იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ $14 მილიარდი შეადგინა

იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ $14 მილიარდი შეადგინა

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო ვაჭრობის შესახებ ექსპრეს მონაცემები გამოაქვეყნა. საქსტატის ცნობით, საანგარიშო პერიოდში სავაჭრო ბრუნვამ $14 მილიარდი შეადგინა. ეს წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 16.8%-ით მეტია.

სავაჭრო ბრუნვაში ექსპორტის წილი 4.07 მილიარდი აშშ დოლარია, იმპორტის კი 9.92 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. პირველის შემთხვევაში, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, ზრდა 14.3%-ია, მეორეს შემთხვევაში კი – 17.8%.

შესაბამისად, იანვარ-აგვისტოში უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 5.85 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. ეს საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.8%-ია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები მიმდინარე წლის 19 სექტემბერს გამოქვეყნდება.