იანვარში ქართული ბანკების მოგება ₾235 მილიონამდე გაიზარდა

იანვარში ქართული ბანკების მოგება ₾235 მილიონამდე გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარში 15 ქართული კომერციული ბანკის მოგებამ 235 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წლიურად 18.7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

ამავე პერიოდში მთლიანი საპროცენტო შემოსავლები 667 მილიონ ლარს შეადგენდა.

მოგების მიხედვით, პირველ ადგილზეა “საქართველოს ბანკი”, მეორეზე კი “თი-ბი-სი” – ამ ორ ბანკზე მოდის მთლიანი მოგების 88.3%.

იანვარში ბანკების მოგების მაჩვენებლები ასეთი იყო:

  1. საქართველოს ბანკი – 121.4 მილიონი ლარი;
  2. თი–ბი–სი ბანკი – 85.9 მილიონი ლარი;
  3. ბაზის ბანკი – 8.0 მილიონი ლარი;
  4. ლიბერთი ბანკი – 8.0 მილიონი ლარი;
  5. პროკრედიტ ბანკი – 4.4 მილიონი ლარი;
  6. ქართუ ბანკი – 3.3 მილიონი ლარი;
  7. ტერა ბანკი – 1.8 მილიონი ლარი;
  8. კრედო ბანკი – 1.7 მილიონი ლარი;
  9. იშ ბანკ – 1.7 მილიონი ლარი;
  10. ხალიკ ბანკი – 1.1 მილიონი ლარი;
  11. პაშაბანკი – 0.6 მილიონი ლარი;
  12. ზირაათ ბანკი – 0.2 მილიონი ლარი;
  13. პეისერა – -0.1 მილიონი ლარი;
  14. სილქ ბანკი – -0.4 მილიონი ლარი;
  15. ვი–თი–ბი ბანკი – -2.6 მილიონი ლარი.