Google-ის თანადამფუძნებელმა ლარი პეიჯმა გუშინ სიმდიდრით Amazon-ის დამფუძნებელ ჯეფ ბეზოსს გადაუსწრო და მსოფლიოში მესამე უმდიდრესი ადამიანი გახდა. ამას ხელი Alphabet-ის აქციების ფასის თითქმის 6%-ით ზრდამ შეუწყო, რაც, თავის მხრივ, მესამე კვარტალის დადებითმა ფინანსურმა შედეგებმა და Google-ის ხელოვნური ინტელექტის გაუმჯობესებული მოდელის, Gemini 3-ის გამოშვებამ განაპირობა.
Google-ის მშობელი კომპანია Alphabet-ის აქციების ფასი ოთხშაბათს, Gemini 3-ის გამოშვების შემდეგ, 6%-ით გაიზარდა. შედეგად, ლარი პეიჯის ქონებას დაახლოებით 7.6 მილიარდი დოლარი შეემატა, Alphabet-ში მისი 3.2%-იანი წილის წყალობით. ამ ზრდის წყალობით პეიჯმა ჯეფ ბეზოსს გადაუსწრო და მილიარდერების რეიტინგში მესამე პოზიციაზე გადავიდა.
Google-ის თანადამფუძნებელმა სერგეი ბრინმა, რომელიც კომპანიის დაახლოებით 2.9%-ს ფლობს, ქონებას 7 მილიარდი დოლარი შეამატა, რამაც ისინი Forbes-ის მილიარდერების რეალურ დროში განახლებადი სიაში მეხუთე პოზიციაზე გადაიყვანა.
ოთხშაბათის მონაცემებით, კვლავ მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანად კვლავ ილონ მასკი რჩება, რომლის ქონებაც 466.2 მილიარდ დოლარს შეადგენს. მეორე ადგილზე Oracle-ის თავმჯდომარე ლარი ელისონია, რომლის ქონებაც 276.5 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.
რეიტინგში პეიჯსა და ბრინს შორის მოქცეული ჯეფ ბეზოსი 233.6 მილიარდ დოლარს ფლობს.









