იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სინძო აბე გარდაიცვალა. 67 წლის პოლიტიკოსს დღეს ქალაქ ნარაში სიტყვით გამოსვლისას თავს დაესხნენ და ცეცხლსასროლი იარაღიდან ორი ტყვია ესროლეს – ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
სამართალდამცავების ინფორმაციით, უკვე დაკავებულია 40 წლამდე ასაკის ერთი მამაკაცი, შემთხვევის ადგილიდან კი ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი, რომლითაც, სავარაუდოდ, ყოფილ პრემიერ-მინისტრს ესროლეს. საქმესთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია.
სინძო აბე იაპონიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2006-2007 და 2012-2020 წლებში იკავებდა. ქალაქ ნარაში ის წინასაარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად და ამომრჩევლებთან შესახვედრად იყო ჩასული.