გრანთ თორნთონ საქართველომ მომხმარებელს ახალი ტექნოლოგიური გადაწყვეტილება – „ვირტუალური ოფისი“ მოუმზადა. აღნიშნული პროდუქტი წარმოადგენს სრულიად ახალ, ინოვაციურ პლატფორმას, რომელიც მთლიანად ცვლის ბიზნესისათვის გრანთ თორნთონის სერვისების მიწოდების არსებულ მოდელს.
თანამედროვე ციფრული სამყაროს გავლენით ყოველდღიურად იცვლება ბიზნეს გარემო. კომპანიები მაქსიმალურად ცდილობენ ფეხი აუწყონ ამ განვითარებას. თუ აქამდე არსებობდა არჩევანი ძველი, ან ახალი მეთოდებით ბიზნესის გაგრძელებაზე, დღეს სიახლეების მიმღებლობას და ტექნოლოგიებს ალტერნატივა არ აქვს.
სწორედ ამიტომ გრანთ თორნთონ საქართველომ შექმნა ინოვაციური პროდუქტი „ვირტუალური ოფისი“. „ვირტუალური ოფისი“ წარმოადგენს სრულიად ახალ, ინოვაციურ პლატფორმას, რომელიც მთლიანად ცვლის თქვენი ბიზნესისათვის გრანთ თორნთონის სერვისების მიწოდების არსებულ მოდელს. ის ერთ სივრცეში აერთიანებს ბიზნეს პროცესების შეუფერხებლად მიმდინარეობისთვის საჭირო ისეთ მნიშვნელოვან ასპექტებს, როგორიცაა კომუნიკაცია, დოკუმენტების გაცვლა, დავალებების მართვა და ფინანსური და საოპერაციო რეპორტინგი მარტივად აღსაქმელი ვიზუალიზაციით. შესაბამისად, „ვირტუალური ოფისი“ მთლიანად ცვლის სერვისის მიწოდების არსებულ პრაქტიკას.
ვახტანგ ცაბაძე, გრანთ თორნთონ საქართველოს მმართველი პარტნიორი აღნიშნავს: „ვირტუალური ოფისი” საქართველოს ბაზარზე დღეისათვის უნიკალური პროდუქტია და ვფიქრობ, ბიზნესის მფლობელებისთვის შეუცვლელი ინსტრუმენტი გახდება იმისათვის, რომ კომპანიის მაჯისცემა უწყვეტ რეჟიმში აკონტროლონ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.“
„ვირტუალური ოფისი“ ძირითადად განკუთვნილია გრანთ თორნთონის პარტნიორი ორგანიზაციების მმართველებისთვის, გადაწყვეტილებების მიმღები პირებისთვის და ადმინისტრაციული როლის შემსრულებელი პირებისთვის, რათა მოხდეს გრანთ თორნთონის გუნდთან დაკავშირებული ბიზნეს პროცესების მნიშვნელოვნად გამარტივება.
„ვირტუალური ოფისის“ მთავარ ღირებულებებს წარმოადგენს მისი უსაფრთხოება, გრანთ თორნთონის თქვენს მომსახურე გუნდთან ერთ სივრცეში ურთიერთობა, რეალურ დროში განახლებადი ფინანსური ინფორმაციის / რეპორტების მარტივად აღქმადი ფორმით მოწოდება და ბევრი განსხვავებული მოწყობილობიდან მასზე წვდომის შესაძლებლობა.