საქართველოს სტატისტიკის სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის I კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 201.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის I კვარტლის წინასწარ მონაცემებზე 64.4%-ით ნაკლებია.
კლება განპირობებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სამივე კომპონენტის (სააქციო კაპიტალი, რეინვესტიცია და სავალო ვალდებულებები) მაჩვენებლის შემცირებით.
I კვარტალში სააქციო კაპიტალმა 75.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 37.7%-ია. რეინვესტიციამ 92.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა და მისი წილი 45.9%-ით განისაზღვრა.
განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები შემდეგნაირად განაწილდა:
- თურქეთი – 42.2 მლნ აშშ დოლარი;
- ჩეხეთი – 41.5 მლნ აშშ დოლარი;
- აშშ – 33.7 მლნ აშშ დოლარი;
- ნიდერლანდები – 32.3 მლნ აშშ დოლარი;
- მარშალის კ-ები – 22.3 მლნ აშშ დოლარი;
- იაპონია – 19.3 მლნ აშშ დოლარი;
- ჩინეთი – 13.9 მლნ აშშ დოლარი;
- აზერბაიჯანი – 12.7 მლნ აშშ დოლარი;
- მალტა – 11.7 მლნ აშშ დოლარი;
- დანია – 10.2 მლნ აშშ დოლარი.
ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში განხორციელდა და 78.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 39.1%-ია. მეორე ადგილს იკავებს ვაჭრობის სექტორი – 39.5 მლნ აშშ დოლარით (19.6%), ხოლო მესამეზე იმყოფება ტრანსპორტის სექტორი 38.8 მლნ აშშ დოლარით (19.3%).