იაპონიამ, 34-წლიანი ლიდერობის შემდეგ, უმსხვილესი კრედიტორის სტატუსი დაკარგა

იაპონიამ, 34-წლიანი ლიდერობის შემდეგ, უმსხვილესი კრედიტორის სტატუსი დაკარგა

უკანასკნელი 34 წლის განმავლობაში პირველად, იაპონიამ მსოფლიოს უმსხვილესი კრედიტორის სტატუსი დაკარგა. ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, €3.5 ტრილიონის ღირებულების საგარეო აქტივებით, მსოფლიოს უმსხვილესი კრედიტორი გერმანიაა. ცნობისთვის, 1991 წელს იაპონიამ უმსხვილესი კრედიტორის რანგში სწორედ გერმანია ჩაანაცვლა.

რაც შეეხება იაპონიას, ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2024 წლის ბოლოსთვის, ქვეყნის საგარეო აქტივები 533.05 ტრილიონ იენს (€3.3 ტრილიონი) გაუტოლდა. ეს მონაცემი, გასულ წელთან შედარებით, 13%-ითაა გაზრდილი. შედეგად, იაპონია რეიტინგში მეორე პოზიციაზე ჩამოქვეითდა და მას ჩინეთი მოსდევს, €3.2 ტრილიონის აქტივებით.

გერმანიის აღმასვლა ქვეყნის ძლიერი სავაჭრო მაჩვენებლების დამსახურებაა, რომლის წყალობითაც დადებითმა სალდომ 2024 წელს €248.7 მილიარდს მიაღწია. ხოლო იაპონიის სავაჭრო ბალანსის დადებითი სალდო €180 მილიარდს გაუტოლდა. ამავდროულად, გასულ წელთან შედარებით, ევრო იენთან შედარებით დაახლოებით 5%-ით გამყარდა, რის გამოც, იენში დათვლისას, გერმანიას იაპონიასთან შედარებით უფრო დიდი მოგებას აძლევს.

იაპონიის მიერ ათწლეულების განმავლობაში მსოფლიოში უმსხვილესი წმინდა კრედიტორის სტატუსის შენარჩუნება ამ წლებში არსებული დადებითი სავაჭრო ბალანსის დამსახურება იყო.  შედეგად კი ქვეყანა მიღებულ ნაშთს დანარჩენ მსოფლიოში ინვესტირებისთვის იყენებდა.

თუმცა, ანალიტიკოსთა შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ იაპონიის აქტივები ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს, სტატუსის დაკარგვა მიუთითებს, რომ რეალური მოთხოვნა სხვა ქვეყნებში, მათ შორის გერმანიასა და ჩინეთში, უფრო ძლიერია და ისინი უფრო სწრაფად ზრდიან თავიანთ საზღვარგარეთულ ინვესტიციებს.