ფოტო: ISTOCK
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის დონემ 1.2% შეადგინა, ხოლო წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 4.8 პროცენტით განისაზღვრა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, მიმდინარე წლის იანვარში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, იგი 2.4%-ს გაუტოლდა. იგივე მაჩვენებელი, თამბაქოს გამორიცხვით, 2.1%-ზეა.
თვიური ინფლაციის ფორმირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

უფრო კონკრეტულად, საქსტატის მონაცემებით, თვიურ ჭრილში ყველაზე მეტად ბოსტნეული და ბაღჩეული გაძვირდა – ფასები 12.5%-ით გაიზარდა. ამის შემდეგ მოდის დაზღვევა, რომლის ფასმაც საშუალოდ 8.5%-ით მოიმატა. ხილისა და ყურძნის ფასი 5.9%-ით გაიზარდა. რძე, ყველი და კვერცხი 3.5%-ით გაძვირდა, შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული – 2.8%-ით, ყავა, ჩაი და კაკაო – 2.6%-ით, თევზეული – 1.8%-ით, ზეთი და ცხიმი – 1.5%-ით, ხორცი და ხორცის პროდუქტები – 1.4%-ით, პური და პურპროდუქტები – 0.2%-ით.
წლიური ინფლაციის მაჩვენებელზე გავლენა მოახდინა ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

წლიურ ჭრილში ფასები ყველაზე მეტად გაიზარდა სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში – ზრდამ 10% შეადგინა. მათ შორის თევზეული 20.5%-ით გაძვირდა, ხილი და ყურძენი – 16.9%-ით, პური და პურპროდუქტები – 14.3%-ით, ყავა, ჩაი და კაკაო – 9.4%-ით, ბოსტნეული და ბაღჩეული – 8.8%-ით, ზეთი და ცხიმი – 8.7%-ით. გარდა ამისა, რძის, კვერცხისა და ყველის ფასი 8.6%-ით გაიზარდა. მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები 6.8%-ით გაძვირდა.
ჯადაცვის ჯგუფში ფასებმა 8.3%-ით მოიმატა. მათ შორის საავადმყოფოების მომსახურება 9.0%-ით გაძვირდა, სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა – 8.3%-ით, ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება კი – 7.7%-ით.










