სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 16.77 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ეს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.7 პროცენტით გაზრდილი მაჩვენებელია.
საქსტატის ცნობით, საანგარიშო პერიოდში ექსპორტმა 4.78 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა (გაიზარდა 4.1 პროცენტით), ხოლო იმპორტი 11.99 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდა (გაიზარდა 3.6 პროცენტით).
შესაბამისად, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა დაახლოებით 7.2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 42.9 პროცენტია.