„არქის“ სპეციალური მოწვევით, ჰარვარდის ბიზნესის სკოლის პროფესორი (Edsel Bryant Ford Professor of Business Administration), დას ნარაიანდასი, საქართველოს უკვე მეორედ ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში, მან კომპანიის გუნდისთვის წევრებისთვის სპეციალურად შემუშავებული ორდღიანი პრაქტიკული ტრეინინგი ჩაატარა.
საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავდა საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას, გლობალური ბიზნესქეისების ანალიზსა და ინტერაქციულ დისკუსიებს. ტრენინგის მთავარი ფოკუსი ციფრულ ეპოქაში დიფერენციაციის მნიშვნელობა, ეფექტიანი ლიდერობის განვითარება და იმ პრაქტიკული მიდგომების დანერგვა იყო, რომლებიც ბიზნესს კონკურენტულ გარემოში მდგრად ზრდასა და უპირატესობის მოპოვებაში ეხმარება.
ვიზიტის ფარგლებში, ერთდღიანი შეხვედრა დეველოპერული კომპანია „არქის“ პარტნიორებისთვისაც მოეწყო. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, პირადად მოესმინათ პროფესორ ნარაიანდასის ხედვები და სტრატეგიული რეკომენდაციები ბიზნესის მართვის, მარკეტინგისა და თანამედროვე ლიდერობის მიმართულებით.
„არქისთვის“ თანამშრომლების პროფესიულ ზრდასა და განვითარებაზე ზრუნვა უცვლელი პრიორიტეტია. ამ მიდგომის ფარგლებში, კომპანია გუნდის წევრებს მუდმივად სთავაზობს წამყვან საგანმანათლებლო პროგრამებსა და მასტერკლასებს, რაც მათ როგორც პიროვნულ, ისე კარიერულ წინსვლას უზრუნველყოფს.
დას ნარაიანდასი ჰარვარდის ბიზნესის სკოლის ბიზნესის ადმინისტრირების პროფესორია, რომლის აკადემიური და კვლევითი მიმართულება მარკეტინგს უკავშირდება. სხვადასხვა პერიოდში ის იკავებდა წამყვან (Senior Associate Dean) პოზიციებს Harvard Business Publishing-ში, External Relations-სა და Executive Education-ში. გარდა ამისა, პროფესორი ნარაიანდასი ხელმძღვანელობდა HBS Executive Education-ის ისეთ აღიარებულ კურსებს, როგორებიცაა Advanced Management Program და Program for Leadership Development.
S












