გრანთ თორნთონთანმა და DWV-მ საიმიგრაციო კანონმდებლობის სიახლეები განიხილეს

გრანთ თორნთონთანმა და DWV-მ საიმიგრაციო კანონმდებლობის სიახლეები განიხილეს

2026 წლის 2 აპრილს გერმანიის ეკონომიკურმა გაერთიანებამ (DWV) გრანთ თორნთონთან თანამშრომლობით გამართა Expert Talk, სადაც დამსწრე საზოგადოება გაეცნო ინფორმაციას  საქართველოს შრომითი მიგრაციის კანონმდებლობაში განხორციელებული უახლესი ცვლილებების პრაქტიკულ ასპექტების შესახებ.

გრანთ თორნთონის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ზურაბ ახალაძემ, წარმოადგინა სიღრმისეული ანალიზი ახალი რეგულაციების შესახებ, რომელიც ფუნდამენტურად ცვლის საქართველოში უცხოელთა დასაქმების პრაქტიკას — დასაქმების პროცესში შემოდის დამატებითი სამართლებრივი წინაპირობები, მკაცრდება კონტროლი და იზრდება კანონთან შესაბამისობის აუცილებლობა. შეხვედრაზე დეტალურად იქნა განხილული, თუ რა ხდება სავალდებულო უცხოელთა დასაქმებისას, როგორ მიიღება „შრომითი საქმიანობის უფლება“, რა ვადები და პასუხისმგებლობები აქვს დამსაქმებელს, რა სანქციებია დარღვევის შემთხვევაში და როგორ შეიძლება წარიმართოს პროცესი შეფერხებების გარეშე. 

თემის აქტუალობიდან გამომდინარე, პრეზენტაციის შემდეგ გამართულ კითხვა-პასუხის სესიაში მონაწილეებმა დასვეს პრაქტიკული შეკითხვები, რომლებსაც ამომწურავად გაეცა პასუხი.

საქართველოში შრომითი მიგრაციის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა სწრაფად ვითარდება და კომპანიებისგან სათანადო მოქმედებებს მოითხოვს. გრანთ თორნთონი მზადაა, ბიზნეს სუბიექტებს სრული იურიდიული მხარდაჭერა გაუწიოს ამ გამოწვევების გადასაჭრელად.

S