ჰარმონიისთვის შექმნილი — Bang & Olufsen-ი ახლა Maizen-ში

ჰარმონიისთვის შექმნილი — Bang & Olufsen-ი ახლა Maizen-ში

Bang & Olufsen-ს თბილისში უკვე Maizen-ი უმასპინძლებს – სწორად დაგეგმილი თანამშრომლობა, რომელიც ყოველთვის ბუნებრივად გამოიყურება.

Maizen-ი უკვე კარგად ნაცნობი სივრცეა მათთვის, ვინც აფასებს გემოვნებით შერჩეულ დიზაინს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. ეს მხოლოდ შოურუმი არ არის — ესაა სივრცე, სადაც ფორმა, მატერია და სიმყუდროვე ერთმანეთს ერწყმის. ფრაზა “Your Home, Your Zen” აქ იდეად კი არა, ყოველდღიურობად იქცევა. და ამ სიმშვიდეს ახლა Bang & Olufsen-ის ხმა ერთვის.

შეხვედრა ორი ხედვის — და ერთი მიზნის გარშემო

ერთი — ხმის ინოვაციის სიმბოლოა. მეორე — დიზაინის ტაქტილური ესთეტიკის მასტერკლასი. ერთი შეხედვით, Bang & Olufsen-ი და Maizen-ი სხვადასხვა ენაზე საუბრობენ, მაგრამ დაკვირვებული თვალი მათში საერთო ღირებულებებს ამოიცნობს: ბუნებრივ მასალებზე დაფუძნებული მიდგომა, ყურადღება უმცირეს დეტალებზე და რწმენა, რომ ნამდვილი ფუფუნება ხმაურიანი არასდროსაა.

„ზენი ჩვენთვის ჰარმონიაა — ობიექტსა და სივრცეს შორის, ფორმასა და ფუნქციას შორის. Bang & Olufsen-ი მხოლოდ მუსიკას არ უკრავს — ის ენერგიას, შინაგან გარემოს და ცხოვრების სტილს ეხმიანება. სწორედ ამიტომაა, რომ ეს პარტნიორობა ასე ორგანულად გამოიყურება,“ — Maizen-ის გუნდი.

ლიმიტირებული გამოშვება, გლობალური მნიშვნელობით

ეს თანამშრომლობა განსაკუთრებულად იგრძნობა პორტატული კოლექციის და ისეთი იშვიათი ნამუშევრის სახით როგორიცაა Beosound A9, ფრანგი არტისტის — ალექსის ჟამეს — ექსკლუზიური საფარით.

მსოფლიოში სულ 100 ასეთი ეგზემპლარი არსებობს — და ერთ-ერთი მათგანი მხოლოდ Maizen-შია, თბილისში. ეს არ არის უბრალოდ დინამიკი. ეს არის სკულპტურული მუსიკა. ხელოვნების ფუნქციური ნიმუში, რომელიც აცოცხლებს ხმას.

„ჩვენ ვარჩევთ ნივთებს, რომლებსაც რაღაც აქვთ სათქმელი. A9 და ალექსის ჟამეს ვიზუალი — ესაა თბილი ფერები, მკვეთრი ტექნოლოგია და ბუნებრივი რიტმი. ზუსტად ის კომბინაცია, რაც Maizen-ს განსაზღვრავს,“ — აღნიშნავს გუნდი.

დიზაინის მომავალი

Maizen-ისა და Bang & Olufsen-ის პარტნიორობის გაღრმავებასთან ერთად იზრდება პასუხისმგებლობაც — შევარჩიოთ გამორჩეული და იშვიათი ნივთები, რომლებიც არა მხოლოდ პრესტიჟით, არამედ ადამიანთან ემოციური და ვიზუალური კავშირითაც ფასობს.

პორტატული სპიკერებიდან არქიტექტურულ აუდიოსკულპტურებამდე, Bang & Olufsen Maizen-ში უბრალო პროდუქციის გამოფენა არ არის — ეს არის დიზაინის უნაკლოდ ჰარმონიული ფორმის ზეიმი.

ეწვიე Maizen-ს და გამოსცადე Bang & Olufsen-ი. აღმოაჩინე, როგორ ჟღერს ჰარმონია.

Your Home. Your Zen. Your Sound.

იყავი პირველი, ვინც გაიგებს ჩვენი ლიმიტირებული კოლექციების, დიზაინის ახალი ისტორიებისა და ექსკლუზიური კოლაბორაციების შესახებ.

დარეგისტრირდი და გამოიწერე სიახლეები

S