ფოტო: Getty Images
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2026 წლის იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 282.64 მილიონი აშშ დოლარი (761.9 მილიონი ლარი) შეადგინა, რაც 16.6%-ით (40.2 მილიონი აშშ დოლარით) მეტია 2025 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში ევროკავშირის ქვეყნებიდან საერთო ჯამში 128.41 მილიონი აშშ დოლარი გადმოირიცხა, რაც მთლიანის გზავნილების 45.43%-ია. წლიურმა ზრდამ 17.46% შეადგინა.
რაც შეეხება ცალკეულ ქვეყნებს, იანვარში ფულადი გზავნილებით ბოლო პერიოდის ლიდერ ამერიკის შეერთებულ შტატებს იტალიამ გადაუსწრო. კერძოდ, გასულ თვეში იტალიიდან საქართველოში 53.18 მილიონი აშშ დოლარი გადმოირიცხა. მაჩვენებელი წლიურად 15.21%-ით გაიზარდა. აშშ-მა კი მეორე ადგილზე გადაინაცვლა, 52.04 მილიონი აშშ დოლარით. წლიურ ჭრილში შეერთებული შტატებიდან საქართველოში ფულადი გზავნილები 10%-ით არის გაზრდილი. მესამე ადგილი შეინარჩუნა რუსეთის ფედერაციამ, საიდანაც 33.51 მილიონი აშშ დოლარი გადმოირიცხა. საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, ამ შემთხვევაში წლიურად 30.61%-იანი ზრდა აღინიშნა.
2026 წლის იანვარში საქართველოდან საზღვარგარეთ 31.2 მილიონი აშშ დოლარი (84 მილიონი ლარი) გადაირიცხა, რაც 2025 წლის ამავე თვის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 10.2%-ით მეტია.
10 ქვეყანა, საიდანაც 2026 წლის იანვარში საქართველოში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა












