფორმატში წარმოდგენილი იყო Forbes Georgia, რომლის მთავარმა რედაქტორმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, შოთა დიღმელაშვილმა GTW-ის და Forbes Georgia-ს პარტნიორობასა და რეგიონში ინოვაციების გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა. აგრეთვე დააანონსა ერთობლივი მიღება, რომელიც 19 ივნისს გაიმართება და 300-მდე ლიდერს, ინვოსტორს და ეკოსისტემის შემოქმედს მოუყრის თავს.

გახსნის ღონისძიებაზე გაიმართა სხვა ახალი პროექტების პრეზენტაცია, როგორიცაა Tech To Me – GTWT x The Diaryნინო ელიავასთან, More Is Love-ის დამფუძნებელთან/კრეატიულ დირექტორთან პარტნიორობით. ამ შოუს 2026 წლის იანვრიდან ვიხილავთ. აგრეთვე, დაანონსდა GTW Society – ექსკლუზიური კლუბი, რომელიც კავკასიისა და ცენტრალური აზიის უდიდესი დეცენტრალიზებული ტექნოლოგიური მოძრაობის გარშემო გაერთიანდება

GTW Tbilisi 2026-ის სამი ღონისძიება 30,000-ზე მეტ მონაწილეს და 200-ზე საიდ ღონისძიებას უმასპინძლებს ტაშკენტში, თბილისში და ბაქოში. 

თბილისში GTWT 2026 ტრადიციულად 3 დღის განმავლობაში, 19, 20 და 21 ივნისს გაიმართება. პირველი დღე დაეთმობა 80-ზე მეტი საიდ-ივენთი. მთავარი ღონისძიება 20 ივნისს Factory Tbilisi-ში შედგება. მესამე დღე კვლავ პარტნიორულ ღონისძიებებსა და კულტურულ აქტივობებს დაეთმობა. მეტი დეტალი ხელმისაწვდომია ოფიციალურ საიტზე: www.gtwt.ge.

Global Tech Weekend 2024 წელს, ლოს ანჯელესში დაარსდა, ხედვით, რომ გლობალური ინოვაციების რუკაზე კავკასია და ცენტრალური აზია დაესვა და ერთმანეთთან დაეკავშირებინა. ერთ წელიწადში GTW გადაიქცა პლატფორმად, რომელიც იდეებს, კაპიტალსა და კრეატიულობას აერთიანებს. ტრადიციული კონფერენციებისგან განსხვავებით, GTW ქალაქებს ცოცხალ ინოვაციურ ეკოსისტემებად გარდაქმნის.