იერუსალიმში სროლას სულ მცირე 5 ადამიანი ემსხვერპლა

იერუსალიმში სროლას სულ მცირე 5 ადამიანი ემსხვერპლა

დღეს დილით იერუსალიმში ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის შედეგად სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. მათ შორის ექვსი დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია.

როგორც ირკვევა, შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი იერუსალიმის შესასვლელთან, რამოტ ჯანქშენში, ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე მთავარ გზაჯვარედინზე, ავტობუსის მგზავრების მიმართულებით გახსნეს.

ამ დროისთვის უცნობია, ვინ განახორციელა თავდასხმა ან რა იყო მოტივი. აღსანიშნავია, რომ პალესტინურმა დაჯგუფება „ჰამასმა“ ორი პალესტინელი მებრძოლი შეაქო, რომლებმაც, მათი თქმით, თავდასხმა განახორციელეს, თუმცა მათ ფაქტზე პასუხისმგებლობა არ აუღიათ.

პოლიციის ცნობით, ორივე თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. მათ შემთხვევის ადგილზე რამდენიმე იარაღი, საბრძოლო მასალა და დანა ამოიღეს, რომლებიც თავდამსხმელებმა გამოიყენეს. პოლიციამ დამნაშავეები „ტერორისტებად“ დაახასიათა.