გოგლიჩიძე „უდინეზეში“ ითამაშებს - რამდენი იქნება ქართველის ხელფასი ახალ კლუბში?

გოგლიჩიძე „უდინეზეში“ ითამაშებს - რამდენი იქნება ქართველის ხელფასი ახალ კლუბში?

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ქართველი ფეხბურთელი, საბა გოგლიჩიძე იტალიის სერია A-ში რჩება და კარიერას „უდინეზეში“ გააგრძელებს. მისივე თქმით, კლუბი „ემპოლისგან“ 21 წლის მცველის შესაძენად დაახლოებით 4 მილიონ ევროს გადაიხდის.

Geo Team-ის ცნობით, საბამ სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და ხვალ „უდინეზესთან“ 4-წლიან კონტრაქტს ოფიცილურად გააფორმებს.

იტალიურ მედიაში ახალ კლუბში ქართველი ფეხბურთელის ხელფასის შესახებაც დაიწერა. Tuttomercatoweb.com-ის ინფორმაციით, „უდინეზეში“ საბა გოგლიჩიძის ანაზღაურება 600 000 ევრო იქნება. მისივე ცნობით, კონტრაქტი კიდევ ერთი სეზონით გახანგრძლივების პერსპექტივით გაფორმდება.

საბა „ემპოლის“ ქუთაისის „ტორპედოდან“ თავისუფალი აგენტის სატატუსით 2024 წლის იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეუერთდა. ქართველმა მცველმა „ემპოლის“ მაისურით მთლიანობაში 36 მატჩში მიიღო მონაწილეობა, მათ შორის 33 შეხვედრა იტალიის სერია A-ში, დანარჩენი სამი კი იტალიის თასზე ჩაატარა.